რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
932 გარ­დაც­ვ­ლი­ლი - „ე­ბო­ლას“ ვი­რუ­სი მსოფ­ლი­ოს შე­მაშ­ფო­თებ­ლად უტევს +18
ვის­გან ელო­დე­ბა შა­კი­რა მე­ო­რე შვილს?
29 აგ­ვის­ტო­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დი მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­დე­ბა
რა გან­ც­ხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და­ვით ბაქ­რა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვ­ლამ­დე?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ამინდი
  თბილისი22°-35°
  ქუთაისი19°-32°
  ბათუმი23°-28°
რისკებისა და საფრთხეების შემცველი სააკაშვილის ბრძანებულება!

22:20 11.10.2010

[ნინო მიქიაშვილი]

იმაზე, თუ რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, რომლის თანახმად, 13 ოქტომბრიდან ჩრდილოკავკასიელებს (კერძოდ, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს) უვიზოდ შეეძლებათ საზღვრის გადმოკვეთა და ჩვენს ქვეყანაში 90 დღე დარჩენა, პრესა.გე ესაუბრა ექსპერტს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ირაკლი სესიაშვილს.

 

რას მისცემს ჩვენს ქვეყანას ბრძანებულება, ჩრდილოეთკავკასიელების უვიზოდ შემოსვლის შესახებ?

ირაკლი სესიაშვილი: თითქოსდა პრეზიდენტმა ჰუმანური აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ჩვენი სახელმწიფო ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ერებთან, მოსახლეობასთან; ერთი შეხედვით ცუდი აქტი არ არის, მაგრამ სიღრმისეულად თუ გავაანალიზებთ, ამ ბრძანებულების თანმდევ სერიოზულ რისკებსა და საფრთხეებს დავინახავთ.

 

ეს იმდენად, თუ შეიძლება ასე ითქვას, გულუბრყვილო აქტი ჩანს, რომ უბრალოდ, მთავარ პოლიტიკურ მოტივს ჯერ კიდევ ვერ ვხედავ. ეს რეალურად მართლაც შეიძლება იმისკენ იყოს მიმართული, რომ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც რუსეთის იმპერიალისტურ ხელისუფლებას ებრძვიან, მიეცეთ საშუალება უვიზოდ გადმოკვეთონ საქართველო–რუსეთის საზღვარი, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ბევრ რისკებთან და საფრთხეებთანაა დაკავშირებული.

 

კონკრეტულად, რა საფრთხეებსა და და რისკებს გულისხმობთ?

– თუ რუსეთი დაინახავს, რომ საქართველო ხსნის საზღვარს არაფრის სანაცვლოდ, აგენტურას გზა შეიძლება გაეხსნას (რომ გადმოვიდეს და კონტრდაზვერვა განახორციელოს); ამასთან, ე.წ. ვერბოვკის დიდი საფრთხე იქმნება, რადგან ჩვენი ქვეყნის კავკასიურ ქედთან ახლოს, რუსეთის აგენტურამ ქსელი შეიძლება გააბას და ფულის სანაცვლოდ ჩვენი მოქალაქეები თანამშრომლობაში ჩაითრიოს;

 

აგრეთვე, ცნობილია, რომ ყაზბეგის რაიონის მიმართ, ჩრდილო კავკასიელ ოსებს და ასევე, ცხინვალელ ოსებს, გარკვეული პრეტენზიები აქვთ – ეს შეეხება კერძო საკუთრებას, მიწებს და ასე შემდეგ; ამ აქტის საფუძველზე, ოსები შეიძლება გადმოვიდნენ და გარკვეული კონფლიქტები წარმოიშვას, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ამ მიწების მიმართ პრეტენზია გააჩნია.

 

ამ ბრძანებულების სანაცვლოდ არაფერს ვიღებთ, გარდა იმისა, რომ რისკები და საფრთხეები გვეზრდება; ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ მეტი რესურსი უნდა მიმართოს იმისთვის, რომ აკონტროლოს გადმოსული ადამიანები, რადგან საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც ჩვენს მიმართ მტრულადაა განწყობილი და ცხადია, დამატებითი კონტროლის მექანიზმები დაგვჭირდება, რათა გადმოსულთა შორის  აგენტები არ იყვნენ.

 

თუ ასეა, მაშინ რა ჰქვია ამ მოქმედებას, რატომ იტკიებენ აუტკივარ თავს?

– ხომ გითხარით, ჯერ კიდევ ვერ ჩავწვდი იმ რეალურ მიზეზებს, რის გამოც ჩვენმა პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგა. ამ ბრძანებულების გამოცემის გონივრული საფუძველი შეიძლება არსებობს, მაგრამ მე ვერ ვპოულობ, გარდა იმისა, რომ ვხედავ ამ აქტის თანმდევ და ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო საფრთხეებსა და რისკებს.

ერთი რეალური მიზეზი, რის შესახებაც განმარტება სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრებმა გააკეთეს, არის ის, რომ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს მიეცეთ საშუალება ჩვენს ტერიტორიაზე თავშესაფარი იპოვონ.

 

გარკვეულწილად ესეც საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს, რადგან აგენტურა აქაც თავისუფლად მუშაობს და რთულია გაშიფრო რეალურად ვინ არის თავისუფლებისთვის მებრძოლი და ვინ აგენტურა; ასევე რთული იქნება იმ საინფორმაციო აგრესიის მოგერიება, რაც ამას რუსეთის მხრიდან მოჰყვება, რადგან რუსეთი გააგრძელებს ბრალდებების ღიად წარმოჩინებას, რომ “საქართველო არის ტერორისტების თავშესაფარი“...

 

რას იტყვით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განმარტებაზე, რომ ყველა ჩრდილოეთკავკასიელს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, შეუძლია, უპრობლემოდ ჩამოვიდეს?

– მაშინ მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენ რეალურად გზას ვუხსნით მხოლოდ იმათ, ვინც არის რუსეთის იმპერიის მსხვერპლი. ანუ ჩვენ ვეძებთ ჩვენი მტრის მტერს, რომ ჩვენს მეგობრად გავაფორმოთ.

 

ჩვენ რომ ისეთივე ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ, როგორც რუსეთია, მაშინ ასეთ თამაშს აზრი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ როცა ჩვენ ვართ ჭიანჭველის როლში, რომელიც ექიშპება სპილოს და ამავდროულად, ეძებს სხვა ჭიანჭველებს, იმისთვის რომ ბევრნი იყვნენ, მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ გონივრულ დასკვნამდე, რომ რუსეთთან ურთიერთობისას სხვა ტიპის მოქმედება გვჭირდება.

 

მიუხედავად იმისა რომ 21–ე საუკუნეა და ყველა საერთაშორისო სუბიექტს თანაბარი უფლება აქვს, კარგად გვესმის რომ პრაქტიკაში ამ უფლებების რეალიზება რთულია.  ამიტომ, რუსეთის უბრალოდ გაღიზიანება და “კლეტკებს“ მიღმა მისთვის ჩხვლეტა, საქართველოს მომავალში, რუსებთან ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას უსპობს, რადგან, ზემოხსენებულ ბრძანებულებას რუსეთი აღიქვამს, როგორც ბოროტ ნაბიჯს, რადგან ჩვენ ვცდილობთ რუსეთის მტრები დავიმეგობროთ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
მერაბი2010-10-11 22:41:43
არც ვანო და მისი ხალხი იქნება გულხელდაკრეფილი, რომ ასე ურბალოდ სემოუშვან -გაუშვან ცრდილოკავკასიელები, სწორედაც რომ ამიტ მაოხდენენ ლუსტრაციას თუ ვინ, რითვის შემოდის და რა ზრახევბი აქვს,ღობეზე გადახტომას რა აზრი აქვს თუკი ჭიშკარი ღიაა?თუკი საზღვარზე გადმოსვლა შეიძლება უპრობლემოდ,ესე იგი ვინაც იქედან არ გადმოვიდა ყველა კანონგარეთაა,და ამაში გააზრებულად იქცევა მთავრობა.ამის გარდა თუკი რუსეთი აძლევდა შეღავატებს ოს-აფხაზებს, რატომ საქართველომ ვერ უნდა მისცეს სხვებს?ეს მე მგონი პოლიტიკურადაც გამართლებულია და თანაც იმ მხრით რომ ოკუპირებული ქვეყნის მთავრობა შეგნებულად მიდის კონტაქტზე ხალხთან და არ განარჩევს მათ საზიზღარ ოსება,დ აფხაზებად, ჩერქეზებად და ასე შემდეგ, ეს მითიც დაიმსხვრევა ქართული სახელმწიფო ნაციონალიზმისაც.ვანოს უწყება კი კარგად დაუკვირდება თუ საიდან მოსული ვინ და საით მიდის, რას ჩალიჩობს და რა პრევენციული ზომები მიიღოს.თრუსოს ხეობა კი არც თუ ისე ადვილი საქემა როგორც ამ სულელურ "დარიალს" ჰგონია,ასე ადვილად ვე მობლაყუნდებიან და ვერ დაუწყებენ რაღაც პრეტენზიებსი დაყენებას, მაგისათვის არის ათასნაირი ზემოქმედებისა და პრევენციის საშუალება. ასე რომ ისტერიკაში ნუ გადავვარდებით. ჩვენ კარცაკეტილობა კი არ გვიშველის, როცა კარცაკეტილი ვართ და ფანჯრებიდან მოძვრებიან ან ღობეებიდან, არამედ გახსნილობა და ამ გახსნილობის კონტროლი,ისე როგორც ბევრ ქვეყანაშია ეს.

