• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

თუშეთში, ხახაბოს მთაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

თუშეთში, ხახაბოს მთაზე ისევ ხანძარია. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი არა ნახანძრალ ტერიტორიაზე, არამედ ახალ ადგილზე გაჩნდა, რომლის ლოკალიზება ამ წუთებში მიმდინარეობს. 

სტიქიის ზონაში იმყოფებიან მეხანძრეები, რეინჯერები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. 

რთული რელიეფის გამო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.