რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
ციტ­რუ­სის სე­ზო­ნი 2014 და პრობ­ლე­მე­ბი. სა­ხელ­მ­წი­ფო სუბ­სი­დი­რე­ბის გა­რე­შე ექ­ს­პორ­ტი არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა.
რა ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ 22 წლის გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი,­რო­მელ­მაც სი­ცოც­ხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა
სუ­პერ­მარ­კეტ „სმარ­ტ­ში“ გერ­მა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი და­იწ­ყო
უკ­რა­ი­ნუ­ლი წამ­ყ­ვა­ნი სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბი და მწარ­მო­ებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
ნატო საქართველოს: გმადლობთ თქვენი სამსახურისთვის, მაგრამ…

11:43 03.10.2010
[EURASIANETIANET.org]
როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ ავღანეთში საქართველომ მისი პირველი ჯარისკაცი დაკარგა, გაჩნდა კითხვა, ხომ არ დაკარგავდა ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. ახლა, როგორც ამას EurasiaNet–ის კორესპონდენტი გიორგი ლომსაძე იუწყება, საქართველომ კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაკარგა, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდნენ.  

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდრეს ფოგ რასმუსენთან ერთად, რომელიც სწორედ იმ დროს თბილისს ესტუმრა და ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ როგორი სამსახური გაუწია ჯარისკაცების დაღუპვამ საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს:  

„გუშინ ღამით ჩვენ ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დათო ცეცხლაძის, კაპრალების გიორგი კოლხიტაშვილის და ნუგზარ კალანდაძის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ.
ჯარისკაცობა ძალიან საპატიო, მაგრამ იმავდროულად ძალიან სახიფათო პროფესიაა.

ეს არის პროფესია, რომელიც უდიდეს ერთგულებას და თავგანწირვას მოითხოვს.  

ქართველი მეომრები ტრადიციულად ბევრ ქვეყანაში იბრძოდნენ, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში.  

ჩვენი მეომრები ხელმძღვანელობდნენ ძველი სპარსეთის, ოსმალთა იმპერიის, ეგვიპტის და რუსეთის არმიებს…

დიდი შეცდომა იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ სახელმწიფოს ინტერესები საქართველოს საზღვრებთან მთავრდება, მაშინ როდესაც ჩვენს წინააღმდეგ გლობალური პოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული.

ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ინტერესები და გვყავს მოკავშირეები და მეგობრები. ის ფაქტი, რომ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა ამ შენობის თავზეა აღმართული, ასევე ის, რომ საქართველო წარმატებით ვითარდება როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ჩვენი საერთაშორისო კავშირების, ჩვენი მეგობრების, ჩვენი საერთო ინტერესების დამსახურებაა“.

მოგვიანებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია.  

თუმცა ერთმა ჟურნალისტმა რასმუსენს მკვეთრი კითხვა დაუსვა –ავღანეთის მისია საქართველოს ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებაში უნდა დაეხმაროს, ეს მართლაც ასეა თუ არა? 

რასმუსენმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა… 

„ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენ ახლა განაცხადეთ, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ძალიან მაღალი ფასი გაიღეს და ეს მსხვერპლი ამაოდ არ ჩაივლის. ქართული საზოგადოების აზრით ეს არის საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანებისთვის გადახდილი ფასი. ფიქრობთ თუ არა, რომ ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, 2008 წლის ომის შემდეგ შეიცვალა? მე მესმის, რომ თქვენ ვერ გვეტყვით საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვერანაირ ზუსტ თარიღს, მაგრამ იქნებ უფრო კონკრეტული რამ გვითხრათ პორტუგალიაში ნატოს სამიტის წინ. დიდი მადლობა…

ანდრეს ფოგ რასმუსენი: პირველ რიგში მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ავღანეთში ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვიმყოფებით საკუთარი უსაფრთხოებისთვის, რათა დავიცვათ ავღანეთი იმისგან, რომ ის კვლავ ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფარად არ გადაიქცეს. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ბრძოლა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ, ზოგიერთ ჩვენს ჯარისკაცს ძალიან მაღალ ფასად უჯდება. ჩემი ხედვა ასეთია. 

რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს. ვფიქრობ, ნატოს სამიტი ლისაბონში ხელახლა დაადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომელიც ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე დავიკავეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როდესაც ის სრულად დააკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს. ამ ეტაპზე საქართველო–ნატოს კომისიის ფარგლებში პოზიტიური თანამშრომლობა გრძელდება“.

იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს საქართველო ავღანეთში, მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორია.  

თუკი მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, ქართველებს შესაძლოა სულ უფრო და უფრო აქტიურად გაუჩნდეთ კითხვა: რა არის ამ ომში კარგი?