ზაზა გალელი2010-10-11 22:58:46
ეს ტიპიური მაზოხიზმის გამოვლინებაა

იერემია2010-10-11 22:58:59
ამ ბრძანებულების ცხელ კვალზე და გულზე შეფასება რთული საქმეა. ცხადია, იგი შეიცავს რისკებსაც (ურისკო არც ცხელი ხაჭაპურის ჭამაა, შეიძლება გადაგცდეს), მაგრამ, ამავე დროს, პოზიტიურ ელემენტებსაც. ამაში ვგულისხმობ ჩვენთვის სარატეგიულ რეგიონზე პირდაპირი გასვლის პერსპექტივას. თუმცა, არის ერთი მომენტი, რაზეც მართებულად მიანიშნებს სესიაშვილი--რუსეთს ახალი კოზირი ეძლევა "ტერორისტთა მფარველი" საქართველოს შესახებ დემაგოგიური იერიშის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად.

ლადო2010-10-11 22:59:03
tu amhelas riskulobs eg oheri,qartvelebma ra daahaves stavropolhi vinc chovrobs.Hekrulia memgoni rusebtan/

არლეკინო2010-10-11 23:05:50
ბატონი მერაბის თითქოს გამანეიტრალებელი მოსაზრებების მიუხედავად ბატონი ირაკლის შეხედულებები პრინციპში მაინც უფრო ყურადსაღები მგონია. ასეთი გულუბრყვილო ნაბიჯის საშიში შედეგების პრევენცია ძალიან ძვირიც დაგვიჯდება და ვერც ამ პროცესის მასშტაბს მოვერევით. შედეგები კი მრავალმხრივ უარყოფითი იქნება.ერთი სიტყვით, აუტკივარ თავს ვიტკივებთ.

არლეკინო, 11.10.10.

დავითი2010-10-11 23:13:58
არა ადეკვატური პრეზიდენტის არა ადეკვატური გადაწყვეტილება.

გეორგია2010-10-11 23:25:44
ჩემი აზრით პრეზიდენტის ეს ჟესტი რაღაც საიდუმლო გარიგების შემადგენელი ნაწილია. კარგი იქნებოდა რომ უფრო მეტი არგუმენტები გაეჟღერებინათ თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი. როგორც რუსები იტყვიან "ტიომნაია ლაშადკა"-ს თამაშს ჰგავს. რომლის შედეგებსაც მომავალში გავიგებთ. იმედია მთავრობამ იცის თუ რას აკეთებს. ისე რუსეთზე განაწყენებული ხალხის მოგროვება და მათთვის თავშესაფარის მიცემა რამდენად ეფექტური იქნება ჩვენთვის? ისტორიული გმოცდილება გვეუბნება, რომ რუსეთს რამეს თუ დავუთმობთ, ისინი უფრო მეტს ითხოვენ. მათ სისხლში აქვთ გამჯდარი ღორობა. რაც უფრო ხისტ და საქართველოს სასარგებლო პოლიტიკას გავატარებთ ჩვენთის უკეთესი

ოთო2010-10-11 23:45:15
მეც რაღაც, რაიმე სტრატეგიული სვლა მგონია, რაღაც აქვთ ჩაფიქრებული ჩვენებს, რუსეთიდან არ ყოფილა ასევე ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი, აგვიანებენ, ეტყობა ისინიც დაიბნენ, რატომ შვებიანო.
ვნახოთ დრო გვიჩვენებს თუა ჭკვიანური გადაწყვეტილება.

გ.თავდგირიძე2010-10-11 23:48:01
ვფიქრობ ნორმალური გადაწყვეტილებაა. თუ გვინდა კავკასიის რეგიონში ლიდერის პოზიცია და რუსეთის შევიწროება გარკვეულ რისკებზე უნდა წავიდეთ. ზედმეტი განმარტებები საჭირო არ არის.

მერაბი2010-10-12 00:22:11
გიორგი გამარჯობა
მე უბრალოდ ზედმეტის ჩხაპნა არ მინდოდა, ხოლო ლადომ კი ჩემი სათქმელი სთქვა. კრასნოდარის მხარეს და სტავროპოლის ოლქში ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთს მოქალქე და ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ხშირად ცამოდიოდნენ საქართველოში კეთილი ზრახვებით, თუკი ვიტყვით რომ არაა საქართველოს მოსაზღვრე სტავროპოლის ოლქიო, მაშინ ამას ვერ ვიტყვით კრასნოდარის მხარეზე,რადგან ის პირდაპირ ესაზღვრება ჩვენს "აფხაზეთს" რომლის საზღვრებზეც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ საქმე აქ იმაშია,რომ თუკი ჩვენები იტყვიან- კრასნოდარის მხარესაც ეძლევა უფელბაო, მაშინ უკვე კრასნოდარის მხრაის მაცხოვრებლებს, ვინც ჩვენი ნებართვის გარეშე შევა აფხაზეთში,ვერ მოვსთხოვთ პასუხს, თუ მოვსთხოვთ და თან ვეტყვით-იქ ჩევნი იურისდიქცია დროებიტ არ ვრცელდება, მაგრამ შენ მაინც დედას გიტირებთ იქ რომ იყავიო? აი ესაა რაღაც გაუგებარი.ისე კი კრასნოდარის მხარეში 100 000 მდე არის ქართველი მოსახელობა. რას ფიქრობ მა საკითხზე გიორგი?

კიაზო2010-10-12 00:44:37
გიორგი თავდგირიძე

მართალი ბრძანდებით ბატონო ჩემო. და ეს რომ ესეა, გადახედეთ რუსულ საიტებს, ისტერიკამდე ცოტა დარჩათ. ჩიხური სვლა გააკეთეს ჩვენებმა, ვერც გააპროტესტებ, არც კონტრქმედების შანსი არ გაქვს. საზღვარს ხომ არ ჩაკეტავენ.

ირაკლი2010-10-12 01:26:15
ასპროცენტიანი სწორი გადაწყვეტილებაა, ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტის განცხადებას კავკასიის ფედერაციის შესახებ, სადაც შევიდოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებიც ფანტაზიის სფეროდ მონათლეს,დღეს ეს გეგმა რეალურად დგავს პირველ ნაბიჯებს. კავკასიას უნდა აკონტროლებდნენ კავკასიელები! თბილისი უნდა გახდეს ცენტრი საერთო კავკასიური სახლის ანუ ფედერაციის, ამხელა სივრცე თამარ მეფის შემდეგ 800 წელია არ გვქონია. მაგრამ, ლავროვის განცხადებას ექვსიოდე თვის წინ "კავკასიის რუქა ძირეულად შეიცვლებაო" შეიძლება ამ გეგმის კულისებიდან გაჟღერება იყო,თბილისზე გადის და იკვეთება დასავლეთის, რუსეთის, აზიის და აშშ-ის ინტერესები რისი დათმობასაც არცერთი არ აპირებდა. საინტერესოა რის ხარჯზე შეთანხმდნენ, რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს,მორჩილი კავკასია და გზა სამხრეთით, ამერიკას გზა აზიისკენ, მაძღარ ევროპას "ტრუბა" და მშვიდობა, აზიას დასავლეთის ბაზარი. ქართული პოლიტიკა რომელიც დასავლეთის და აშშს მითითების გარეშე ნაბიჯსაც არ დგავს დამოუკიდებლად, ამ საკითხის შემოქმედი და პიონერი ვერ გახდებოდა (ფანტაზიის დონეზეც კი)თუ არ იქნებოდა დიდი შეთანხმება! შეთანხმებას კი სარგებლის გარეშე არ დებენ, წილი ნაყარია და გაყოფილია, გარანტიებიც მიიღეს, თუ არ ვცდები გაიყვეს "ირანის ნავთობი" თქვენ მეტყვით, კი მაგრამ ხალხი? ეს ეკონომიკური ომია ბატონებო, სულ რამდენიმე მილიარდი ჯდება,ხალხი? ხალხი ამ ფულში შედის! საკითხავია ჩვენ რის ხარჯზე? ცოლის ბოზობას კი ქმარი ყველაზე ბოლოს იგებს ხოლმე.

გუანინი2010-10-12 01:38:55
რა სიბნელეში ხართ, რა უკუნეთში. ნეტავ ტქვენ, ვისაც იმედი გაქვთ, რომ ხელისუფლებამ იცის რას აკეთებს. სიგიჟეა და სხვა არაფერი. რას ამოიჩემეთ ეს ერთიანი კავკაისია? ვინ არის აქ ჩვენი მეგობარი? ჩეჩენი, თუ დაღესტნელი? ოსი თუ ჩერქზი? ან როდის ყოფილა ეს კავკასია ერთიანი? ესეც ამერიკელების შემოგდებული იდეაა. როგორც ზეთი და წყალი არ შეერევა ერთმანეთს, ისე ვერ გახდება კავკასია ერთიანი. ამაზე მეოცნებენი, მიშასავით შლეგები ხართ. ისევ რუსებს აძლევს ხელში კოზირს. აქ დააკავებ ვინმეს და ისევ იტყვიან, ჩვენს მოქალაქეებს აკავებენო. არ დააკავებ და ნახავთ რაც მოგვივა. ხალხო, როდემდე უნდა იშტერებდეთ თავს. ერთი გონივრული პოლიტიკური გადაწყვეტილება მაინც დამისახელეთ ამ ხელისუფლებად წოდებული ვიგინდარების.

ირაკლი2010-10-12 02:13:43
გუანინი.
შენ ვისი მეგობარი ხარ გუანინი, უმეგობრო კაცი უბედურზე უბედურია, უნდა შეგეძლოს მტერიც კი გამოიყენო და თუ შესაძლებელია დაიმეგობრო კიდეც, ისტორიას გადახედე გუანინი, ჩვენს წინაპრებს ერთმანეთის გვერდით უომიათ მტრის წინააღმდეგ, რატომ ხდებოდა ეს? არ გიფიქრია? ძმებიც ვყოფილვართ და ცხვირპირიდან სისხლიც გვიდენია ერთმანეთისთვის, მაგრამ სულ მტრობა დამვღუპველია ყველასთვის.
--მემატიანემ შემოგვინახა უნიკალური მასალა ამის პასუხად. ქართველმა კაცმა რომელმაც ხუთი შვილი დაკარგა ომში, დაბრუნდა თავის კერაზე გადაბუგული დახვდა ყველაფერი და მემატიანემ ამ წაქცეულ და დაქცეულ კაცის სულ ორი სიტყვით ნათქვამი შედევრი შემოგვინახა.
-- კერიაში ცეცხლი დავანთე, ეზოს ჭიშკარი მივაბი, საწნახელი ჩავდგი და სტუმარს ველოდები!
--ჩვენც ამ კაცის დღეში ვართ დღეს.

