რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
ციტ­რუ­სის სე­ზო­ნი 2014 და პრობ­ლე­მე­ბი. სა­ხელ­მ­წი­ფო სუბ­სი­დი­რე­ბის გა­რე­შე ექ­ს­პორ­ტი არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა.
რა ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ 22 წლის გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი,­რო­მელ­მაც სი­ცოც­ხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა
სუ­პერ­მარ­კეტ „სმარ­ტ­ში“ გერ­მა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი და­იწ­ყო
უკ­რა­ი­ნუ­ლი წამ­ყ­ვა­ნი სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბი და მწარ­მო­ებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
“სითი პარკი” ავტომფლობელების ჯიბეს ემტერება

10:45 01.10.2010
[ნიკა ასლანიძე]

ერთი წლის თავზე, თბილისში პარკირების გადასახადი გაორმაგდა. გამორიცხული არ არის, მომავალში ეს მოსაკრებელი კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ”სითი პარკს” კონკურენტი არ ჰყავს და პარკირების სიტემა 15 წლით აქვს გადაცემული. ასე რომ, მათი განმკითხავი ჯერჯერობით არავინაა.

 

1-ლი ოქტომბრიდან კომპანია ”სითი პარკი” ერთწლიანი პარკირების საფასურს აძვირებს. კომპანიის ინფორმაცით, ერთწლიანი 25-ლარიანი პარკირების საფასურის ნაცვლად, 50 ლარს გადაიხდის.

 

”სითი პარკის” ინფორმაციით, პარკირების თანხის გაზრდის მიზნით, კომპანიამ მერიას განაცხადით მიმართა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა. ”დედაქალაქში ახალი პარკირების ადგილები გაჩნდა, რომელთაც შესაბამისი იფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება.  ყველაფერი კი დანახარჯებთან არის დაკავშირებული”, - აცხადებენ კომპანიაში.

 

”სითი პარკში” განმარტავენ, რომ ცვლილებები არასწორი პარკირებისთვის განსაზღვრულ ჯარიმებს არ შეეხება და იგივე დარჩება, რაც იყო.

 

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 9 ნოემბერს თბილისის მერიაში პარკირების უფლების გადაცემისთვის გამართულ აუქციონზე შპს ”ამაგონი და შოჰან პარკინგ სერვისმა” გაიმარჯვა, რის შემდეგაც კომპანია ”სითი პარკი” დააარსა. კომპანია ”სითი პარკს” პარკირების მართვის უფლება 15-წლიანი ვადით გადაეცა.

 

”სითი პარკმა” თბილისში პარკირების სისტემის ოპერირება 2009 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყო. თავდაპირველად მისი მუშაობა არავის გაუკრიტიკებია და მოქალაქეები დადებითადაც კი უყურებდნენ საქართველოში პარკირების ევროპული სისტემის დანერგვას.

 

”სითი პარკის” წინააღმდეგ მას შემდეგ ამხედრდნენ, რაც პარკირებისათვის უპრეცენდენტოდ მაღალი ტარიფები დააწესეს.  ავტომფლობელების პროტესტს დედაქალაქის საკრებულო და პარლამენტიც შეურთდა.

 

ზონების მიხედვით საათობრივმა სატარიფო სისტემამ, დაახლოებით, თვენახევრის იმუშავა და მოსახლეობაში უზარმაზარი უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც კომპანია ”სითი პარკთან” ხელშეკრულების გადახედვის საკითხი დაისვა. 

 

დეპუტატები უკმაყოფილო დარჩნენ მაღალი ტარიფებით და პარკირების საფასურის გადახდის სისტემებით. დიდი ბჭობის შემდეგ თბილისში ფიქსირებული გადასახადი დაწესდა - 25 ლარი.

 

თბილისის მერიამ პარკირების ახალი ტარიფები პირველი ოქტომბრიდან აამოქმედა და ზუსტად ერთი წლის თავზე კომპანიის მოთხოვნით გააორმაგა. ამჯერად ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არავის გაუპროტესტებია.

 

როგორც მძღოლები აცხადებენ, ”სითი პარკი” რომ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იმთავითვე ცხადი გახლდათ, უბრალოდ, 1 წლის წინ დედაქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობის გაღიზიანებას მოერიდა, მით უმეტეს, რომ წინ თვითმმართველობის არჩევნები იყო.

 

ახლა კი, როდესაც არჩევნები ჩავლილია, ხოლო ნამოცძრაობა სავარძლებში განმტკიცებული უზარმაზარი დანახარჯების ამოღების დრო დადგა. ერთ-ერთ რგოლი ამ საქმეში ”სითი პარკიც” არის, რადგან პარკირებიდან მიღებული მოგების 40 პროცენტი კომპანიას რჩება, დანარჩენი კი დედაქალაქის მერიის საჭურჭლეში მიემართება.