[foreignpress.ge]


ბეჭდვა  
კომენტარები:
გურამ სანადირაძე2010-10-03 12:32:43
საქართველოს ნატოში გაერთიანების პერსპექტივა მანამდე იქნება ძალიან შორი, სანამ არ გაირკვევა განდგომილ ტერიტორიათა ბედი. ან უნდა დამოუკიდებლად მოვაგვაროთ ურთიერთობა ეთნოტერიტორიებთან (რასაც ამჟამინდელი ჩვენი ხელისუფლება ვერ გააკეთებს), ან უნდა ვაღიაროთ მათი სეპარაცია და უარი ვთქვათ მათზე. სხვათა შორის, ვაშინგტონის მხრიდან მიშას ხელისუფლებაში დარჩენაზე დაყაბულების ერთ-ერთი (თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი) ვარიანტი ესეც არის. იმიტომ ხომ არ არის, ჩვენი პრეზიდენტი ასე დაჟინებით რომ უთვლის მოსკოვს მოლაპარაკებების დაწყებას ყოველგვარი პირობების გარეშე? სხვათა შორის, საქართველოს მდგომარეობა ძალიან წააგავს სერბიისას - იქაც, სერბიის ევროკავშირში გაერთიანება პირდაპირ არის დამოკიდებული კოსოვოს აღიარებაზე. იქაც, ისევე, როგორც ჩვენთან,ამ პირობას პირდაპირ არ ეუბნებიან (პირიქით, სიტყვით ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის პრინციპის დამცველები არიან), მაგრამ გამგებმა უნდა გაიგოს და გააკეთოს. შევარდნაძემ კი გაიგო, მაგრამ არ გააკეთა და პარტიის გაგრძელება მიშას გადაულოცა. მიშას უფრო ეძნელება სკამის დატოვება, თანაც თითქმის არა აქვს მანევრის თავისუფლება. ამიტომაც, ალბათ ბოლოს და ბოლოს გასაკეთებელს გააკეთებს და ერთხანს გაიგრძელებს კიდეც ხელისუფლებაში ყოფნას. ამ დროს კი, ჩვენი ოპოზიცია (რასაკვირველია, თუ კი ასეთი რამ არსებობს ბუნებაში), ტყემალზე ზის.

სკვო2010-10-03 13:06:18
ჩვენი ოპოზიცია (რასაკვირველია, თუ კი ასეთი რამ არსებობს ბუნებაში), ტყემალზე ზის.

საქმეც მაგაშია, სამწუხაროდ. არ ვარ არც "პრო" არც "კონტრა", მაგრამ ოპოზიციამ მაგრად ჩაისვარა. თავის დროზე ალასანიას მივეცი ხმა (ამაოდ), და რა ხდება? მიშისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ასეთმა ოპოზიციამ მაიძულა, რომ გავხდე ამ მთავრობის მომხრე. ასეა თუ ისეა - ფილოსოფიურად ვუდგები ამ საკითხს, გამომდინარე საკუთარი მსოფლმხედვემობიდან. ანუ - ჩინელებს რომ აქვთ წყევლა "გისურვებთ ცცვლილებების დროს გეცხოვროთ" ძალაშია, როგორც ვატყობ.ოპოზიცია იმპოტენტია დღეს-დღეობით, ნატოშიც ვერ შევალთ (მაკედონია და ალბანეთი არაფრით აკმაყოფილებენ სტანდარტებს, მაგრამ, მიიღეს. დიდი რუსეთი და ამბები - გაზი/ნავთობი)არადა კაი იქნებოდა... აღარ ვინერვიულებდი 5 წლიოს შვილზე რუსების მორიგი (ჰიპოთეტური) შეტევის დროს...

რას ვიფოქრებდი, არადა...

მარი2010-10-03 13:22:06
სკვოს.
თუ ასეთი ჭკვიანი და ძლიერი ხართ წადით ამ ომში ჩვენი შვილების ნაცვლად. სასაცილოა ეს ყველაფერი მწარედ სატირალი რომ არ იყოს.

დავით2010-10-03 13:22:37
სავსებით გეთანხმებით. სააკაშვილი არც ისეთი გულუბრყვილოა - მშვენივრად იცოდა რასაც აკეთებდა როდესაც ჩეინის,ბუშის და კონდოლიზას დავალებას ასრულებდა სამხრეთ ოსეთში შეჭრით,(თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საერთაშორისო სამართალი უხეშად დაარღვია დაგომისის და მოსკოვის ხელშეკრულებების უგულვებელყოფით...) ნატო კიდე ნუ გვაბოლებს - იმიტომ არ გვეშვება, რომ სიტუაციას აკონტროლებს ასე თუ ისე, უბრალოდ რუსეთს ებრძვის - უნდა რომ შეგვათრიოს თავის რიგებში ისიც დამადლებულად... თურქეთი გაიხსენეთ როგორ გაწევრიანდა სასწრაფოდ 1951-ში...:) აქ საქმე სხვა ფაქტორთან გვაქვს, ნატომ და მისმა მთავარმა ქობინმა აშშ-მ მშვენივრად იციან, რომ სააკაშვილს არ აღიარებინებენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რადგან მათი გეგმები გაიშიფრება ამ ეტაპზე, ამიტომ ამას გააკეთებინებენ მაგალითად ალასანიას... აი 50-60 წლის მერე დაიწყებენ მუშაობას ჩრდილოეთ კავაკსიაზე, აფხაზეთიან სამხრეთ ოსეთიანად, ისიც თუ გამოუვიდათ... საქმე ისაა, რომ წისქვილი შესაძლოა დიამეტრალურად სხვაგვარად დატრიალდეს რაც ისტორიას ჩვევია...გაიხსენეთ პოცდამი 1945-ში, სტალინი საბჭოთა კავშირის საზღვრების გაფართოებას ცდილობდა ტაო-კლარჯეთის და სასავლეთ სომხეთის ხარჯზე, თუმცა კლემენს ეტლი და ჰარი ტრუმენი კატეგორიული წინააღმდეგები წავიდნენ - შედეგად ეს ტერიტორიები დღეს თურქულია და გაუცხოებული(მათ სულ არ ადარდებდათ, რომ იქ ეთნიკური ქართველები და სომხები ცხოვრობდნენ და ეს ძირძველი ქართული და სომხური ტერიტორიები იყო) იგივე მოხდება ახლაც - აფხაზეთი უკვე გაუცხოებულია და დაიწყო სამხრეთ ოსეთის გაუცხოების პროცესი...