გიო332010-10-12 02:55:04
რა გარანტია არსებობს, რომ იქიდან პროვოკაციები არ წამოვა, ანუ რუსეთი არ მოგვდებს შარს,რომ ტერორისტებს საზღვრები გავუხსენით

გურანდუხტი2010-10-12 03:11:38
ირაკლი,
დარწმუნებული ვარ მაგ კაცს ვერც მიშათი და ვერც ვანოთი ვერ შეაშინებდი.აფერუმ ძიაკაცს.ბრძენკაცებს სიშტერისა და გონებაჩლუნგობის ეშინიათ. ეხლა მიმითითე ბრძენზე....სტუმარს დაელოდები თუ იცი რომ მასპინძელიც ღირსეული ხარ...ვინძლო აღარც ერთნი არიან და აღარც მეორენი....

დიმიტრი2010-10-12 03:23:28
გიორგი თავდგირიძეს!
თუ ნამდვილად შენ ხარ ძმაო! ჩვენ ვიცნობთ კარგად ერთმანეთს!ნამდვილად არ მინდა სახელის გაშიფრვა. მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხო. პროფესიონალი სამხედრო ხარ და ანალიტიკოსიც. დაზვერვაშიც კარგად ერკვევი. მეგობარო ქვეყნა უვიზო მიმოსვლას ხსნის იმ ქვეყანასთან ვისთანაც საომარ მდგომარეობაშია. ყველა ჩრდილოკავკასიელს პასპორტში უწერია რუსეთის მოქალაქე. ხომ გახსოვს კარაბეინიკოვი ბაგებში საელჩოში რუსული გრუ-ს შეფი რომ იჯდა. ის რომ აქ დაღესტნის პასპორტით შემოვიდეს თავისი ~ტიშინა~თი, მგონი გახსოვს ვინც არიან ხომ? ვინ გააკონტროლებს ამას. რას მელაპარაკები ჩემი მტრის მტერის სოფიზმის ფილოსოფია გინდა გაამართლო კაცო? ეს ნაბიჯი მიშას მხოლოდ იმისთვის სჭირდება რომ იქნებ მოსკოვმა მაინც დაელაპარაკოს. ენგურჰესის მიყიდვა აღარ გამოდის. მგონი უნდა იცოდე იქ იმდენი დასავლური ფული დევს იმის გარანტიით რომ არ გაიყიდება მშსა მას ვეღარ ახერხებს. ყბველა ინვესტიციას კონტრაქტის დარღვევისათვის უკან მოსთხოვენ. ახლა ეს ნაბიჯი მოიფიქრა, ზუსტად იმის მერე, როცა ჰილარი კლინტონმა, მანამდე კი ქეიდენაუმ თბილისში გახსნილად უთხრა( სამწუხაროა ჩვენთან ამას გადაბრუნებულად ხსნიან) რომ გადარჩენის ერადერთი შანსი ნორმალური არჩევნები გაქვსო. მიშა ამით დასავლეთთან ვაჭრობს სწორედ ამიტომ ირანმა დრო იხელთა და ახლა მიშას ფანტასტიკურ შეთავაზებებს უკეთებს ოღონდ ჩემს გვერდით იყავი და ჩემი ინეტერესები ჩადე ქვეყანაშიო. მოიკითხე ვინ იყო ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ჩამოსული ახლო აღმოავლეთიდან რატომ არაფერი იწერება პრესაში

2010-10-12 03:28:16
გიორგი ამდენი ეიძლება არ უნდა მეთქვა მაგრამ საზოგადოებას ამეების თაობაზე ნაკლები ინფორმაცია აქვს თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე. თუმცა საფრთხეების მიმართულებებზე და მის აქტივობაზე წერა ნამდვილად აუცილებელია

ირაკლი2010-10-12 04:06:20
გურანდუხტი
თუკი სიყვარული და კაცობა აღარ არსებობს და ადამიანის სიგიჟე განუკურნავია, მაშინ ერთი გზა რჩება, ბრძენი მოაგროვებდა დინამიტს, ჩადებდა დედამიწის გულში და ააფეთქებდა სამყაროს. დაისვენებდა მსოფლიო სინდისი რომელიც სხვათაშორის არც არსებობს!

გროზნი2010-10-12 04:19:50
მიშა მაგარია ხალხოო. მიშაზე მაგარი კი მისი ტაშსმკვრელები არიან. ასეთ სულელურ გადაწყვეტილებას რომ გამართლებას მუძებნი, მაგარი ხარ აბა რა! თანაც ვანოს არ ძინავს და ვინც გადმოვა ეგრევე გაშიფრავს არა?
კაი ვანო ხხერხემალია, მარა აუტკიებელი თავის ატკივება ასე აუცილებელი რატომაა, ამაზე არ ფირობთ? მიშას რომ ხუშტურები აქვს მარტო იმიტო?

კომბლე2010-10-12 04:31:49
მართალი ხარ გროზნი, მა ვანო უნდა დადევდეეს ბანდიტებსა? კანონმა უნდა სდიოს კანონმა, მაშა! ხოდა რას გირჩევ იცი? კარები მაგრად დაკეტე, ნაგაზი ეზოში გაუშვი, რა იცი რა ხდება კაცოო, ე მანდა ვინმე არ შემოგივარდეს.
-მიშას ხუშტურებიო, მიშასა კიდევა ვინა კითხამს ბალი ათი შაურიაო ჰაა!

ვახტანგი2010-10-12 04:37:19
მეგობრებო, მოგახსენებთ თქვენს მიერ ჩამოთვლილ საფრთხეებზე:
საფრთხე 1. "რუსეთს ახალი კოზირი ეძლევა "ტერორისტთა მფარველი" საქართველოს შესახებ".
აღსანიშნავია, რომ "გამარტივებული სავიზო რეჟიმი ოფიციალურად გახსნილ ყველა სასაზღვრო პუნქტზე გავრცელდება", და არა ცხინვალის და აფხაზეთის არაოფიციალურ საზღვრებზე ან საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთაზე. ნებისმიერი ოფიციალურად გახსნილი საზღვარი რომ გადაკვეთოს რუსეთის მოქალაქემ (მაგ. ლარსის საბაჟო, თბილისის აეროპორტი), ჯერ უნდა გაიაროს საბაჟო კონტროლი თავად რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო ზოგიერთი საზღვრის გადაკვეთისას მესამე ქვეყანაც გამოიაროს (მაგ. წითელი ხიდის შემთხვევაში - აზერბაიჯანი). გაითვალისწინეთ, რომ საუბარია მხოლოდ ლეგალურ გადმოსვლაზე ოფიციალურად გახსნილ საზღვარზე. ამდენად, რუსეთი თავის მიერ ოფიციალურად გამოტარებულ პიროვნებას შემდეგ ტერორისტად ვერ შერაცხავს. თეორიულად ამის შანსი მას დღესაც აქვს და ეს შანსი ახალი კანონით არც იმატებს და არც იკლებს. საზღვარს აქვს ორი მხარე. ამ კანონით მარტივდება მხოლოდ საქართველოს მხარის საზღვრის გადმოკვეთის პროცედურები მოსაზღვრე რეგიონებში მაცხოვრებლების მიმართ. ჩრდილო კავკასიის მაცხოვრებლებს ლარსიდან საქართველოში შემოსასვლელად ამჟამად აქვთ ერთადერთი გზა: საქართველოს ვიზის მისაღებად ჩავიდნენ მოსკოვში და მერე გადმოკვეთონ ლარსი. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მათ მოსკოვში აღარ მოუწევთ ჩასვლა და პირდაპირ გადმოკვეთენ ლარსის გამშვებ პუნქტს. რუსეთს სრული უფლება აქვს (და შეიძლება ასეც მოიქცეს), რომ გაამკაცროს ასეთ მოქალაქეებზე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები. თუმცა, ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება თავად ჩრდილო-კავკასიელ მოსახლეობაში და ასევე საერთაშორისო წრეებში. თანაც, ეს მოქალაქეები აზერბაიჯანის გავლით მაინც შემოვლენ საქართველოში, მაგ. მატარებლით, ავტობუსით ან ჩამოფრინდებიან მინვოდი-ბაქო-თბილისის თვითმფრინავით).
საფრთხე 2. ”რუსულ აგენტურას გზა შეიძლება გაეხსნას, რომ გადმოვიდეს და კონტრდაზვერვა განახორციელოს, ამასთან, ე.წ. ვერბოვკის დიდი საფრთხე იქმნება”.
საფრთხე 3. ”ყაზბეგის რაიონის მიმართ, ჩრდილო კავკასიელ ოსებს და ასევე, ცხინვალელ ოსებს, გარკვეული პრეტენზიები აქვთ” .
ორი

ვახტანგი2010-10-12 04:40:31
საფრთხე 2. ”რუსულ აგენტურას გზა შეიძლება გაეხსნას, რომ გადმოვიდეს და კონტრდაზვერვა განახორციელოს, ამასთან, ე.წ. ვერბოვკის დიდი საფრთხე იქმნება”.
საფრთხე 3. ”ყაზბეგის რაიონის მიმართ, ჩრდილო კავკასიელ ოსებს და ასევე, ცხინვალელ ოსებს, გარკვეული პრეტენზიები აქვთ” .
ორივე ეს საფრთხე იმ დოზით დარჩება, რა დოზითაც დღეს არსებობს. დამეთანხმებით, რომ რუსულ აგენტურას (უბრალო ჩრდილო-კავკასიელი მოქალაქეებისაგან განსხვავებით) მარტივად ხელეწიფება საქართველოში სხვა გამშვები პუნქტებიდან შემოვიდეს, ან მოსკოვში ჩარტყმული ვიზით ლარსზე გადმოვიდეს. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ, რომ რუსეთის საზღვარზე არსებული რაიმე ზღუდე მოვარღვიეთ. პირიქით, თრუსოს ხეობაში სავარაუდოდ დაგვჭირდება დამატებითი კონტროლის მექანიზმები. ამ ამოცანის გადაჭრა კი ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს ამჟამად საკმაოდ მარტივად შეუძლიათ.
თუ რაიმე საფრთხეს კიდევ ხედავთ, ჩამოაყალიბეთ და ვიმსჯელოთ...

