რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
მათ­თ­ვის­,­ვი­საც ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბა სურ­ს­!­-­ძ­მა­რი მა­დას აქ­ვე­ი­თებს !
რო­გორ მო­იქ­ცა უც­ხო­ე­ლი მო­დე­ლი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? (+18)
სო­სო პავ­ლი­აშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ცო­ლი ქმარ­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე ალა­პა­რაკ­და
რო­გორ ცხოვ­რობს სო­სო პავ­ლი­აშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში? ცოლ­-­შ­ვი­ლი,­სახ­ლი და ქო­ნე­ბა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ამინდი
  თბილისი16°-19°
  ქუთაისი17°-27°
  ბათუმი18°-26°
ფოტორეპორტაჟი: როგორი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებები დღემდე და როგორია დღეს

17:42 26.11.2011
[სოფო ედიბერიძე]

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფ, თავისუფლებაშეზღუდულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

მიმდინარე წელს დაინერგა ხანგრძლივი ვიდეო პაემანი, რომელიც მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და ახლო ნათესავებთან ურთიერთობას შეუწყობს ხელს და მსჯავრდებულს საშუალებას მისცემს 24 საათი გაატაროს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან და ძმასთან ერთად. ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილ სამვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების შესაბამის შენობაში, რომლის ფოტორეპორტაჟიც ,,პრესა.ჯიმ’’ უკვე შემოგთავაზათ, მსჯავრდებულისა და მისი სტუმრის კომფორტისთვის, ყოველგვარი პირობა არსებობს. არასრულწლოვანი ვიზიტორისთვის განთავსებულია დამატებითი საწოლი და სათამაშოები, ასევე, მოწყობილია ინდივიდუალური ეზოებიც.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ, ტუბერკულოზის დროულად გამოვლენის, გავრცელების, პრევენციისა და ეფექტური მკურნალობისთვის, მემორანდუმი გაფორმდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამიდან, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მიმაგრებულია თითო სპეციალისტი, ტუბერკულოზური დაავადების ადრეული გამოვლენის, გადამდები ფორმების სეპარაციის, დიაგნოსტირებისა და შემდგომი კვალიფიციური მკურნალობისთვის, რაც ტუბერკულოზის კონტროლის ყველაზე ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს და თავის მხრივ, საუკეთესო პრევენციული ღონისძიებებია.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ, პენიტენციურ სისტემაში პროფესიული განათლება დაინერგა. მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ დაეუფლონ სხვადასხვა ხელობას და პროფესიას, როგორიცაა ბუღალტერია, ბიზნესმენეჯმენტი და სხვა. ასევე, უცხო ენისა და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებს. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსჯავრდებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები, რომლებსაც სასჯელის მოხდის შემდეგ გამოიყენებენ. მსჯავრდებულებს სხვადასხვა პროფესიებს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები შეასწავლიან.

ქსნის №15, რუსთავის №16 და თბილისის №12 დაწესებულებებში ხორციელდება მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამები.

ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მსჯავრდებულებთან მუშაობას გათავისუფლებამდე 4-6 თვით ადრე იწყებენ და მათ სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. პროგრამის ფარგლებში, ფსიქორეაბილიტაციის გარდა, მსჯავრდებულები დახმარებას იღებენ გათავისუფლების შემდეგ ოჯახთან ურთიერთობის, განათლების მიღების, დასაქმებისა და პირადი დოკუმენტების მოწესრიგების კუთხით.

ქალთა დაწესებულებაში დანერგილი ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის ინოვაციური პროექტის ფარგლებში, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ქალების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით, დაწესებულებაში ფსიქოლოგები, კლინიკური სოციალური მუშაკები და ფსიქიატრები მუშაობენ. სპეციალისტები ბრალდებულ ქალებს მათთვის საჭირო კონსულტაციას და პირველად დახმარებას უწევენ.

ყველა დაწესებულებაში ფუნქციონირებს მცირე საწარმო, რომელშიც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი და შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.

თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გაუმჯობესდა სასწავლო და საცხოვრებელი პირობები ბავშვებისთვის. დაინერგა სხვადასხვა სახის კურსები, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დაეუფლონ ცოდნას და შეიმუშაონ უნარები, რათა უკეთ იყვნენ მომზადებულნი საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის. არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში დაინერგა რაგბის გაკვეთილები, რის შედეგადაც ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესს და გუნდურობას სწავლობენ.