ბეჭდვა  
კომენტარები:
იბერიელი2010-10-01 11:32:12
გიგი რა საყვარელი ხარ.50 ლარი რაში უნდა გადავუხადო სიტი პარკს.ჩემო გიგი შენ გერმანიაში განათლება მიღებული კაცი ხარ.ევროპულ ქალაქებში სადაც ასეთი სითი პარკის მაგვარი კომპანიები ოპერირებენ, მათვე ევალებათ სავაჭრო ცენტრებთან ან კიდევ სხვა საზოგადოერივათ გადატვირთულ ადგილებში მრავალ სართულიანი ავტოსადგომების აშენება.რა ამიშენა სიტი პარკმა, ის ადგილები რაც ისედაც იყო უბრალოდ დახაზა, და მე იმაში ვალდებული ვარ რომ გადავუხადო 50 ლარი?! ბოდიში და თქვენ შ.... ხომ არ გაქვთ.
საწვავი გაორმაგეთ, რათა თქვენი საარჩევნო კამპანია სწორედ წარიმართოს, სიტი პარკს მოთხოვნა დაუკმაყოფილეთ, რა გენაღვლებათ სკამები ხომ უკვე გაინაღდეთ.ისე გამოდის რომ მანქანის ყოლა მხოლოდ ძლიერთა ამაქვეყეყნისათა პრივილეგია ყოფილა.
გიგი ნუ იქცევი არაკაცურად თორემ ისევ შენ დაგიბრუნდება ბუმერანგივით.მე მართლა აღარ ვიცი რა სჯობია გადასახადებში ამომხდეს სული თუ ქაოსი იყოს და იქნებ იქ მაინც ვნახო რაღაც სარგებელი.

პ.ს.ისე ძვირფასო ოპოზიციავ რომლებიც ბრძანდებით საკრებულოში, როგორ გამოგეპარათ ეს?! ძალიან მაინტერესებს როგორ შეეწინაღმდეგებით ამას.

თაზო2010-10-01 11:42:11
და ეს ხელგამოწვდილი "სტაიანშჩიკებიც" დარჩებიან. ვინმე აკონტროლებს მაგათ?

სააკაძე2010-10-01 11:50:23
აუ ამის მერე სტაიანშიკს ფულს აღარ მივცემ

გია2010-10-01 11:56:55
უგულავა დაძვრება და დაძვრება ჩვენს ჯიბეებში,
პრეზიდენტი დაბოდიალობს უცხოეთის საროსკიპოებში,
მიშისტები სუქთებიან და სუქთებიან ქართველი ხალხის სისხლით,
ამასობაში კი რუსეთი მოჩოჩავს და მოჩოჩავს!

2010-10-01 12:01:27
---
თბილისში პარკირების სისტემის ოპერირება გამოიხატება ფულის აკრებაში.ამ სფეროში შექმნილი მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.ის კორუფციის კლასიკური მაგალითია.
---

!!!!!!2010-10-01 12:22:35
ვეთანხმები იბერიელი-ს კომენტარს. 100% ხარ. რა გააკეთა სიტი პარკმა დახაზვისა და თავისი ნიშნების ჩამოკიდების მეტი?! ახალი ინფრასტრუქტურა შექმნა არა ჩემი ...

გიო2010-10-01 12:39:51
მთავრობისთვის ყველაფერი მუცლის ბოძია

ჯინო2010-10-01 13:14:28
მაგას ისევ სტაიანშიკი ჯობია-იცი მაინც ვის უხდი და რისთვის(მაინც ვუხდი)

19372010-10-01 13:59:53
იბერიელი 2010-10-01 11:32:12
ბოდიში და თქვენ შ.... ხომ არ გაქვთ.

შიგ მაგას კი არა ჩვენ გვაქვს 2007-ში დედები რო არ დაუ-ნით ჰოდა მოვიდა რა მაგი და მაგის პრასტიტუტკა ცოლი მადაზე.

კიაზო2010-10-01 14:35:38
რა მელოჩნიკები არიან, რა. რატომ 50, პირდაპირ 5000 და უცაბდ ამოიღებენფულს. მაგრამ, თბილისელები უფრო მალე ამოიღებენ და მაგათ მ---ენ ყველაფერს, მათ შორის ფინანსურ პოლიტიკის დამგეგმავ-შემსრულებლებს.

გია2010-10-01 14:50:47
იბერიელი. მართლა 100% მართალი ხარ ძმაო

გია2010-10-01 15:04:33
"ერეკლეს ტახტზე გვიზის ხეჩუა
ქართლი გვეცლება თვალს და ხელს შუა"!!!