კომბლე2010-10-12 04:48:52
ვახტანგი!
---აი კაცი!!!
გენაცვალოს კომბლე ძლივს არ დავწყნარდი მე კიდენა შიშისგანა კარებს ვკეტამდი.

Aრტისტო Metro Art2010-10-12 05:14:12
Pრესა.გე ს

ჟურნალისტური ეთიკიდან გამომდინარე, პრესა.გე ს რედაქციას ვთხოვ აღარ გამოიყენოს ჩემს მიერ შექმნილი Digital Art ის ტიპის სურათები უფასოდ.

ან ზრდილობის გულისთვის ერთი ბოთლი კონიაკი მაინც მიიტანეთ დადიანის 7 ში, გრიგოლ (კობა) რობაქიძეს ჩემი სახელით. გაითვალისწინეთ,უყვარს Hennessy, აგრეთვე "სარაჯიშვილი" ოღონდ კარგი ჩამოსხმა.

პატივისცემით,
Aრტისტო

კომბლე2010-10-12 05:25:13
პრესა.გე ს
ჩემი სურათები რამდენიც გინდათ კომბლით რო ვარ შეგიძლიათ გამოიყენოთ!
არც პივა მინდა არც არაყი, ოღონდა იქნებ ცხვრების პოვნაში დამეხმაროთ.
პატივიცემითა "კომბლე"

2010-10-12 05:27:43
შენი სურათები რა ჯანდაბად უნდა ვინმეს შე ზუნტლიანო შენა.

გაგცეული2010-10-12 05:38:12
კრარტველები გავრბივარტ .რუსეტჰი მილიონი კარტველია ვის ელოდებიტ რუსეტიდან ტკვე მუტრუკებო ტკვენა

potgeo2010-10-12 05:45:38
11/10/10Ситуация в ряде регионов Северного Кавказа очень напряженная. Об этом в интервью радиостанции "Эхо Москвы" заявил глава СКП Александр Бастрыкин. По его словам, органы внутренних дел северокавказских республик: Дагестана, Ингушетии, Кабардино-Балкарии, Чечни "ежедневно несут потери до пяти-шести человек".
"Одновременно идут активные спецоперации спецназа ФСБ и МВД, убивают боевиков. Это едва ли не война", - подчеркнул Бастрыкин. Он также сообщил, что в Ставрополе 30 сентября было предотвращено не два, а три взрыва. По словам главы СКП, первое взрывное устройство было заложено боевиками с целью убить гражданских лиц, второе - следственную группу. "Третье - кто из начальства подъедет или журналисты", - отметил Бастрыкин.

Ранее глава СКП заявлял, что правоохранительные органы Северного Кавказа не справляются с валом бандитизма. "Я думаю, что мы поступаем правильно, посылая на Кавказ наших лучших представителей. Сейчас их там – около 150–160 человек", – сообщил он тогда. При этом Бастрыкин отметил, что за три года своего существования служба потеряла на Северном Кавказе шестерых подчиненных. "Это были люди, которые, невзирая на опасность, до конца выполнили то, что было им положено", – сказал он.

В апреле в Северо-Кавказском федеральном округе была создана постоянно действующая межведомственная оперативная группа по делам антитеррористической направленности. В ее состав включены представители ФСБ, МВД и Следственного комитета при прокуратуре. К сфере компетенции группы отнесены уголовные дела, возбужденные по фактам совершения террористических актов, преступлений, связанных с посягательством на жизнь сотрудников правоохранительных органов, применением насилия в отношении представителей властных структур, а также незаконным оборотом оружия, боеприпасов и взрывчатых веществ", - сообщили в Национальном антитеррористическом комитете.

13 мая президент Дмитрий Медведев потребовал уничтожать террористов, оказывающих сопротивление при задержании. С

gipsy2010-10-12 05:56:59
მე კი მგონია, რომ მიშას მართლაც "დიდი ჩანაფიქრი" აქვს. მტერი შიგნიდან უნდა დაამარცხო. ამიტომ, ხსნის რა საზღვარს, საქართველოს ხელისუფლება ელოდება რუსული რეჟიმით უკმაყოფილო მოსახლეობის შემოდინებას, რომელიც იქეთ გახდება ჩვენი "ვერბოვკის"ობიექტი და მერე უკან შეშვებული აგენტი.90 დღე კარგი ვადაა დასამუშავებლად. თანაც, გახსნილი საზღვარი "სხვა რაღაცეების" ტრანზიტისთვისაც იქნება გამოსადეგი...............

ზვიადი2010-10-12 06:15:07
სესიაშვილი ბრძანებს "ჩვენ უნდა მივიდეთ იმ გონივრულ დასკვნამდე, რომ რუსეთთან ურთიერთობისას სხვა ტიპის მოქმედება გვჭირდება." და როგორია ეს სხვა ტიპი? მრავალი ტიპი მოისინჯა უკვე და არ გაამართლა. ახლა იმ "ტიპის" მიმდინარეობს რომელსაც ჩრდილოკავკასიელებთან დაახლოება ჰქვია. კრიტიკა ადვილია, საქმის კეთება ძნელი. თუ არ მოგწონს რამე შეკაცო, ის მაინც თქვი უკეთესი როგორია. რავა ყველას ბრძენია ამ საქართველოში.

ბიძია-ბაბუა2010-10-12 06:35:23
სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ და რას იტყვიან მოსკოვში ეგ ისედაც გასაგებია,საინტერესოა ვაშინგთონი თუ არის ჩარეული ამ ამბავში და თუ არის რა დონეზე.

potgeo2010-10-12 06:47:26
ზემოთ მოყვანილი რუსულენოვანი ინფორმაციის დადებისას მართლა მაინტერესებდა, რომელიმე ფორუმელი თუ დაინახავდა სტრიქონსმიღმა ბმულებს ბასტრიკინის შეფასებებში და მიხას ამ ახალი
ავანტურული ბრძანებულების გამოცემის დროულობასა და მიზანში, ანუ დროის ამ მონაკვეთში სამი მოთამაშიდან (რუსეთი, ჩრდ.კავკასიის რესპუბლიკები, საქართველო) ვინ ღებულობს მეტ სარგე-
ბელს, ვისთვის მატულობს სამომავლო რისკები? კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბასტრიკინისეულ შეფასებას ჩრდ.კავკასიაში მიმდინარე მოვლენებისა: "Это едва ли не война". გამოდის, რომ ჩვენი არა
მხოლოდ დაუდგენელი საქმიანობის პიროვნებებს მივიღებთ (თანაც 3 თვით), არამედ იმ ხილული თუ უხილავი ცეცხლის ხაზსაც კავკასიიდან საქართველოს გულის-გულში ახლო-ახლო "ვიჩოჩებთ",
რომ მერე რუსებმა რა ზომისაც უნდა თ,იმხელა კოცონი ააბრიალონ. რატომღაც მგონია, რომ ეს ბრძანებულება მიშას პირველი "ალლე-ჰოპ"-ია ახალი პროვოკოცაიის დასაწყებად, რომელსაც შესაძლოა,
ყაზბეგი შეეწიროს.
P.S. მიშას პოლიხრონიონისტი სპიროხეტების გასაგონად: სანამ რასმეს დაწერთ, ერთხელ მაინც დაფიქრდით ქართულად!

დარია2010-10-12 07:40:08
მე მაინტერესებს,ქვეყანა რომელთანაც არ გაქვს დიპლომატიური ურტიერთობა ,როგორ შეიძლება ,მისი ტერიტორიის რაღაც ნაწილს კარი გაუღო...მე არავი წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მგონი არაა ლოგიკა.უფრო გამიძლიერდა შიშის გრძნობა

დავით2010-10-12 07:56:33
ძალიან კარგი რამე გაკეთდა,, აბა რა ვქნათ გულზე ხელი დავიკრიფოოოოთ? და არაფერი არ ვაკეთოთ ?/ ზოგზოგიერთებს რომ უსმინო მასე გამოდის,, მერე ვიღაცას უმოძრაო ბუჩქი ეგონება და ა.შ...

მოქალაქე2010-10-12 08:07:52
სრულად ვეთანხმები გადაწყვეტილებას ,მაგარი ნაბიჯია და ადრეც უნდა გაეკეთებიათ.

ადმინ2010-10-12 08:21:40
არტისტო
კაცო, შენ ხომ გადაგიხადეთ ლუდიც არაყიც და ხინკალიც და კიდევ სოკოს სუპიც ბუფეტში? აქ რომ ვერ გაძღა შენი მუცელი, ადექი და გასაძღომად მანდ წახვედი? აი, შე კორუმპირებულო, შენა :)
მოკითხვები

მეზღვაური2010-10-12 09:07:53
წავიკითხე ყველას კომენტარი და გაოცებული დავრჩი! თქვე კაი დედმამისშვილებო, რომ წერთ მაგარი სტრატეგიული ჩანაფიქრიაო, მაკვირვებთ პირდაპირ! როდის გინახავთ ამ ხელისუფლების რაიმე ქმედებას "სტრატეგიულ ჩანაფიქრთან" რაიმე შეხება ჰქონდეს?! ეს ისეთივე სპონტანური გადაწყვეტილებაა როგორიც იყო თუნდაც "კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად" ცხინვალში ჯარების შეყვანა. "კონსტიტუციურ წესრიგს" მიშიკო, გიგიკო, გივიკო, დათიკო და მისთანები დღენახევარი ამყარებდნენ, შემდეგ ხელი ჩაიქნიესდა კუდამოძუებული გამოიქცნენ, შეიმალნენ სოროებში. სამწუხაროა, მაგრამ სანამ ამათ არ მოვიშორებთ, სულ საფრთხეებში ვიქნებით ყელამდე.

