• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

„პირველი კლასი და დამრიგებელი, რომელიც ბავშვებს „ქართული ოცნების“ დროშებით ეგებება“

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. აკაკი საღინაძე აღნიშნავს, რომ აჭარაში, ქედის სკოლაში პირველი კლასის დამრიგებელმა ბავშვებს „ქართული ოცნების“ დროშებით შეეგება.

„არჩევნები სკოლებშიც დაიწყო, ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით.
პირველი კლასი და დამრიგებელი, რომელიც ბავშვებს „ქართული ოცნების“ დროშებით ეგებება, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სკოლაში სახელმწიფო დროშების ნაცვლად ესენი მოიტანეს.
მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა 1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება“, - წერს საღინაძე.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელმა მარინა დარჩიძემ ფოტო თავად გამოაქვეყნა პედაგოგთა ერთ-ერთ ჯგუფში. უარყოფით რეაქციას კი შემდეგნაირად უპასუხა: „იყო სკოლაში და დავაჭერინეთ, მერე რა მოხდა? საქართველოს დროშები არ იყო და რა გვექნა? ბავშვებს მასეთები უხარიათ... მთხოვონ ბავშვი კი არ ვარ, თქვენ მგონი საქმე არ გაქვენ...“

თუმცა, პედაგოგს ღიად არაერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დროშით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის აშკარად პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევა. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.