რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
რო­გორ მი­უ­ლო­ცა ლა­ლი მო­როშ­კი­ნამ ნარ­მა­ნი­ას შვი­ლის და­ბა­დე­ბა?
რას ით­ხოვს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი?­-­მომ­ღერ­ლის სა­გან­გე­ბო გან­ც­ხა­დე­ბა
29 იან­ვ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
და­ვით ნარ­მა­ნია გო­გოს მა­მა გახ­და
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ამინდი
15:12 15.06.2011

შემოსავლების სამსახურის ინიციატივით გადასახადის გადამხდელებს ახალი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცათ.

გადამხდელებს შეუძლიათ ისარგებლონ 09-ის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით და კვალიფიციური პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე. სულ მალე ასეთი სერვისით სარგებლობა შეეძლებათ 08-ის მომხმარებლებსაც.შემოსავლების სამსახური თავად უზრუნველყოფს აღნიშნული საინფორმაციო ცენტრების ინფორმირებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მოქალაქეს ინფორმაციის მიღება შეუძლია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის საშუალებითაც, ელექტრონული ფოსტით: info@rs.ge, callcentre@mof.ge.

ასევე, გადამხდელთათვის ინფორმაციის მიღების გამარტივებისათვის შემოსავლების სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემოსავლების სამსახური საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადამხდელებისათვის საჭირო საბაჟო და საგადასახადო პროცედურების განხორციელების წესებს სისტემატურად გამოაქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ინფორმაცია, მსგავსი ფორმით, დღემდე არ იყო მათთვის ხელმისაწვდომი.

შემოსავლების სამსახურის მიერ დასახული, ახალი, საკომუნიკაციო სისტემის მიზანია, გადასახადის გადამხდელს მიეწოდოს საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე პროცესებზე მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ხელი შეეწყოს გადამხდელთათვის მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული საინფორმაციო გარემოს შექმნას.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, გამოქვეყნდება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული შიდა ინსტრუქცია და მეთოდური მითითება, აგრეთვე სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულებები.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიდან და საკანონმდებლო მაცნედან მიღებული ინფორმაციის საშუალებით გადამხდელს შეუძლია საგადასახადო და საბაჟო მომსახურების ცენტრებში მისვლის გარეშე გაეცნოს მისთვის საინტერესო ინფორმაციას.

"ჯი–ეიჩ–ენი"

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
გამოკითხვა
თქვენი აზრით, რა არის ნომერ პირველი პრობლემა?
  
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-11-17
visitor 40 561
visit 51 697
page 81 366
2014-11-18
  6 321
  6 769
  10 011