გუანინი2010-10-12 09:10:02
ირაკლის:
მე ჩემი ქვეყნის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს მეგობარი ვარ და ყველა ქართველის, მათ შორის გონებადაბნელებული და გზააბნეული მიშისტებისაც.კიდევ იმათი, ვისაც ჩემი ქვეყანა ნამდვილად უყვარს და პატივს სცემს.

კახი2010-10-12 09:21:24
მოდით შევხედოთ სხვა მხრიდან. რომელი თქვენგანი ფიქრობს რომ დგეს არ გადმოდიან აგენტებიჩვენს ტერიტორიაზე? მტავარი ისაა რომ ამას დგეს ვერ ვაკონტროლებთ და ისედაც თავისუფლად დადიან აქეთ იქეთ. თუ შემოტევა მოუნდათ ცხინვალიდან უფრო ადვილია შემოტევა ვიდრე ყაზბეგიდან! კარგად ჩაწვდით ამ ნაბიჯს ჯობია! ეს ორი სიტყვით გადმოსაცემი თემა არ არის. მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენი ექსპერტები უფრო ცდილობენ რამე ინტრიგა შემოიტანონ და ამით უფრო პოპულიარულები გახდნენ! რაც შეეხება რუსეთს!? ხალხო გაიგეთ რომ ყველა თავისას ცდილობს, ამერიკა თავის ინტერესებს იცავს და რუსეთი თავისას, ჩვენ კი პაიკი ვართ რომელსაც გვათამაშებენ და ამიტომ ჩვენი სიძლიერე იმაში უნდა გამოიხატოს რამდენად ძლიერი მოთამაშე ვიქნებით ამ ჭადრაკის დაფაზე, ჭადრაკი კი ესეთი თამაშია რომ რაგაცა ნაბიჯის გადადგმით მატისკენ მიმავალ გზას ვიკვალავთ. მე გამიხარდება თუ ჩვენი ხალხი უფრო მეტს იფიქრებს იმაზე თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იმიტომ რომ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას ესე ადვილად ვერავინ წამოარტყავს ხელს თავში. მაგალითი ისრაელის სახელმწიფოა! რაც შეეხება ეკონომიკას!? მოვრჩეთ ხალხო სამსახურებში ფულების მოპარვას და ვიფიქროთ რომ მომავალი თაობა გაიზარდოს ჯამრთელი ფსიქოლოგიით. ეს ყვალას არ ეხება! ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანა მეტ ყურადღებას იქცევს სხვა ქვეყნებისას რაც უკვე ცნობადობას ზრდის, მეორეც არცერთი არ კიტხულობთ რუსულ საიტებს გეტყობათ, უკვე იმაზე ლაპარაკობენ რომ საქართველოში რომ ცვლილებები მოხდა ნეტა ჩვენთანაც ესე იყოსო! შურთ და მიხარია იმიტომ რომ ამით ჩვენი ფასი იზრდება და ჩვენი ქვეყნისკენ მალე გამოიხედავენ ოსებიც და აბხაზებიც!

მარკი2010-10-12 09:48:35
ყოველივე ეს რუსეთთან გარიგებაა საქართველოს მოსასპობად.მიზანდასახული პროვოკაციაა ,რომელიც თავისი მომავალი მასშტაბითა და შესაძლო პერსპექტივით არ ჩამოუვარდება აგვისტოს ომის პროვოკაციას.

2010-10-12 09:53:26
ხოდა როცა მომრავლდება რუსეთის მოქალაქეები(აბა ისინი ვინ არიან)რუსეთი კიდევ ერთხელ დაიცავს მათ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე.

მეზღვაური2010-10-12 10:18:30
კახის
ნეტარ არიან მორწმუნენი

გიო2010-10-12 10:18:38
ასეთი ბრბოს ხელში ან პროვოკაციის შემფასებელი ვინაა და ან პასუხის მომთხოვნი. რა გეშველებათ ხალხნოოოოოოოოოოოოოოო. ზოგიერთების გამოკლებით, მაგ. POTGEO-სი,თუ შეგიძლიათ მასავით აზროვნება წერეთ, თორემ არ არის აუცილებელი თქვენი ფილოსოფიური და გენიოსური აზრების ფრქვევა, ბალზე ხართ და ტყემალს ჭამთ.

მერაბი2010-10-12 10:39:56
აი ეს ვინ აწერა- სახელი არ სჩანს ===ხოდა როცა მომრავლდება რუსეთის მოქალაქეები(აბა ისინი ვინ არიან)რუსეთი კიდევ ერთხელ დაიცავს მათ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე.== მაშინ რა ვქნათ? ყოველ შემომსვლელ რუსეთის მოქალაქეს საზღვარზე დავაწერინოთ ასეთი განაცხადი =Я гражданин такой то такой, являясь гражданином РФ и находясь на территории Грузии ,официально отказываюсь от своих прав гражданина(на время находжения в Грузии) РФ и отказываюсь от право и обязанностей РФ защищать мои интересы в этой стране до тех пор пока я не покину эту страну через легальный КПП таким же способом, каким оказался во время въезда -- ? თუ როგორ? თუ გაისად იქნება ტურისტების დიდი რაოდენობა საქართველოში და მათ შორის რუსეთიდანაც,ყველას შევთავაზოთ რომ ასე, ოფიციალურად განაცხადონ უარი საქართველოში მათი ყოფნის დროს რუსეთის მიერ მათი ინტერესების დაცვაზე? ეს ხომ სრულ აბსურდამე მიგვიყვანს.

ნაციონალ-სოციალისტი2010-10-12 10:48:07
მე მაქვს წინადადება - ოთხივე მხრიდანგ გავხსნათ საზღვრები და ყოველ საზღვრის გადმომკვეთს ავტომატურა მიეცეს საქართველოს მოქალაქეობს და მოხსენიებულ იქნას ქარტველად. შედეგად, ჩვენ ავამუშავებთ ქართულ სოფელს, საქართველოს ხუთიოდ წელიწადში იქცევა 10 მილიონიოან სამოქალაქო ნაციად, რომელიც დროთა განმავლობაში შეიერთებს თურქეთს, სხომეთს, აზერბიაჯანს და ჩრდილოეთ კავკასიას. აბა როგორია :)))) მიშა - ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენელო - შენ საქართველოს იყენებ ამერიკის ინტერესებში რუსეთის წინააღმდეგ, რაც სულაც არ შედის ქართველი ნაციის სასიცოცხლო ინტერესებში. გაგვასწარი სანამ დროა!!!

ნაციონალ-სოციალისტი2010-10-12 10:53:41
ამათ ის ჩრდილოკავკასიელები უნდათ: 1) აქ შექმნან მათი პოლიტიკური და იდეოლოგიური მომზადების ცენრები; 2) მეორე - რაც მეთი უცხოელი ეყოლება მიშიკოს, მით უფრო ძლიერ დასაყრდეს შეიქმნის ის საქართველოში, რადგან ქართველებს აღარ ენდობა> აქ ჩამოსახლებული ზანგები, ჩინელები, ინდოელები, ჩრდილოკავკასიელები და ასე შემდეგ სწორედ ნაცმოძრაობის აქტივისტებად იქცევიან და ქართულ ნაციას დაუსპირსპუირდებიან და გაატარებენ ამერიკის პოლიტიკას რუსეთის წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გამოიწვევს კიდევ ერთ და საქაეღველოსთვის საბედისწრეო სამხედრო კონფლიქტს, რის შემდეგაც ქვეტყანა, სავარაუდოდ გადანაწილდება რუსეთს, თრქეს, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის. ნუ სახელს მოუძებნიან - კონფედერაცია ან სახლი ან დერეფანი.

ქართველ ნაციას არ ჭირდება ამერიკის ან რუსეთIს მიერ დასმული ხელისუფლება. 1992 წლის შემდეგ ქართველ ნაციას წართმეული აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და ჩვენ უნდა შევძლოთ ეს უფლება დავიბრუნოთ!!! მხოლოდ ეროვნული ძალა გაატარებს ეროვნულ პოლტიკას და დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და უზრუნველტყოფს ქართულ ნაციის ღირსეულ ადგილს საქართველოში!!!

xato2010-10-12 10:53:51
xooooooooooooooooo da es amdeni samshoblos bedze mopiqrali yazilari, g a m o b r d z a n d i t, mand jdomasa da analizebis ketebas . da rat gvinda lideri..........chven ar vicit ra unda vqnaaaaaat.......aranairi qaosi ar iqneba, damnashaveni cixeshi sxedan, vinc garet davrchit, situaciiis gakontrolebas dedebi avigebt, chvens tavze da es nadziralebi gaiqcevia, xom zustad icit es?

მიშა2010-10-12 10:56:08
ნაციონალ-სოციალისტს
ფეხები არ მომ>ამოთ ავოიეეეეეეეე!!!

მიტუა2010-10-12 10:56:33
დარიალი მიტინგებს აწყობდა ყაზბეგი ჩვენიაო.ეხლა გზა გაუხსენით და დაელოდეთ რას იზავენ.მიტინგებს უკვე აქ მოგვიცყობენ,ქართველები გავიდნენ ჩვენი მიციდანო.