რეფორმის ძირითად მიღწევებს შორისაა: გაუმჯობესებული კანონმდებლობა და პოლიტიკა, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით, კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც კარგად ესმის ბავშვის უფლებები და მასთან მუშაობის სპეციფიკა, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვა, როცა გათვალისწინებულია თითოეული ბავშვის საჭიროებები და სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და სპეციალურად მომზადებული პრობაციის ოფიცრების დახმარება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუმჯობესებული ინფრასრტუქტურა. მეტი თვალსაჩინოებისათვის ,,პრესა.ჯი’’ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ, როგორი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებები დღემდე და როგორია დღეს.


ბეჭდვა  
კომენტარები:
ქართველები2011-11-26 19:24:12
საქართველო გაბრწყინდება

2011-11-26 19:24:41
ეს ყველაფერი ძალიან კარგია რომ ადამიანი ღორის პირობებში არ უნდა იყოს მარა რაც მის შენახვაზე ფული იხარჯება მანამდე რომ უმუშევაზე იზრუნონ და საარსებო დახმარება გაუწიონ ან დაასაქმონ, უფრო არ ჯობია. საქმის მეტი რა არის ქვეყანაზე მარა მაგის დამნახავს კარგი მენეჯერი ჭირდება ყოველ საფეხურზე და არა მექრთამე მაკონტროლებლები

მიდანა2011-11-26 20:31:13
მეც მინდა ციხეშიიიიიი!!!!!!
ბრავოოოო!!!!!!!
საქართველო კი არ გაბრწყინდება , არამედ უკვე ბრწყინავს თავისი ციხეებით!!!!

2011-11-26 20:37:31
ლემსის ქურდი და აქლემის ქურდი თუ ერთმაირად ვასამართლეთ ეს შენობები არ იქნება საკმარისი

2011-11-26 20:46:26
ისე არ შეიძლება ასეთი სურათების გამოჩენა ყველას ციხეში ყოფნა მოუნდება გარეთ არავინ გასაქმებს სიგარეტსაც ვერ ყიდულობენ.საერთოდ გაცდები ექიმთან ვერ მიხვალ

2011-11-26 20:52:40
კარგია,აბა ადრე რომ ის ადამიანების შეურაზყოფა იყო მეტი არაფერი

2011-11-26 21:36:53
ადრეც ცემაში კლავდით და ეხლაც იგივე სიტუაციაა შარშან 142 კაცი დაიღუპა. ევროპასი ნორმ 10 000 პატიმარზე 33 ადამიანის სიკვდილია ჩვენტან კი 53 რატომ?

პატიმარი2011-11-26 22:09:40
შენ ძაან იცი ხომ რამდენი კაცი დაიგუპა აბა მითხარი,რის საფუძველზე ამბობ მაგას?თავად 7 წელი გავატარე იქ და არანაირი ცემის ფაქტი არ ყოფილა,თუ ისევ პატიმრებმა არ ცემეს ერთმანეთი.ასე რომ თუ არ იცი არც ილაპარაკო,შე ინტრიგანო ადამიანო.

2011-11-26 22:48:47
ერთი სული აქვს ზოგიერთს . ოღონდ რაიმე ცუდი გაიგოს ან აღმოაჩინოს და პირს აიქაფებს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ევროპის ციხეებში რა ხდება, აქ ნამდვილად სამოთზე გეგონებათ. თურქეთის ციხეზე საუბარიც არ ღირს.

პეტრე-12011-11-27 02:01:26
მე რომ მკითხო არ უნდა დააშავო. და თუ დააშავებ პასუხი უნდა აგო. ეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაა და არა ბახმარო. შეგნებულად თუ აშავებ პირობების სიმძიმეზეც არ უნდა გქონდეს პრეტენზია. და არც უნდა იტირო.

ემიგრანტი2011-11-27 03:41:11
სავსებიტ ვეტანხმები პეტრე-1 ს.მომინდომეს აქ; კეტები გვიცჰერს, გაზეტებს გვიგვიანებენ, ექსკურსიაზე არ დაკავტ....ნუ დაასჰავებ და იცხოვრე გარეტ ადამიანურად.დაასჰავე? დალპი დამკაკდი ცჰზაგლდი ციხესჰი მომინდომეს კომფორტი...

2011-11-27 05:07:11
იბერიელი------გარეგნულად ლამაზად ჩანს,შიგნით კი სასაკლაოა!!!!!!!!!!!!!!,ისევე, როგორც მიშისტების ცარიელი, ფუჭი ლაპარაკი----დემოკრატობანას თამაში,გარეგნულად,სინამდვილეში--------ფაშიზმი.

