• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

დიმიტრი ხუნდაძე: არანაირ კომპანიას, წილებს, ბიზნესაქტივებს არ ვფლობ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე არანაირ კომპანიას, წილებს და ბიზნესაქტოვებებს არ ფლობს, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძე საკუთარ განცხადებაში განმარტავს, რითაც ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქარგველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, მედიასთან ერთად მოგვაძებნინოს ის ბიზნესკომპანია თუ საწარმო, რომელსაც თითქოს მე ვფლობ და გაგვაცნოს რაზეა საუბარი, - ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში. 

„იქნებ ყველამ ერთად ვიპოვოთ და აღმოვაჩინოთ ის კომპანია, რომელსაც ორგანიზაციის კვლევით მე ვფლობ და ინფორმაცია არ გამაჩნია. ეს არის ჩემი შეფასებაც და შეთავაზებაც. თუ მსგავს კომპანიას მომაძებნინებენ, კმაყოფილიც ვიქნები და ჩემი შემოსავლებიც გაიზრდებოდა, თუმცა, არანაირ კომპანიას, წილებს, ბიზნესაქტივებს არ ვფლობ და არც მომავალში ვაპირებ ბიზნესსაქმიანობით დავკავდე, რადგანაც ეს ჩემი საქმე არ არის“, - ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.

აღნიშნული ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”: ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.