2010-10-12 10:59:57
რა სტრატეგიული ჩანაფიქრი დაინახეთ ამ იდიოტიზმში იქნებ ნორმალურად ახსნათ?! რა შუაშია აგენტურის გადმოსვლა?! იქნებ რუკას დახედოთ და ნახოთ, რომელი სასაზღვრო-გამსვები პუნქტი იქნება დატვირთული?! აფხაზეთისა და შიდა ქართლის ზონები გამორიცხულია. რჩება ერთადერთი დარიალი. რა გინდათ, ხევიც ჩავაბაროთ რუსეთს და მოხევეებიც დევნილებად ვაქციოთ?! ეს ხალხი საზღვრის გახსნის წინააღმდეგი იყო. გახსენით და ეხლა თავისუფლად აძლევთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას?! რათ უნდა რუსეთს ჩუმად შემოგზავნილი აგენტი?! ბენდუქიძე, ვაშაძე, ძმები ბეჟუაშვილები და ა.შ.
თავდგირიძეს კი, რა ხმა ამოეღება საერთოდ-----მაშ, რაც მეტი ქართველი ბიჭი დაიღუპება ავღანეთის ომში, მით უკეთესია ქვეყნისთვის? რისთვის წირავთ ამ ბიჭებს, როდის იყო წაგებულ ომში ჯარისკაცი იწვრთნებოდა?! მასე, რომ იყოს ჩვენზე ძლიერი არმია არ იარსებებდა დედამიწაზე(:(:(:(:(:()

ლევანი2010-10-12 11:07:23
ჩემი აზრით ეს ბრძანებულება გამოცემულია იმ მიზნით, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება აშკარად დაადანაშაულოს საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთკავკასიელი ე. წ. ტერორისტების ღია მხარდაჭერაში, რაც საფუძველს შეუქმნის ახალი სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად და სამხრეთ კავკასიის მთელი პერიმეტრის ხელში ჩასაგდებად. ვიღაც იკითხავს, რაში ჭირდება ეს რუსეთს? ამის შესახებ მამუკა არეშიძემ არაერთხელ ილაპარაკა, რაც შეეხება თავდაცვითი ხაზის 40 კმ-იანი ზოლისა და ენერგოდერეფნის კონტროლს. ამის გარდა რუსეთს ისედაც უნდა საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი უქართველებოდ. ამას მოწმობს თანმიმდევრული პოლიტიკა დაწყებული მე-18 საუკუნიდან ვიდრე დღემდე, მიუხედავად მთავრობებისა და ეკონომიკურ-პოლიტიკური მისწრაფებისა. მე ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რომ საზოგადოება ვერ ხედავს თვალნათლივ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ხელისუფლება არის მთლიანად რუსეთისა და აშშ-ის რენეგატები, მათი აგენტები და მათი ნების სრულად გამტერებლები. ჩვენს ხელისუფლებას არანაირად არ აღელფებთ საქართველო და ქართველები. მათ აიღეს დიდი ფული და მიიღეს ძალაუფლება საქართველოს დანგრევისა და განადგურების და საბოლოოდ რუსეთის ხელში ჩაგდების სანაცვლოდ. ამის ნათელი დადასტურებაა ის ფარსი, რაც გაითამაშეს სააკაშვილმა და პუტინმა 2008 წლის აგვისტოში და ხალხისთვის მოწყობილ ამ შოუთი მოახდინეს ის, რისი ვალდებულებაც ჰქონდა სააკაშვილს აღებული გაპრეზიდენტებამდე. ნახეთ, ყველა მსხვილი ობიექტი რუსეთს ეკუთვნის. ისაც საშინელი ფარსია და განსაკუთრებული ცინიზმი, ვითომ პუტინსა და მიშას ერთმანეთი ეზიზღებათო. როგორც ზევით მოგახსენეთ, ჩემი აზრით ეს ბრძანებულება არის ამ ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულების მორიგი ეტაპის შესრულების მცდელობა, რამაც შეიძლება მისცეს რუსეთს ოფიციალური საბაბი (და არა მიზეზი)საქართველოს სრული თუ არა კიდევ მეტი ოკუპაციისა. ღმერთო, დაიცევ და დაიფარე საქართველო ყველგვარი განსაცდელისაგან და თუ ეს განსაცდელი მაინც მოწევნადია ჩვენზე, მაშინ გაგვაერთიანე ყოველი ქართველი, აღგვავსე რწმენითა, სიბრძნითა და ძალითა, რაითა ღირსეულად შევხვდეთ ჩვენზე სამართლიანად მოწევნულ განსაცდელს, ისე როგორც ჩვენს სულმნათ წინაპრებ სჩვეოდათ, ღაითა არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში და არ დავიღუპო

ნიკოლოზ2010-10-12 11:44:09
კიდევ ერთი ვაი ექსპერტი. იკუშ –ჯიგარ, ვერბოვკა ეს გადაბირებაა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არა კონტრდაზვერვას აწარმოებენ, არამედ დაზვერვას. წადი შვილო კოჭი გააგორე, არ არის ექსპერტობა შენი საქმე

2010-10-12 11:48:37
"რუსები საქართველოში საზღვარგარეთის პასპორტებით მიდიან. ამ პასპორტებში კი, როგორც ცნობილია, არ არის მითითებული, სად არის ჩაწერილი ესა თუ ის პირი. საინტერესოა, როგორ აპირებენ საქართველოში იმის გამოთვლას, რომელ რეგიონში ცხოვრობს ადამიანი" – აცხადებს რუსი დიპლომატი,

ირაკლი2010-10-12 11:50:51
მე არ ვარ არც ამისტი, არც იმისტი და არც ვიღაცისტი, ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ირაკლი2010-10-12 11:57:11
გუანინი
გეთანხმები სხვანაირად არც უნდა იყოს ჯიგარი ხარ.

შავნაბადელი2010-10-12 12:15:16
რათქმაუნდა გონივრული გადაწყვეტილება..... რათქმაუნდა თავდგირიძე ექსპერტია..... რათქმაუნდა რუსეთს ჯერ კრასნოდარის ოლქს და შემდეგ მოსკოვსაც ჩამოვართმევთ......ხვალ მიშამ რო გალაქტიკების გაერთიანებაზე და ცენტრად საქართველოს გამოცხადებაზე განცხადება გააკეთოს , ვაი ექსპერტები მხოლოდ ;დადებითს; დაგვანახებენ(ყველა არ იგულისხმება), იმის მოლოდინში რო მიშა კაპიკებს გადაუყრის (პირდაპირი თუ ირიბი ფორმით)......გლობალისტების და მათი სულგაყიდული დამქაშების გეგმის ნაწილია, სადაც არც საზღვარი და არც ადამიანის ინდივიდუალიზმს არ ცნობენ. ჯერ საზღვრები, მერე ღობეები, მერე სახლის კებლები და ბოლოს საერთო ცოლები..... ვაი უბედურო საქართველო!!!!!!!!!

ირმა ნ2010-10-12 12:40:59
საოცარია, რა მოკლე მეხსიერება აქვს ხალხს."სტრატეგიული ჩანაფიქრიო" საოცარია,აგვისტოს ომი დაგავიწყდათ?!ნახა ვინმემ, იმ ომში ქართველების ნაფიქრი თუნდაც ერთი დეტალი?(ხელისუფლებაზეა საუბარი).
კაცს, რომელაც ფიქრის უნარი აღარ გააჩნია... რაღაც მოუფიქრებიაო.
პუტინს შემდეგი თავდასხმის მიზეზი ხომ უნდოდა?!
აი ბატონო,არაჩვეულრბრივი მიზეზი.ამტკიცოს მერე ხელისუფლებამ მსოფლიოს წინაშე რომ "მართალი ვართო",ომი ჩვენ არ დაგვიწყიაო და ა.შ
მე რა ომიც მსმენია,გასროლით არცერთი არ დაწყებულა,ისიც მსმენია ყველა ომი "ქაღალდზე" იწყებაო.
ერთი ის ამიხსენით (ვისაც გაგეგებათ ამ საქმის),რუსეთი რომ დაგვიწყებს დაბომბვას ისევ(თანაც ახსნის, რომ კავკასიელ ბოევიკებს ემტერება,რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს),მაშინ?

ნინია2010-10-12 12:55:00
ვშიშობ დაიწყება კიდევ ერთი ომი რუსეთთან და მერე იმასაც ვეღარ ვიტყვით, რუსეთი პროვოკაციას გვიწყობდაო.

ნაციონალ-სოციალისტი2010-10-12 13:13:17
რაც ყველაზე მთავარია ეს ეხმიანება ევროპის კავშირის მოთხოვნას ოსების თრუსოს ხეობაში დაბრუნების შესახებ. ხალხო, ეს ევროპის კავშრისი გვთOხვს რეგიონალური ენების შემოღებას, ჰავახეთში სომხურის, ქვემო ქართლში აზერულის, სამაჩაბლოში ოსურის, ნუ ინგლისური რომ სახელმწიფო ენა იქნება ეგ უკვე ცხადია. ამას გარდა, ევროპის კავშირი ითხოვსო, სექს უმცირესობათა პარადების მოწყობას და ითხოვს ოსების დაბრუნებას თრუსოს ხეობაში - გვაწყობს ეგთი პირობებით ამ აგაერთიანებში შესვლა? ჩემი აზრით, ეგ მიუღებელია!!!!

ირაკლი2010-10-12 13:25:47
რასაც გვირჩევენ და ითხოვენ ყველაფერი კი არ უნდა დაუჯეროთ, ჩვენი აზრიც უნდა გაგვაჩნდეს, შეგვეძლოს მისი დაცვა და დარწმუნება მის სამართლიანობაში! და არა როგორც ჩვენ გვაწყობს ან იმათ.

პორფილე2010-10-12 13:36:06
მიშას ძალიან უნდა რუსებს "უჩხიკინოს" და ერთი ორი პროვოკაცია დასცინცლოს:) ამ ბოლო დროს რაღაც არ აკეთებენ მოსკოვში ისეთ განცხადებებს ჩვენ რომ გულზე მჯიღები დავირტყათ და ვიძახოთ - რა დრეში გვაგდებენ ეს ოკუპანტებიიიიი:) ჰოდა, ეხლა ცოტა ჩვენს ხო უნდა გავინძრეთ, თორემ მოდუნდა საერთაშორისო თანამეგობრობა. :((((

კომბლე2010-10-12 15:43:33
მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია? ჰე,ჰე,ჰე,

Alex2010-10-12 15:51:25
ჩამოიშლება რუსეთის ფედერაცია და ამას ყველა მალე ვნახავთ!
ძირს ოკუპანტი!