2011-11-27 05:13:52
მიშა,გიგა,უგულავა,ვანო,კუბლაშვილები,ადეიშვილი დამატებული წიკლაურიც,დასასვენებლად გაიგზავნონ თავიანთ გალამაზებულ ციხეებში,ბევრი იშრომეს დასვენებას იმსახურებენ............საქართველო

2011-11-27 10:31:13
ადრე ადამიანურად ცხოვრობდნენ და დგეს არაადამიანებად აქციეთ,და არამარტო ციხეებში საერთოდ მთელი საქართველო!!!!!!!!!არ გრცხვენია ვინც ამას cer?

2011-11-27 10:33:41
ადრე ნორმალურად აზროვნებდიტ და რა ჯანდაბა გეტაკათ?ეგაშინეს ტუ გიყიდეთ გაგვაგებიეთ ხალხს ჟურნალისტები არ ხართ?>

პიკასო2011-11-27 11:29:46
ხალხს რომ კლავთ მაგ ციხეებში არ გრცხვენიათ?

2011-11-27 13:10:26
ემიგრანტი
შენ თვითონ ჩაძაღლდი შე პათოლოგო, რა გაგამწარა ნორმალური არ ხარ?
დააშავა თუ რა ქნა პატიმარიც ადამიანია და მისი უფლებებიც უნდა იყოს დაცული, ცოტა კორექტულად და ადექვატურად ილაპარაკე შენ გირჩევნია

2011-11-27 13:12:15
ნაცებო ტქვენ სებრძანდებით მაქ, ნაძირლებო

თორნიკე2011-11-27 13:59:15
შევარდნაძის დროს საღორეების მაგვარ სარაიებში იყვნენ პატიმრები შეყრილნი.ერთ ნარზე 2-3კაცი მოდიოდა.უპატრონო ღარიბ პატიმრებს კი სული სძვრებოდათ შიმშილით.ახლა პატიმრები ნორმალურ შენობებში და პირობებში იხდიან სასჯელს.შიმშილითაც არავინ კვდება.სახელმწიფო ბიუჯეტი ნორმალურად კვებავს პატიმრებს.ასევე მოწესრიგდა ციხის უფასო სამედიცინო სამსახური.

O2011-11-27 17:52:45
აბა როგორ გინდათ ესაა საქართველოს გამარჯვება :)

სტატუს ქუო2011-11-28 13:54:08
გარეგნულ სახეს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,მთავარია რა სული ტრიალებს,როგორი განწყობა,რა დამთრგუნველი გარემოებებია...

seo service2013-09-05 21:03:29
tDOChS I value the post.Thanks Again. Want more.

take a look at it!2013-10-23 20:57:45
l4g7dT I really enjoy the blog.Much thanks again. Will read on...

seo for cheap2014-03-23 01:12:27
cckepG Thank you ever so for you post. Keep writing.

check it out2014-05-12 19:25:34
9aigMH A round of applause for your post. Much obliged.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. რატომ მალავს ბიძინა (ბორის) ივანიშვილი თავის ნამდვილ გვარს?
2. წყალმა რამდენიმე წამის განმავლობაში ჩაყლაპა რამდენიმე ხე (ვიდეო)
3. გინდათ ბედნიერი შვილი გყავდეთ? - დაარქვით მას ბედნიერი სახელი!
4. თეა წულუკიანის სახლები საფრანგეთში და ჯაკუზებიანი კაბინეტი იუსტიციის სამინისტროში
5. მიშა შაყულაშვილი: "ისეთი სიყვარული, როგორიც სოფო ბედიას ჩემ მიმართ ჰქონდა, არსად მსმენია"
6. მიშა "პარიკმახერი" ია ფარულავას ოჯახური სკანდალის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
7. რატომ მოიკლა თავი 21 წლის გოგონამ?
8. მკერდით ცეკვა, გაოცებული ჟიური და სტრიპტიზი ინგლისის დროშების თანხლებით (ვიდეო)
9. ოთარ კობერიძე: შეიძლება ელიზბარ ჯაველიძეს არ უყვარს ქალები და მამათმავალია
10. ჟანა ფრისკეს შვილი ანახეს - "ბავშვმა დედა ვერ იცნო"
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-09-17
visitor 61 735
visit 91 214
page 155 979
2014-09-18
  24 070
  29 204
  51 335