• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

გორიჯვრის ფერდობზე ძლიერი ხანძარია

გორიჯვრის ფერდობზე ძლიერი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ფერდობზე იწვის ბუჩქები და ბალახი, სიტუაციას კი ძლიერი ქარი ართულებს. 

სააგენტოში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

ადგილზე მობილიზებულია, რამდენიმე ერთეული სახანძრო სამაშველო ბრიგადა და ხდება დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება.

ამ ეტაპზე ცეცხლის დასახლებულ პუნქტებამდე მიღწევის საშიშროება არ არსებობს.