• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

რუსთავი 2-ის დაშლა-დასუსტების ახალი გეგმა - ვინ ეხმარება ხელისუფლებას?

პროექტი „ნიჭიერი“, რომელიც პროდიუსერებმა რუსთავი 2-დან იმედზე გადაიტანეს, კვლავ ხმაურის საგანი გახდა. 

გაირკვა რომ მაკა ჩიჩუა, რომელსაც ტელეკომპანია რუსთავი 2 განსაკუთრებულად არეკლამებდა სწორედ მაშინ, როდესაც მთელი სამთავრობო გუნდი მის მეუღლეს - პრეზიდენტ მარგველაშვილს უტევდა, ამჯერად იმედის „ნიჭიერის“ ჟიურიში იჯდება. 

მეტიც, იმედზე გადატანილ ნიჭიერს გაჰყვნენ მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მომღერალი სტეფანე მღებრიშვილიც. 

"ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. 

მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები „ვურასკრუტკეთ“. და ეს სად წამოსკუპებულა. სრულიად ურცხვი ... 

MananarnDoi Sofia Nizharadze Giorgi gabunia ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ყ***. 

აჰა, დატკბით. სადაც დაუძახებენ ყველგან და ყველასთან პროსტიტუტები მიდიან“, - წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია იმედზე გადასვლის სეზონი რუსთავი 2-ის აწ უკვე ყოფილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, დიმა ობოლაძემ გახსნა.

მას მალევე მიჰყვნენ ტელეკომპანიის გაყიდვები, კოტე ბატმანიდი, დირექტორის მოადგილე დემნა ჯაფარიძე და საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი, გიორგი ხაბურძანია. 

რუსთავი 2-დან კადრების გადაბირება კვლავ გრძელდება. ამჟამად, სამიზნე „კურიერის“ ჟურნალისტები და ვანოს შოუს გუნდის წევრები არიან.

როგორც ჩანს, სამართლებრივი ომის წაგების შემდეგ, ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის დაშლა-დასუსტების ახალი გეგმა დასახა და შედეგებიც აშკარაა: ცნობადი, გამოცდილი კადრებისა თუ სხვადასხვა პროექტების ჟიურის ყოფილი წევრების გადინება-გადაბირებით, ტელეკომპანია და მისი სარეკლამო პოლიტიკა სერიოზულად დააზარალეს. 

შესაბამისად, მაკა ჩიჩუამ, რუსკა მაყაშვილმა, სტეფანე მღებრიშვილმა და იმ ადამიანებმა, რომლებმაც იმედზე გადაინაცვლეს, უნდა იცოდნენ რომ ამით, თუნდაც უნებლიედ, ხელისუფლებას რუსთავი 2-ის დაშლა-დასუსტებაში ეხმარებიან...