ბავარიაში პროკურატურა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლის შემდეგ, ნაცისტი დამნაშავის საქმეს გამოიძიებს, რომელიც ოსვენციმის ბანაკში ზედამხედველად მუშაობდა.
87 წლის ბრალდებული, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ფაშისტებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა გაზის კამერებში 344 ათასი ადამიანის ამოხოცვის დროს.
ცნობილია, რომ ბრალდებული გერმანიაში არ ცხოვრობს. მის შესახებ ინფორმაცია ნაციონალ-სოციალიზმის დანაშაულების გამოძიების სპეციალურმა ცენტრმა მოიძია, რომელიც საკუთარი გამოძიების შემდეგ მასალებს, როგორც წესი, გერმანიის პროკურატურას გადასცემს.
თავისი არსებობის მანძილზე ცენტრი თითქმის 7 500 საქმის სასამართლო გამოძიების ინიციატორი იყო.
internet.ge