(დიდი მუხრანი)

19372010-10-01 15:15:05
თბილისელები უფრო მალე ამოიღებენ და მაგათ მ---ენ ყველაფერს, მათ შორის ფინანსურ პოლიტიკის დამგეგმავ-შემსრულებლებს.

შენ პირს თაფლი შაქარი

2010-10-01 15:41:54
ეგ სიტი პარკი პრინციპში არაფერში იღებს ფულს - ცალკე სტაინსჩიკებ მაინც დგანან და ცალკე კიდევ ეგენი.

მიწა ხომ ყველას ეკუთVნის ?- ქალაქი ხომ ყველასია - რატომ უნდა ვიხადოთ ფული იმის სარგებლობისთვის რაც ისედაც ჩვენია.

საპროტესტო აქცია არის საჭირო !!!

ნ.გ.2010-10-01 15:53:39
ამ გიგის მე მგონი ხალხის გამწარება უნდა.

ბარნაბა2010-10-01 16:53:18
ძალიანაც კარგი,ეს არის იშვიათი გამონაკლისი სადაც სრულიად მხარს ვუჭერ ნაცებს:(50 კი არა 500ლ მაინც უნდა იყოს გადასახადი,თან ცენტრში კი დე უფრო მაღალი:(უბრალო ხალხისთვის როგორც რუსები იტყვიან "ადინ ხუი",იფიქრეთ თქვე ფაშისტებო,რომ გულაობთ:(

giorgi2010-10-01 17:09:40
აკი სთქვეს კიდევაც, გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო! ჰოდა აკეთებენ! მალე ბავშვებსაც ეგენი გაგვიკეთებენ და ღისებიცა ვართ! ტუტ! ხმა აღარ გავიგო ჩვენი!

გიორგი2010-10-01 17:20:12
ეგენი კი ამბობენ: კი არ გავაძვირეთ, ისევ 25 ლარი ღირსო-(ოღონდ 6 თვით!) იდიოტები კი არ ვგონივართ, მართლაც იდიოტები ვართ!

ანა2010-10-01 17:24:22
რა უბედურებაა , სულიც ამოგვხადეთ ბარემ რა?!

მედეა2010-10-01 17:26:29
მაინტერესებს რას ფიქრობს საკრებულოს ვაი ოპოზიცია, ხმას რატომ არ იღებს?!

გია2010-10-01 17:29:56
ეეეეეეეე, გაუბერა მთავრობამ რა, რეკეტი მიდის დღისით-მზისით!

ჩიჩერინა :):)2010-10-01 17:40:52
"საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იტალიისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებს თითქმის ინტიმური ურთიერთობა აკავშირებთ"

იტალიის გადამტერებაღა აკლდა ბედკრულ საქართველოს !!!

გიგი2010-10-01 18:07:44
"მიშა მაგარია!"
მიშა კი არის მაგარი - ჩვენა ვართ ყ.....ბი!

დავითი2010-10-01 18:22:41
ტენდერში ეგ პირობა იყო ჩადებული, რომ ფასებს გაზრდიდა ყოველწლიურად? მაშინ იქნებ სხვას ჰქონდა უფრო საინტერესო პირობები 10 ლარიანი მომსახურებით.საქმე იმაშია, რომ არც ერთი ტენდერი კონკურენციის ნიადაგზე არ ავლენს გამარჯვებულს, არ ჭირდებათ და ხელს უშლით ანტიმონოპოლიური სამსახური და სწორედ ამიტომ გააუქმეს.

2010-10-01 21:26:00
უფ! რას გაუხარდება ოპოზიციას! პირდაპირ კარგ დროს გაარტყა უგულავამ ათიანში. ხალხის უკმაყოფილება ძალიან სჭირდებოდა ეხლა ოპოზიციას.

ნ.გ.2010-10-02 00:48:39
რეებს ამბობენ? თურმე მოწყობას სჭირდება ფულიო, აბა რისი ინვესტორია, ჩვენ თუ შევუგროვეთ ფული? ასე ხომ მეც გავაკეთებდი. ან რას აწყობენ, რომ ხაზავენ მაგას ეძახიან მოწყობას? მაშინ მუნიციპალური ყოფილიყო რაა, აქ მაინ დარჩებოდა ფული ისრაელში რომ გააქვთ. იმითაც არ იწუხებენ თავს, რომ რამე სერიოზული მოიგონონ.

2010-10-02 00:49:46
არა რაააა ნამდვილად იდიოტებად გვთვლიან

2010-10-02 00:59:37
ამას ჰქვია ინვესტორი? სირცხვილია რაააააა

ლევანი2010-10-02 19:44:45
გიგი უგულავას ბიზნესი არის სიტიპარკი, გადაჭამეს უკვე ყველაფერი უგულავამ და მისმა ოჯახმა, სანათესაომ, რაც კი ტენდერებია სულ უგულავას ნათესაობა იმარჯვებს.