დავით2010-10-03 13:31:19
სკვო

დღეს მთელი ქართული "ოპოზიცია" არულებს აშშ საელჩოს დირექტივებს მორჩილად და გულუბრყვილოა მათზე საუბარი საერთოდ...:) რაც შეეხება ნატოში შესვლას თურქეთის მაგალითი ტყუილად არ მომიყვანია... ნატო ხვალვე შეგვათრევდა თავის რიგებში რუსეთი რომ არ გვესაზღვრებოდეს, ამიტომ იგონებს ათას მიზეზებს და ინსტიტუციონალურ ბარიერებს, რაც წმინდა დიპლომატიური ხრიკია და სამანევრე მიზეზი რუსეთთან მიმართებაში... როგორც კი რუსეთი იგრძნობს რომ ნატო აპირებს დაჩქარებულად (თუნდაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე)დარჩენილი საქართველოთი თავის არეალის გაფართოებას, ის მაშინვე ააფეთქებს ჯავახეთს და ქვემო ქართლს, ამისათვის მას აქვს ბერკეტები სომხეთის და აზერბაიჯანის წინააღმდეგაც რომ მათ გაწნეხონ საქართველო ხელისუფლება ამ მიმართულებებით - ეს კი ნატოში ძალიან კარგათ ესმით და ამიტომ მუშაობენ რუსეთის სხვა სფეროებში შესუსტებაზე რაც ასევე დროს მოითხოვს...:)

შალვა2010-10-03 14:59:57
დავით - მაგარი დებილი ვინმე ხარ, სომხური დიასპორის შემოგზავნილი ანტიქართველი, უსინდისო, გაუნათლებელი. საკუთარი დაწერილის თუ გჯერავს შე ახვარო შენა?ყველგან შენი დაპოსტილი როგორაა ა? სასაცილოდ ხარ აგდებული შენ კრეტინის ნაშიერო, წადი სომხურ ფორუმებზე დაწერე შენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მონაბოდვები. მოგენახება პატრონი და გასწავლაინ ჭკუას, ამის იმედი მართლა მაქვს, შე მაიმუნო შენა.

დავით2010-10-03 16:53:42
შალვა

ტუტუცი ხარ, თავხედი და აზრზე არ ხარ არც პოლიტიკის და არც ისტორიის ქარაქუცა ხარ გეტყობა...ახვარი არის მამაშენი იმის გამო რომ ასეთი თავხდი გაუზრდიხარ...ყველა ანტიქართველის და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნის გამზრდელს ეკლიანი იავარდი გამზრდელს და დამბრალებლისაც კიდევ!...

2010-10-03 17:08:08
შალვა
რა დაწერა ამჟამად მიუღებელი? იქნებ დაასაბუთო? ერთადერთი საკითხია, რომელზეც არ ვეკამათები დავითს. თუ ვინმე ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, აზრების გადმოლაგებამდე, სჯობს იკითხოს ბევრი......................

დაური2010-10-03 18:05:20
ნატო-ში არ მიგვიღებენ სანამ რუსეთი არ დასუსტდება, მერე კი ღირს ნატო-ში შესვლა? სამაჩაბლო და აფხაზეთი უკვე დაკარგულია, ჩვენ ვეცადოთ, რომ კიდევ არ დავკარგოთ ტერიტოიები (ჯავახეთი, ქვემო ქართლი, თრუსოს ხეობა, ენგურს იქითა ტერიტორიები.... ამისათვის საჭიროა გამრავლება და ჩვენი ტერიტორიების ათვისება ქართველების მიერ.

დიმიტრი2010-10-03 19:26:43
სკვო-ს ინდიელ ქალს!
სამწუხაროა, მაგრამ თქვენი აზროვნება არაფრით განსხვავდება მონის ფსიქოლოგიიდან! რაც არ უნდა თავი თანამეროვე და თავისუფალი აზროვნების გეგონოთ, თქვენ სწორედ რომ მონის ფსიქოლოგიით აზროვნებთ. თქვენც როგორც საქაართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ფიქრობთ, რომ თქვენ მიტინგზე სხვისი გულისთვის დადიხართ. თქვენი პირადი უფლებების დაცვა ევალება ან მთავრობას ან ოპოზიციას ან ამერიკას ან კიდევ სხვას, ოღონდ თქვენ პირადად არა. ვიღაც უნდა იყოს აუცილებლად, ვინც უნდა იზრუნოს თქვენს უფლებებზე და თუ ამას ვერ გააკეთებს კარგად ის თქვენი მტერია. ასე მონური ფსიქოლოგიის ადამიანები აზროვნებენ. მაპატიეთ! ნუ განაწყენდებით თუ შეიძლება. ოპოზიციის სისუსტე საზოგადოების კოლონიალური აზროვნების შედეგია, ხოლო საზოგადოების ასეთი მენტალიტეტი ოპოზიციის ბრალია დიდწილად. საუბედუროდ ეს ჩაკეტილი წრეა. 20 წლის საპროტესტო გამოცდილებამ ვერ აწავლა ოპოზიციას, როგორ აუხსნას ხალხს, რომ საკუთარი უფლებების დაცვა უპირველესად მისი საქმეა და არა ოპოზიციის რომელიმე ლიდერის ვალდებულება. ისინი უბრალოდ თქვენი ნების გასახლმწიფოებრიობას უნდა შეეცადნონ და თუ ამას ვერ გააკთებენ კარგად, მაშინ ისინი ვერ იქნებიან მომავალში ხეისუფლებაში თქვენივე არჩევანით. მიშა ასეთი იმიტომ არის, რომ ჩვენ შევქმენით იგი ასეთად ჩვენივე მენტალიტეტით