2010-10-12 15:56:56
აკი ალექსა ცუდი ბიჭიაო?

გიო?2010-10-12 16:40:31
მეც ვფიქრობ რომ აქ რაგაც იმალება ჯერ ეს არავინ იცის ამიტომ დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება რაც შეხება რუსეთს ჩვენ ყველა გვეუბნება რომ რუსეთს სამხედრო ძალით არ უნდა შევეჯიბროთ გასაკვირი კი ის არის რომ ერთი ამერიკელი ექსპერტი წერს ქართველები ყოველთვის იმას ცდილობთ სამხედრო ძალით მასზე ძლიერები იყოთო ხალხო მსოფლიო რუკა ვინმეს თუ გაქვთ ნანახი მაშინ მიხვდებით რასაც ვამბობ რუსეთან თამაში კარგს არაფერს მოგვიტანს, რაც შეეხება აქ ერთმა თქვა რო ჩვენ ტერიტორიებს მალე სომხეთი აზერბაიჯანი და თურქეთი ჩლაყპავენო არ მგონია აზერბაიჯანმა ჩვენი ტერიტორიები ჩაყლაპოს რაც შეეხება სომხეთს მას მალე გასცემენ პასუხს თავის ქმედებებზე დგეს თურმე ხვდებიან რაც გააკეთეს რუსების ბაზებს ვადა რომ გაუხანგრძლივეს მაგრამ გვიანია, ამერიკა კი მალე ისევ თავის გზას განაგრძობს როცა ობამას აგარ აირჩევენ ამას ყველა ნახავს და მერე რაგას იხამს ევროპა რუსეთი რა თქმა უნდა ადრე თუ გვიან დაიშლება მაგრამ ჩვენ ამას ხო არ უნდა ველოდოთ რაგაც ჰვენცუნდა ვქნათ და ალბათ ჩვენმა ხელისუფლებამაც დაიწყო რაგაც ნაბიჯების გადადგმა ეს რამდენათ კარგია ამას დრო გვიჩვენებს ის კი ნათელია სულ ისე ვერ ვისხდებით.

დათო.ჩ2010-10-12 17:10:42
ისე სულ იმაზე ვსაუბრობთ, რომ შემოვარდება რუსეთი, კიდევ ერთი პროვოკაცია და ასე შემდეგ...თქვენ რა მართლა ფიქრობთ რომ რუსეთს რომ შეძლებოდა ეხლა ასე ვილაპარაკებდით???? შეეძლო შემოსვლა და ვერ ან არ შემოვიდა ასე რომ რუსეთის მოქალაქეების ინტერესები და ასე შემდეგ სულ არ დაჭირდება მერწმუნეთ...საქართველოში 10-15% ობიექტებისა ისედაც რუსების ხელშია და მიზეზად ეგეც ეყოფა...
რაც შეეხება ჩვენს ინტერესებს, ნუთუ გგონიათ რომ საქართველოს ინტერესები რეგიონში ლიდერობაზე არ უნდა ჰქონდეს???ამაზე მეტ ტერიტორიებს მაინც ვეღარ დავკარგავთ იმიტომ რომ დაკარგვა რომ ყოფილიყო აქამდე ჯავახეთსაც დავკარგავდიტ ასეე რომ მოეშვით ვაი ვიშს...არ ვარ მიშას ფანი (უფრო პირიქით) მაგრამ ცოტა გამოიხედეთ თვალებიდან...არ შეიძლება ყველაფერი ცუდიაო იძახო...თუ ტერიტორიების დაბრუნება გვინდა კონტრშეტევაზე გადასვლა უნდა იცოდე ორონდ პოლიტიკურად რათქმაუნდა...ცხოვრებაში ყველაფერი რისკებთან არის დაკავშირებული მაგრამ ამიტომ თავები ხომ არ უნდა დავიხოცოთ არა?? დიახაც საქართველომ უნდა დაიწყოს რეგიონალური ლიდერის გახდომისკენ ნაბიჯების გადადგმა, დიახაც უნდა დავუახლოვდეთ ჩრდილო კავკასიელებს და საჭირო მომენტში ეს დაახლოება გამოვიყენოთ მტრისთვის ზურგში ლახვრის ჩაცემისთვის...დიახაც უნდა გამოვაცხადოტ საქართველო კავკასიის ლიდერად და სამშობლოდ (მაინცდამაინც კონფედერაცია არ გავაკეთოთ მაგრამ ამ თემით უნდა ვივაჭროთ)...მოკლედ დროა დავიწყოთ ჩვენი გასაკეთებელი საქმეების ჩვენი ხელით გაკეთება და არა მათხოვრებივით აქეთ იქით ყურება...ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს...ჩვენი მიზანი უნდა იყოს ძლიერი კავკასიის უძლიერესი სახელმწიფოდ ყოფნა...

2010-10-12 17:51:45
კაცო მგონია მიშიკოს მრჩეველები ე - ალექსა,გიო და დათო.ჩ უნდა იყვნენ... მგონი ისიც ასე ფიქრობს... არა უკაცრავად ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს(თუ ფიქრი შეუძლია საერთოდ) ამათ რუსებთან ჭიდაობა თავისივე შექმნილ-გამოყენებულ ოპოზიციასთან ღლაბუცი ჰგონიათ - კაცო? ამ ჩემანალა ამერიკის გულისთვის ავღანელებს ხო ახოციებს,ჩვენ ბიჭებს და ახლა მაინცა და მაინც რუსებმა უნდა გვბომბოონ?

2010-10-12 19:27:50
არ ვიცი რა გვეშველება,ისედაც ფეთქებადსაშიშ ზონაში და სიტუაციაში ვართ...პრეზიდენტისა და ხელისუფლების ასეთი რისკისშემცველი გადაწყვეტილებებით ხომ საერთოდ...მთელი საქართველო,მთლიანად კავკასია შეიძლება ისეთივე ბრძოლის არეალად იქცეს,როგორიც ავღანეთია.გონს მოდით უგუნურნო,გავიჭყლიტებით ამერიკასა და რუსეთს შორის.ღმერთის სასწაული თუ უშველის საქართველოს,თორემ არ ვიცი ასე- სხვისი შეგნებული,გააზრებული და ჩვენი მთავრობის გაუაზრებელი,მონური მორჩილებით მიღებული გადაწყვეტილებებით საერთოდ დავიღუპებით."ვიღაცას" აწყობს ,რომ კავკასიაში ცეცხლის და ბრძოლის არეალი გაფართოვდეს...იმედი მაქვს მეორე "ვიღაცას" ეყოფა ჭკუა,რომ ომში არ იქნას ჩათრეული .

2010-10-12 19:35:50
ალე-ქსს რუსეთი,როცა იქნება ჩამოიშლება,გეთანხმები.ერთი ის მითხარი მაინც და მაინც ჩვენ უნდა დაგვემხოს თავზე და ქვეშ მოვყვეთ მის ნანგრევებში?!მოკლედ საქართველო ალე-ქსს-ივითაა მიქსეული რუსეთს ;დაგვტორავს ეგ სასიკვდილოდ დაჭრილი "დათვი" და მერე ვინ გვიშველის?!

2010-10-12 19:48:53
საქართველოსა და ისრაელს შორის მომავალი წლიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება იგეგმება
19:11 12.10.2010
კიდევ ერთი აფიორა-----ვის სჯერა, რომ ისრაელი უვიზოდ შეუშვებს საქართველოს მოქალაქეებს?
პ.ს. ის მაინც თქვან, ისრაელის მოქალაქეებს არ დასჭირდებათ ვიზაო...............

gipsy2010-10-12 20:25:03
მე კი მგონია, რომ ჩრდილოეთით საზღვრის გახსნა, გაისად იზრაელთან უვიზო მიმოსვლა, ავღანეთში პერიოდულად ჩატარებული ფრენები-ყველაფერი უკავშირდება იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესებს და პოლიტიკა- არაფერშუაშია. ნაციონალებმა იციან, რომ ცოტა დრო დარჩათ და ცდილობენ მაქსიმალურად მოიხვეჭონ სიმდიდრე. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ სამომხმარებლო ბაზრის გაძვირება და წვრილმეწარმეებზე ფართო შეტევა მშიერი ბუნტისთვის ფეთქებადსაშიშ ნიადაგს ქმნის. მაგრამ, ნაციონალებს ეს დიდად არ ადარდებთ და აშინებთ. აღარ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციური პარტიები გამარგინალდნენ თუ არა. დღეს საზოგადოებაა არის უკიდურეს მდგომარეობაში და მატულობს ალბათობა იმისა, რომ მშიერმა ბუნტმა "გადაუაროს" ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.

იერემია2010-10-12 20:25:28
ალექსი თუ გამახარებდა, რას წარმოვიდგენდი. გენაცვალე, ძღაბო, პროგნოზებში (ხომ არ მეშლება, რატომღაც ქალბატონი მგონიხარ). მაგათ ჩამოშლას მომასწროს ღმერთმა და, ძაღლიშვილი ვიყო, ბექაურსაც კი დავუდგები შოფრად.

ირმა ნ2010-10-12 20:28:05
ევროვიზების მიღებას რომ აიოლებენ,ამას კურიერმა, ასე ცხრა სიუჟეტი მიუძღვნა(ბოლო 4წლის განმავლობაში).
თუ ვინმემ მიიღო ,ამ გაიოლებული გზით ნეტა ვიზა?!
ის მაინც უთხრან ხალხს,როდის ხუმრობენ და როდის არაა.
მოიცათ,იქნებ ახლაც იხუმრა ვინმემ?

gipsy2010-10-12 20:28:36
P.S.ამას დაუმატეთ კიდევ ქართველი მეწარმეებისთვის და უცხოელებისთვის ტვირთების შემოწმება-განბაჟების არათანაბარი პირობები საქართველოს საბაჟოებზე.

