11:18 17.08.2012
არქეოლოგებმა ყვარლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაქალაქარსა და სამონასტრო კომპლექსს მიაგნეს.
სპეციალისტების განცხადებით, მდინარე დურუჯის საწინააღმდეგო მხარეს ტყეში მოქცეული ნანგრევები მეხუთე საუკუნემდე პერიოდს მიეკუთვნება და თავისი მასშტაბით ბოლნისის სიონსაც აღემატება.
ტაძარი ხუთი წყვილი სვეტით არის გაყოფილი, მისი ბაზილიკა კი სამნავიანია. საკურთხეველში ქვა-ყუთის ტიპის სამარხებია აღმოჩენილი, რომელიც აქეოლოგების თქმით, სავარაუდოდ, სასულიერო პირებს ეკუთვნის.
გათხრებში მონაწილეთა შეფასებით, საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რაც კი ამ დრომდე ჩატარებულა.
გათხრებს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებენ.
internet.ge