დიმიტრი2010-10-03 19:40:40
რასმუსენი ჩამოვიდა დახმარების მისაღებად და ეს დახმარება მან მიიღო ისე,რომ სანაცვლოდ მიშას ხელისუფლებაში ყოფნის მხარდაჭერის გარდა არაფერი გაუცია ქართული სახელმწიფოსთვის. საქართველოში შეიქმნება ორი სამხედრო ბაზა. უფრო სავარაუდოა, რომ ეს ამერიკული ბაზები იყოს და არა ნატოსი. ეს ბაზები უზრუნველყოფენ საჰაერო კორიდორის უსაფრთხოებას ავღანეთის მომამარგებისათვის. მას შემდეგ რაც პაკისტანმა ტორხამის კორიდორი ჩაკეტა და ყირგიზეთის მანასის ბაზადიდი ლბატობით საბოლოოდ დაიხურება 2011 წლის ბოლოს, საქართველო_აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე მართლაც ჰაერივით საჭიროა ავღანური ანტიტერორისტული ოპერაციისთვის. ამის გარდა დარწმუნებული იყავით, რომ რამდენიმე თვეში კიდევ დამატებით გაიგზავნება ჩვენი საჯარისო ნაწილები ავღანეთში.როგორც საბჭოთა კავშირის დროს იტყოდნენ, ~ტვირთი ორასი~ კიდევ ბევრჯერ გამოიგზავნება ავღანეთიდან. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, დაანებეთ თავი ილუზიებს და ფუჭ ოცნებებს. ამ დიდ თამაშში საქართველო განიხილება არა როგორც სახელმწიფო, არამედ როგორც გეოგრაფიული ლანდშაფტი. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ გაისად მეორე ბერლინის კედელს მივიღებთ ლამისყანასთან. და ეს ყველაფერი ჩვენი ბრალი იქნება და არა ამერიკელების ან რუსების. ეს ჩვენ ვაძლევთ უფლებას მიშას აკეთოს ის რასაც აკეთებს ყოველდღიურად.

ivane2010-10-03 20:07:13
vici axla camova ginebis korianteli magram mainc getkvit:
ra genatovbat,naxevari kvekana dakarget da veraperi gagigiat.
utvino da gautvleli politikis gamo kvela Sakartvelos mterma xeli moitbo da micebi cagvartves.
riti ver xvdebit rom Sakartvelos saxelmtsipoebrioba realuri saprtxis kvesh dgas,an ra garantiaa rom tavzexelagebuli rusiss jari Sakartvelos kvlav ar shemoutevs?
tu ggoniat rom iankebi gulmkerdgadagledjilebi gamoiktsevian chvens dasaxmareblat.
dgevandeli kursi damgupvelia Sakartvelostvis.

დაავით2010-10-03 22:16:57
დიმიტრი წერს ჭეშმარიტებას. ივანეს კი ვეთანხმები იმაში, რომ დღევანდელი კურსი დამღუპველია საქართველოსთვის...

ქუთაისელი2010-10-03 22:28:05
დავით!
დავითი ხარ, დაუდი,დევიდი თუ რაღაც ჯანდაბა,შე სომხის ნაბუშარო, თუ მოგაგენი, გაწყევლინებ თავ-ბედს.

გიორგი2010-10-03 22:40:02
რადროს ერტმანეტის ლანდხვაა სამდიმარი უტხრატ დახუპული ბიჯების ოჯახებს. ხმერტს ვტხოვოტ დაიფაროს ყველა ის სამხედრო რომლებიც იქარიან.გვიყვარდეს ერტმანეტი და პატივი ვცეტ ერტმანეტის აზრს.

2010-10-03 23:19:19
რაში გვჭირდება ნატო?

2010-10-03 23:20:09
იცის ვინმემ პასუხი კითხვაზე, რაში გვჭირდება ნატო?

თამთა2010-10-03 23:35:48
ქართველებო ჩვენ ვართ ერთნი საქართველოსთვის. რაც შეეხებათ სხვებს, მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს კულტურას, კანონებს, ტერიტორიულ ერთიანობას და ა. შ. თუმცა, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი რომ სამეზობლო გვყავს ძალიან ცუდი და სულ ცდილობენ რაიმე წაგვართვან და ამის ბრწყინვალე მაგალითია რუსეთის იმპერია. საქართველოს გაერთიანება არის ყოველთვის ოდესმე უალტერნატივო. რაც შეეხება ნატოს, ნატო თამაშობს ორმაგ თამაშს და ეს იმას მოწმობს რომ ნატოს ეშინია რუსეთის იმპერიის, თუმცა ჩვენ რა დავაშავეთ კრიმინალების ხელში... საქართველო გაბრწყინდება

დავით2010-10-03 23:52:32
ქუთაისელი

დავით2010-10-03 23:55:29
ქუთაისელი

შიგ აკვანიაში უნდა გაყლაპოს კაცმა...შენ ისეთი ქუთაისელი ჩანხარ, გოდოგნიდან და მექვენადან რომ ჩამოხვედი,საფიჩხია-ბალახვანში შემთხვევით გაიარე და თავი კიტრი გგონია... ნაბუშარი რომ ხარ თავად გეტყობა

ა.სანდუხაძე2010-10-04 01:09:22
ამბობენ, ჭეშმარიტება კამათში იბადებაო, სრული ჭეშმარიტებაა, საღი კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მეტად საშური საქმეა და ერთურთის ლანძღვა.