აგუნა2010-10-12 20:47:18
ჯუ-ჯუ-ჯუ-ჯუ დოუძახეთ,დოუძახეთ...ერთი მაინტერესებს ,ჩვენ გვიხსნის ვინე ფართოდ კარებს,მობრძანდით ბატონოოო?მძინარე მხეცს ნუ გააღვიძებთო ნათქვამია,რატომ უხვიცინებს ეხლა ჩვენი მთავრობა რუსეთს?ანდა ამ ფართოდ გაღებულ კარებში,ტერორისტი შემოვა,ბოევიკი ,შპიონი, იცი როოო?ხოდა რამე რომ მოხდება, მერე არკვიოს მიშამ დედალ-მამალი,ჩვენ მერე რა ხეირი.

დიმიტრი2010-10-13 09:15:57
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! ყველა წინაპირობა შეიქმნა იმისთვის, რომ ამ ბრძანებულების საფუძველზე ყაზბეგში პირველივე დიდი თოვლის მოსვლის დღიდან ველოდოთ შეიარაღებულ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ საომარი მოქმედება გარანტირებული გვაქვს და გაზაფხულისთვის ყაზბეგის რაიონი თავისი თრუსოს ხეობით აღარ იქნება ქართული მხარის კონტროლის ქვეშ. გიხაროდენ მიშისტებო! აღსრულდება კიდევ ერთხელ თქვენი ოცნება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დიმიტრი2010-10-13 09:19:20
აღარ დამთავრდა ეს საბჭოთა კავშირი. ვოვა და მიშა ერთად იღწვიან სსრკ-ს რეინკარნაციისთვის

Alex2010-10-13 10:29:07
ვიზების გაცემა გამარტივებულია. ახლა, რამდენიმე წარუმატებელი ვიზას ვერ იღებს, ეს მათივე პრობლემაა.

2010-10-13 14:33:26
Alex
მაშ მტყუანის დედას .................., რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის არაფერია გამარტივებული.
შენ კიდევ აქ გდიხარ? ჩაეთრიე ერთი დღით შიდა ქართლის სოფლებში.

ირმა ნ2010-10-13 17:25:19
Alex,
შემახსენეს, რომ ჰომოსექსუალისტებისათვის გაიოლებულა ევროვიზები(თავხედმა ბიჭებმა,დამტკიცება უნდაო.მაგათ ხომ არ დაუჯერებ)
ორონდ, ცივილიზაცია შემოვიდეს თქვენთან და... ფორმას რა მნიშვნელობა აქვს.

დიმიტრი2010-10-13 18:01:15
ირმა ნ!
ჩაგეთვალა ლიბერასტების ადგილი აქ არ რის და წავიდეს სულ სიხარულით მისეცემენ ვიზას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მის ბოიფრენდს თურმე თანაშემწეები სჭირდებათ.

ირმა ნ2010-10-13 19:13:35
დიმიტრი,
საქართველოში "წარმატებულმა ხალხმა ",სრულიად მოსალონელია,სიტყვა რეინკარაციის არც მნიშვნელობა და არც შინაარსობრივი დატვირთვა არ იცოდეს.მოკრძალებულად გთხოვთ,ასეთ სიტყვებს იქვე ახსნა გაუკეთეთ.

ევროსასამართლოს ვებგვერდზე ,პროცესს მოვუსმინე,გვირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით...(სამწუხაროდ გვიან აღმოვაჩინე).
მანდ, ხალხმა ეს ყველაფერი მართლა არ იცის თუ ,იცის და არაფრად თვლის?!

დიმიტრი2010-10-13 23:06:50
ირმა ნ
აქ ამ სასამართლო მოსმენების შესახებ საერთოდ არაა ინფორმაცია.

დიმიტრი2010-10-13 23:09:56
თუ გარკვეულ დეტალებს მოგვწერ ან მოკლედ აღწერ ამ მოსმენების არსს კარგი იქნება

იერემია2010-10-14 00:54:16
ალექს და კიაზო: ლარსის საბაჟოზე ახალი საშტატო განაკვეთი დაუმატებიათ. სჭირდებათ სპეციალისტი, რომელიც წუთობრივად და საათობრივად დააფიქსირებს საზღვრის გადმომკვეთი ჩრდილოკავკასიელების რაოდენობას და ვინაობას. რა იქნება, რომ ჩამიწყოთ ეს საქმე? გამოცდილება არ მაკლია და ენერგია. შემიძლია ერთის ნაცვლად სამი გავაფორმო, პრობლემა არაა. მომეხმარეთ ამ უმუშევარ (უფრო სწორად, დროებით ნამუშევარ) კაცს და ვინც მეორედ მთავრობაზე ხმა ამოიღოს...პირიქით, ამათ დავცხებ, ამ ოპოებს! ველი პასუხს!

ირმა ნ2010-10-14 01:03:52
დიმიტრი,
უპირველესად ,(მე ტექნიკური უნიჭობა მაწუხებს). ვეცდები მაინც ავხსნა www.coe.int ეს არი ოფიციალური ვებ გვერდი სტრასბურგის სასამართლოსი.ხელმარცხნივ ნავიგაციაში არის ასეთი განყოფილება:Webcasts.
აქედან მოხვდებით გვერდზე სადაც ქრონოლოგიურადაა დალაგებულია სასამართლო პროცესები.გვირგვლიანის პროცესი შედგა 27.04.2010. (NO 25091/07)
ამიტომ შედით 2010 პროცესებში,იქ მითითებულია გვირგვლიანი ,ენუქიძე.
პროცესზე საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს ,იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი(რომლის გამოსვლის მოსმენაცა შესაძლებელია ინგლ.და ფრანგ.ენებზე).
სამწუხაროდ, მოსმენამ სახლში ხარვეზებით მომიწია,ვცდი სხვა უფრო ტექნიკურად გამართულ გარემოში.მოვუსმინე მხოლოდ პირველ 8წუთს ბურჯალიანის გამოსვლისა,რომალმაც საკმაოდ აღმაშფოთა.
ვეცდები ,უმოკლეს დროში მოვახერხო სრული ვერსიის მოსმენა.(რადგან ბურჯალიანი დასაწყისში ამბობს რომ მისი ზეპირი არგუმენტაცია 40წუთისაგან შედგება).

ირმა ნ2010-10-14 01:29:12
დიმიტრი,
კორექტურა,უფრო სწორად უფრო იოლი გზა:GOOGLE.DE -ს მიეცი:europäischer Gerichtshof für Menschenrechte, ჩამონათვალიდან სულ პირველი(დასაწყისში)ჩაწკაპეთ,მერე ხელმარცხნივ ნავიგაციაში არის...
დანარჩენი როგორც ზედა კომენტარში.

ირმა ნ2010-10-14 01:51:47
დიმიტრი,
უპრობლემოდ შეიძლება პროცესის ფრანგულად მოსმენა და ყურება .ხვალვე გავარკვევ რა პრობლემაა ინგლისურ ვერსიაზე(ჩემს შემთხვევაში წყდება 8წუთის შემდეგ).

დიმიტრი2010-10-14 02:06:52
ირმა ნ
სამწუხაროდ ფრანგულთან და ინგლისურტან მწყრალად ვარ

ირმა ნ2010-10-14 13:03:11
დიმიტრი,
მე მეგონა,(თითქმის 6 თვის ამბავია,უკვე მედიამ მანდ გააშუქა). წესით სრული ვერსიაც უნდა ყოფილიყო მედიაში განხილული(ეს ძალიან გახმაურბული პროცესი იყო)...
იქნებ, თქვენ გამოგრჩად ყურადღებიდან?
მაესტრო.გე -ზე კვირის რეპორტაჟი (ნანა ლეჟავა)იხილავს ამ საკითხს(ნახეთ, ბოლო სამი ნაწილიდან ერთერთია).
დანარჩენს, ვეცდები დრო გამოვნახო და შეძლებისდაგვარად მოგაწვდით.

გ.თავდგირიძე2010-10-17 23:48:17
შავნაბადელს
ერთადერთი შავნაბადელი რომელიც თვლის რომ შავნაბადა ორად გავხლიჩე კობა კობალაძეა )))

მაინც საინტერესოა, "შავნაბადელს" რატომ არ გჯერა რომ რუსეთთან ბრძოლა შეიძლება და აუცილებელიცაა? აფხაზეთში როდესაც ვიყავით რუსები არ იყვნენ თუ ახლა გაგინათდა გონება? მოკლედ არ მჯერა შენი შავნაბადელობის და ნუ იბრალებ თუ შეიძლება.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. დღის კითხვა - რა დაინახა ქმარმა თავისსავე გადაღებულ სურათზე ისეთი, რამაც ცოლის მოკვლისკენ უბიძგა?
2. სიმაღლეში გასაზრდელი ხალხური რეცეპტი
3. კბილების 2 ტონით გათეთრება სახლის პირობებში!
4. 8 უბოროტო რამ, რასაც თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებთ და არც კი ვიცით, რომ სერიოზულ საფრთხეს გვიქმნის
5. სოდის აბაზანა - უნიკალური გასახდომი და ცელულიტის მოსაშორებელი საშუალება
6. ასე ერთობიან ანაკლიაში, "კაზანტიპის ფესტივალზე" - ფოტო-რეპორტაჟი
7. მამაკაცის სასქესო ორგანოს იდეალური ზომა ცნობილია
8. დიეტა ნახშირის აბებით
9. მხედველობის გაუმჯობესება სათვალის გარეშე
10. რჩევა მათ, ვისაც სტრიები აწუხებს
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-08-28
visitor 45 223
visit 65 936
page 108 768
2014-08-29
  42 576
  60 612
  105 425