„ლეიბორისტული პარტია“ ტელეკომპანია „კავკასიას“ ბოიკოტს უცხადებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ აღნიშნა, ისინი არხზე არც უფასო პოლიტიკურ რეკლამას განათავსებენ.
მისი თქმით, ბოიკოტის მიზეზი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც აღნიშნულ ტელევიზიას აფინანსებს.
„კავკასიის" დირექცია საშუალებას არ მივცემთ წინასაარჩევნოდ კრიმინალ-ოლოგარქ ივანიშვილის ფულებთან ერთად ამერიკული ორგანიზაციის თანხებიც მიითვისოს“,- აღნიშნა ძაგანიამ.
internet.ge