ახალს ვერაფერს ვიტყვი, არფ ფილოსოფოსი ვარ და არც პოლიტიკოსი, ერთი უბრალო ქართველი ვარ, რომელსაც სამშობლო სტკივა, მით უმეტეს როცა ის ყოფნა-არყოფნის შორისაა გახიდული და საშველი არსაით სჩანს.

ორი საუკუნა, რაც ქვეყანას დაკარგული აქვს დამოუკიდებლობა, ორი საუკუნე რამდენ თაობას მოითვლის, ორასი წლის მანძილზე დამპყრობელი ხომ ჩენს გადაგვარებას, მონად ქცევას სცდილობდა, მონობაში დაბადებულსა და აღზრდილ თაობას წართმეული აქვს ჭეშმარიტების ამოცნობის, ხალასი აზროვნებისა და შესაბამისი ქმედების უნარი.

დღეს ვდავობთ - ოპოზიცია სჯობს ხელისუფლებას თუ ხელისუფლებას ოპოზიციას. შევიდეთ თუ არა ნატოში, დაგვიბრუნებს თუ არა ნატო დაკარგულ ტერიტორიებსა და ასე შემდეგ...

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი წამალი და საშუალებაა კათარზისი. როგორც სჩანს ამ საშური და აუცილებელი საქმისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა საუკუნის დასაწყისის სამწლოვანი დამოუკიდებლობა და ოთმოციანი წლების ბოლო წლები.
საუკუნის დასაწყისში ილიას დავახალეთ ბერდენკა, საუკუნის დასაწყისში კი დემოკრატიულ რევოლუციებს წავაკალით საქართველო.

გვერდი ავუარეთ უმთავრესს - ქრისტეს გზას და დღეს კი მოთქმა - გოდებაში ვართ, აქეთ ხელისუფლებას ვამუნათებთ და იქით ოპოზიციას.
ეს ორთავენი კი ნიკო ნიკოლაძის სიტვებით რომ ვთქვათ - კამეჩის ფუნაზე (უკაცრავად)გადავლილი ურმის თვალის მიერ არათანაბრად გაყოფილი მასაა.

კარგად დავფიქრდეთ, რომელი ვართ ამ მთავრობაზე უკეთესი, ან რომელი ვჯობივართ ამ ოპოზიციას?
ჩვენ რომ მათზე უკეთესნი ვიყოთ ამდენხანს რომელი ნორმალური, ზნესრული, თავმოყვარე საზოგადოება აიტანდა ან მიშას შანტრაბას ან კიდე გრეჩეხას მარაქას?
მეგობრებო ჩვენ გვაკამათებენ, გვალანძღინებენ ერთმანეთს, ამასობაში კი ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ - საქართველოს ძირკვავენ ფესვიანად ამ დედამიწიდან, ჩვენ იკი ნატო გვინდა არგვინდას ძახილში გვავიწყდება წმიდა ილიას ლელეთ ღუნია - "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს!".

აკაკი შანიძე
ქართული ეროვნული ჰიმნი
(ალიფაშას ხმაზე)


აბა ფხიზლად ქართველებო,
მივჰყვ

ა.სანდუხაძე2010-10-04 01:10:20
აკაკი შანიძე
ქართული ეროვნული ჰიმნი
(ალიფაშას ხმაზე)


აბა ფხიზლად ქართველებო,
მივჰყვეთ მამა-პაპათ კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ,
ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ
ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს
და ნუ ვაღებთ დარიალსა!

მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ
ჩვენი ქვეყნის მთა და ველი,
მზით დამწვარი ჰიჯაზელი,
გაყინული ჩრდილოელი,
სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი,
ბერძენი თუ რომაელი,
ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა
ყველა მაშრიყ-მაღრიბელი.

იყო დრო , რომ მმართველობა,
სამართალი გვქონდა სხვისი,
ბაღდათსა თუ ყარაყორუმს გზები
გვედო ათას დღისი.
მტრისგან ბევრჯერ დარბეულა
ტფილისი და ქუთაისი,
იმედს მაინც არ ვკარგავდით
- სული გვახლდა შოთაისი.

სად არ დგმულა ჩვენი ფეხი?
სისხლი სად არ დაგვიღვრია?
ერანს, თურანს, ავღანისტანს-
ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.
ფიცხელ ომში გაკვირვებულთ
ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია,
ჩვენის სისხლით შეღებილი
ვისლა დღესაც არის მღვრია.

ოთხი დიდი სახლმწიფო
მოგვიჭამ-დაგვიცვეთია:
სადღა არის ძველი რომი, ან
ძლიერი სპარსეთია?
არაბების ძლიერება, ამბობენ,
დღეს ზღვის წვეთია.
ვის ახსოვან მონღოლები?
სხვების ბედიც აგეთია!

ამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია
როგორც ერსა.
მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ,
მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.
უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ
ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.
გვიმღერნია, კვლავაც ვიმღერთ
ჩვენს ტკბილ მრავალ-ჟამიერსა.

სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და
რიონ-მტკვარი.
სანამ თავზე მცველად გვადგას
ცივ- გომბორი,ლიხ-მყინვარი,
არ მომკვდარა,არც მოკვდება
საქართველო მოცინარი,
მეტად აღარ შემცირდება მისი
სივრცე, მისი მზღვარი.

აბა ფხიზლად ქართველებო,
მივჰყვეთ მამა-პაპათ კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ,
ცავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ
ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს
ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!

5 დეკემბერი, 1917 წ. დედაქალაქი.

ბიჭკო2010-10-04 01:19:09
ერთი უკაცრავად, ნატო კარგად იყოს და აქვე გვერდით, ერთი სტატიის კომენტარებში საინტერესო დისკუსიას მივაგენი ღამის ქოთნისა და მისი გარეთ გაქნევის თაობაზე. მგონი უნდა წავიკითხეოთ და ვიმჯელოთ მაგაზე. კომენტარი ახლავს პრესა გე-ს სტატიას: მსოფლიოს უახლესი წესრიგი (ბოლოსკენაა კომენტარებში)

ბიჭიკო2010-10-04 01:26:23
ციტატას მოგიტანთ, რომ თავად დაინახოთ რას ეხება საკითხი. ერთი მხარე კამათობს, რომ ღამის ქოთანი, მას მერე რაც მოისაქმებ, ჩრდილოეთით უნდა გაიქნიო. ამაზე ვინმე რუსიკო, რომელიც საპირისპირო პოზიციაზეა, პასუხობს: " რა ხდება? კუკუნები და პისუკებიც ამერიკული ინსტრუქციით უნდა მოვითავოთ? აბა "მოიქნიეთ ჩრდილოეთით" რა შუაშია!
მე პირადად რუსული წარმოების ქოთანს ვხმარობ და იმას სულ სხვანაირი ინსტრუქციები მოჰყვება. ვკითხულობ: "როგორც კი მოითავებთ, ჩააბარეთ ამერიკის საკონსულოში" ... გაგრძელება: "ერთი კვირის შემდე მიიღებთ შეტყობინებას თქვენი სტატუსის შესახებ...". "სტატუსი" არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს უფრო სანდო ინსტრუქცია ჩანს აშკარად."
დამერწმუნებით, რომ ფრიად მნიშვნელოვანი თემაა და სერიოზულობითაც უნდა მოვეკიდოთ. ნატოსთან უშუალო კავშირშიც ცხადია.

2010-10-04 01:44:54
საოცარი ფენომენია,როგორც კი ვინმე სიმართლეს იტყვის მიშიკოს "ნაომარ-ნაგმირალზე" "ოჰოჰო პატრიოტების" გრიგალისებურ რისხვას აწყდება... ან ის რად გიკვირთ მოქ.კავშირის ბარტყები-პოზიციან ოპოზიციანად იმათ რომ უმტკიცებენ ერთგულებას ვისი პოზიციაც გადამწყვეტია ხელისუფლების მომავლისათვის??? ნატო რაში გვჭირდებაო კითხულობდნენ აქ და შევეცდები, იქნებ გიპასუხოთ - ჯერ ერთი დანგიდუნიაზე დემოკრატიაა დასამყარებელი და სიკეთის და ამერიკის წინაშე,ჩვენც უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა.მეორეც,პატივცემულმა თამთამ თქვა უკვე,სამეზობლო გვყაავსო ცუდიო ბატონო, სულ გვეჩხუბებიანო,ხოდა იმ ცუდი მეზობლების ჯინაზე და თვალის დასაბრმავებლად უნდა გავნატოვდეთ. მარა მეზობლებს ბოლომდე რომ დავუბნელოთ თვალი ჩვენი ტერიტორია სუფთა ქართული უნდა დარჩეს და ამისთვის სომხებით დასახლებული ჯავახეთის გაშვებაც მოგვიწევს,ნატოს მადლი მათზეც რომ არ გადავიდეს. მერე ღმერთსა და ამერიკას დავუჩოქებთ ლოცვით შევთხოვთ და მიგვიღებეეენ.აი მაშინ დაიწყება და რა დაიწყება საქართველოშიი...მინიმუმ ორ სამხედრო ბაზას გააშვანშვალებენ აქ ნატოელები და ბევრი, ძალიან ბევრი სამხედრო ჩამოვა.ბაზებს უზარმაზარი და უახლესი ინფრასტრუქტურა ექნება და მომსახურე პერსონალიც ბევრი,ძალიან ბევრი ჩამოვა. ამ ბევრზე ბევრ ხალხს ხელფასი და დასვენება ჭირდება ბატონო და რადგანაც ჩვენს უსაფრთხოებაზე ისინი იზრუნებენ,ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს მათი შრომის დასაფასებლად. არადემოკრატი ქვეყნების რისხვად ვიქცევით და მეზობლებსაც თვალს დავუყენებთ. მთელი ხიბლი ყველარერი ამისი იმაშია,რომ ამ ყველაფრისთვის მათ წინაშე ჩვენ დიდ ვალში ვიქნებით,როგორც ეკონომიურ ისე მორალურ ვალში.

მდოგვი2010-10-04 02:04:05
ბატონებო,
რასმუსენმა ჩვენი ჟურნალისტის არაკორექტულად დასმულ კითხვას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ვადის თაობაზე ძალიან კორექტული პასუხი გასცა:
კი მიგიღებთ პატარ-პატარა კრიტერიუმები დარჩა საქართველოს მთავრობას შესასრულებელიო.
ახლა, რა კრიტერიუმებია
1.ცოტა სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელიო
2.ცოტა ნაკლები ხალხი(ან სულაც არავინ) დაიჭიროთ პოლიტიკური გემოვნების გამოო
3.ცოტა მედიას მოუფონეთ და გაათავისუფლეთო
4.კერძო საკუთრებას ხელს ნუ ახლებთო

და ამ პირობებს თუ შეასრულებთ აბა რა ჯანდაბას ვიზამთ- მიგიღებთო.

ბიჭიკო2010-10-04 03:26:28
კიდევ ერთხელ:

ნატო კარგად იყოს, მაგრამ აქვე გვერდით, ერთ საინტერესო დისკუსიას მივაგენი. კომენტარი ახლავს პრესა გე-ს სტატიას: "მსოფლიოს უახლესი წესრიგი" (ბოლოსკენაა კომენტარებში)
ციტატას მოგიტანთ და თავად დარწმუნდებით, რომ საქმე საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს ეხება. ნატოს საკითხთან უშუალო კავშირშია. საკითხი ესაა: ღამის ქოთანი, მას მერე რაც მოისაქმებ, ჩრდილოეთით უნდა გაიქნიო თუ ერთ საკონსულოში უნდა მიიტანო. ერთი მხარე დგას ჩრდილოეთით გაქნევის პოზიციაზე. ამაზე ვინმე რუსიკო, რომელსაც საპირისპირო პოზიცია აქვს, საკმაოდ საზრისიანად პასუხობს: " რა ხდება? კუკუნები და პისუკებიც ამერიკული ინსტრუქციით უნდა მოვითავოთ? რატომ უნდა მოვიქნიოთ ჩრდილოეთით?
მე პირადად რუსული წარმოების ქოთანს ვხმარობ და იმას სულ სხვანაირი ინსტრუქციები მოჰყვება. ვკითხულობ ინსტრუქციას: "როგორც კი მოითავებთ, დაახურეთ თავი და ჩააბარეთ ამერიკის საკონსულოში" ... გაგრძელება: "ერთი კვირის შემდე მიიღებთ შეტყობინებას თქვენი სტატუსის შესახებ...". "სტატუსი" არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს უფრო სანდო ინსტრუქცია ჩანს აშკარად."

დამერწმუნებით, რომ ფრიად მნიშვნელოვანი თემაა და სერიოზულობითაც უნდა მოვეკიდოთ.

23232010-10-04 06:21:03
ა.სანდუხაძე,დიდი მადლობა ,აკაკი შანიძის ლექსი რამოდენიმეჯერ სულმოუთქმელად წავიკითხე,გაიხარეთ ,თითქოს გუშინ დაუწერიაო ავტორს,,,,

გიორგი2010-10-04 10:12:33
მეგობრებო, მე, უფროსი კაცი მოგიწოდებთ, რომ გამართოთ ჯანსაღი დისკუსია ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის გარეშე. ნუ დავემსგავსებით სიბილწით სავსე რუსულ ფორუმებს. შეურაცხყოფა - ეს ლოგიკისა და საღი არგუმენტების უქონლობის დასტურია. აგრევე მოვუწოდებ მოდერატორს, ნუ მიაგდებს მიმოწერას ბედის ანაბარა და მკაცრად გაფილტროს გზავნილები ეთიკის თვალსაზრისით. ვიყოთ მომთმენი თუნდაც ჩვენთვის ყველაზე მიუღებელი აზრის მიმართაც კი. გმადლობთ.

ქუთაისელი2010-10-04 11:59:49
დავით (თუ გევორქ,თუ ვაზგენ, თუ სურენ, თუ არმენ თუ აღარ ვიცი... ქუნემ ბერანემ).
შენ თუ ორიგინალობის გამომჟღავნებას სომხების(ფუი ეშმაკს) დაუმსახურებელი ქება-დიდებით და გაფეტიშებით და "გაღმერთებით" ცდილობ, არაფერი გამოგივა, ყოველ შემთხვევეაში ქართველებში. ბევრს გიხდიან არაკაცო? რა ღირს მიახლოებით ყველაზე დიდი მტრის მოკავშირეობა ა? გგონია შეგრჩება? მაინც ამოგთხრი. შენ ალბათ ვერ ითვალისწინებ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს, იმდენად ხარ ან შენი ჯიშის(სომხურის,იმიტომ ,რომ შენ ისეთივე ლეჩხუმელი ხარ, როგორიც მე მექვენელი ან გოდოგნელი)ან დამქირავებლის "სიყვარულში" შეჭრილ-გადავარდნილი.რაც არ უნდა იმალო ვერ დაიმალები. განავალი ძველიც და ახალიც ქოთს,ხოლო კაენს მისი ნიშანი სულ თან დაჰყვება.ამ ორი ნიშნის გარდა შენი მოგნების სხვა მეთოდებიც არსებობს.არ არის ქართულ ინტერნეტ სივრცეში ადგილი, შენ რომ არ აბინძურებდე და აქოთებულ კვალს არ ტოვებდე. მაინც ამოგთხრი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
P.S.მაინც ამოგთხრი !!!!!!!!!!!!!!!
შენ მე არ მიცნობ, მე კი უზარმაზარი შესაძლებლობები მაქვს შენი მოძებნის.

დავით2010-10-04 12:29:39
ქუთაისელი

არამზადა ავადმყოფი ხარ, ვინცხა ხარ...:)) რომც მომძებნო ხახვი ყურებზე არ დააჭრა ვინმეს. მე კი ნამდვილად არ შევიწუხებ თავს შენი ძებნით შე დარტყმულო...

დავით2010-10-04 12:48:48
მოდერატორი არ ყავს ამ საიტს?! არ კითხულობს პოსტებს?! რა ესაქმებათ გზააბნეულ და ფსიქოპატ იმბეცილებს ამ საიტზე?!...

ლევანი2010-10-04 13:36:48
ნატოში ინტეგრაცია მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ამიერ კავკასიის სამივე ქვეყნის ერტობლივი სურვილის და მოგვარებული კომფლიკტების შემდეგ.მოგვარებული კომპლიკტების ანუ აფხაზეთან და სამაჩაბლოსთან ერთად ან მაგათ გარეშე.ეს პრინციპი ყარაბაღთან დაკავშირებითაც დაცულია

ქუთაისელი2010-10-04 14:20:09
დავით!(სურენ,კარენ, გევორქ,ფრუნზიკ,მესროპ და.ა.შ.)
ხომ არ შეგეშინდა ა?
ვაჟკაცი არა ხარ შე "ჯიშიანო" ა?
ისე, რომ იცოდე, სუნიან საგნებზე ხელს არ ვისვრი. მართალი შემიძლია, მაგრამ არც მე ვაპირებ შენი "პერსონისთვის" გარჯას.
შენ დიდხანს უნდა იყო.იქნებ ჩაიხრჩო საკუთარ ბოღმაში და ქართველთა სიძულვილში.
ისე მოგეზღვება,როგორც იმსახურებ.მეც მასე მომეზღვება,ანუ როგორც ვიმსახურებ.

2010-10-04 15:10:39
დავით
მეორედ ვცადე შენი დახმარება, მაგრამ არაფერი გამოდის. ის მაინც აგვიხსენი, რატომ გინდა, რომ ქართველებმა თავი სეთურის ყმებად იგრძნონ?!

2010-10-04 15:29:28
ვატყობ სამშობლოს სიყვარული ზოგიერთისთვის სხვების სიძულვილს ნიშნავს...ეტყობა პირდაპირ ნუბელინგებიდან გადმომხტარი "ჯიშიანი" არიელები მსახურობენ მიშიკოს სპეცებში...აფერუმ- ასე უნდა პატრიოტიზმი აბა არააა.

ნუგზარი2010-10-04 18:01:23
სამწუხაროდ უმრავლესობა კომენტარებისა ამ სტატიის თემასთან ახლოსაც არ მიდის. ნატოში მაშინ მიგვიღებენ როდესაც რუსეთი დასუსტდება.როდესაც რუსეთი დასუსტდება, გაძლიერდება ირანი და ისლამური ფუნდამენტალიზმი კავკასიის ორივე მხარეს.რომელთანაც ბრძოლაში ნატო და აშშ არც ისე ძლიერია.აქედან გამომდინარე რამდენად მომგებიანია საქართველოსთვის ნატოში შესვლის ჰიპოთეზა? იქ შესვლით იგივე ირანს და ისლამურ ფუნდამენტალიზმს გადავიკიდებთ. ანუ ვაისთან გაყრის და უისთან შეყრის პერსპექტივა არც ისე მომხიბვლელია.ამას დავამატოთ კავკასიის ორივე მხრის ეთნიკური სიჭრელე და არასტაბილურობა. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური დიალოგის რეჟიმი, ყველა მხარესთან.და ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე იზრუნოს.ამისთვის საკმარისი ფული მოედინება აშშ-დან და ევროკავშირიდან.არც ისეთი სრულყოფილი იდეაა დანარჩენი სხვებმა დაამატეთ

!!!!!!!2010-10-05 01:10:00
ჩვენზე ადრე რუსეთი შევა ნატოში.

Alex2010-10-05 14:07:59
ქალბატონ მაია ნადირაძეს დავესესხები, რომელიც უფრო მომსკდარ კვირტს სიმღერას უმღედა, ვიდრე ფოთოლცვენას!
ვის ეუბნებით უარს? _ ნატოს???

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. თბილისში მგზავრებმა ავტობუსიდან შავკანიანი ახალგაზრდა გადმოაგდეს
2. გამაოგნებელი სანახაობა, რომელიც გრენლანდიაში გადაიღეს (ვიდეო)
3. როგორ დავიკლოთ კვირაში 3 კგ დიეტის გარეშე
4. მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის ცვლილებებია
5. გაერო: ებოლა კონტროლს აღარ ექვემდებარება - ვირუსით კვირაში 10 000 ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებენ
6. უმშვენიერესი გოგონას მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც მალე ჰიტი გახდება
7. ნაყენი, რომელიც მთელი ზამთრის მანძილზე უნდა მიიღოთ სურდოს თავიდან ასაცილებლად
8. სწრაფად გასაკეთებელი უგემრიელესი ტორტი, არაჟნის ჰაეროვანი კრემით
9. ”პატრული პატრული!... სვანი ვარ დედას მოგი...ავ” - ჩხუბი ვარკეთილში (ვიდეო)
10. უნიკალური რეცეპტი - გათავისუფლდით სახსრების ტკივილისგან
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-10-31
visitor 30 488
visit 39 719
page 66 603
2014-11-01
  3 380
  3 556
  5 394