ნ.გ.2010-10-02 22:45:21
ამ ლეიბორისტებს წინდაწინ გადაუხადეს ფული, ხმას რომ არ იღებენ?

ნონა2010-10-03 07:16:19
მალე ჰაერსაც, რომელიც სხვათაშორის საშინლად მოწამლულია,ფასს დაადებენ და სუნთქვასაც აგვიკრძალავენ. გასდით და რატო არა?!

მ ა რ ე2010-10-03 16:18:31
დიდი ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ და მართალი გითხრათ,ვერ გავიგე,რა სისტემა მუშაობს საერთოდ...
ეს ფიქსირებული გადასახადი მხოლოდ თბილისელებისთვის არის?
აი,მე რომ რაიონში ვცხოვრობ და შეიძლება თვეში ერთხელ ჩამოვიდე დედაქალაქში, როგორ იქნება ჩემი საქმე: სად ვიხდი და რამდენს?
დგას თუ არა ქუჩებში ავტომატები,სადაც იმდენ მონეტას ჩავყრი,რამდენ ხანსაც ვაპირებ მანქანის გაჩერებას?
თუ ვინმე არ დაიზარებს და მოკლედ ამიხსნის,მადლობელი ვიქნები.

ნ.გ.2010-10-03 16:38:52
ეეე მარე, შენ კი არა, ჩვენც ვერ გავიგეთ რა სისტემა მუშაობს. ან თვითონ იციან? ერთი რამ იციან, ფულის შეგროვება და რა სისტემა, რი სისტემა.... სითი პარკმა ავტოსადგომები მოაწყოო, ერთი ნახეთ რაა რა სადგომებია, წვიმა თუ მოვიდა, ერთი თვე გუბეებია სავსე და ახლოს ტროტუარზე ვერ გაივლი, გამვლელმა მანქანამ რომ არ შემოგასხას. რამდენი ფული გადის ისრაელში, რატომ, ვერ გავიგე, მუნიციპალური მაინც ყოფილიყო, რა ინვესტიცია ამას უნდოდა.

მ ა რ ე2010-10-03 16:54:36
არა,მე მართლა მაინტერესებს, ამ 50 ლარიან გადასახადს რა ალტერნატივა აქვს? ვისაც არ ექნება გგადახდილი,ვერ გააჩერებს მანქანას? აბა,რას იზამს?!

ნ.გ.2010-10-03 17:07:55
თუ მაგათ შემოხაზულზე გააჩერებენ, დააჯარიმებენ. არადა სადაც სადმე პატარა ადგილი ნახეს, ყველგან შემოხაზეს. ტროტუარებზეც კი. სხვაგან კი ბატონო, გააჩერე სადაც ამკრძალავი ნიშანი არ არის, მაგრამ დატოვეს ადგილი? ან რატომ დატოვებდნენ რაააა ერთი ქილა საღებავის შოვნა გაუჭირდებოდათ თუ რაააა. აი, რაც შეეხება რაიონებიდან ჩამოსულებს, მეც არ ვიცი. ვინც წელიწადში ერხელ ან ორჯერ ჩამოდის, უნდა იშოვნოს ადგილი, სადაც გააჩერებს მანქანას,მაგ. კორპუსის ეზოში, სადაც მერე ჩვენ ვეღარ შევდივართ და არის ერთი გინება და უბედურება, და ვინც ხშირად ჩამოდის, უნდა გადაიხადონ.

მ ა რ ე2010-10-03 22:41:23
გმადლობთ ნ. გ. !
ამ გადასახადის გაორმაგება იმ მოტივით, ჩვენ ახალ სადგომებს ვაკეთებთ და ეს ხარჯებთან არის დაკავშირებულიო,- სხვა არაფერია,თუ არა მუნიციპალიტეტის მიერ სანქცირებული ყაჩაღობა!
შენ რომ ახალ სადგომს აკეთებ (გაკეთება თუ ჰქვია ასფალტზე ხაზების გავლებას), ამან შენ უნდა მოგიტანოს დამატებითი შემოსავალი,- მე რა შუაში ვარ?! ბარათაშვილზე მდგარ ჩემს მანქანას რა პირობები უუმჯობესდება იმითი, შენ რომ დიღომში ახალ სადგომს აკეთებ?!
მიშა მართლა მაგარი აღმოჩნდა! - ვერ წარმოვიდგენდი,ვინმე თუ ისეთ აპათიაში ჩააგდებდა მთელ ერს,რომ წინააღმდეგობის კიარა,პროტესტის გრძნობაც არ გაუჩნდებოდა არაფერზე.

ზურა2010-10-04 00:49:08
"სითი პარკი" რომ არაფერს აკეთებს სადგომების გასაუმჯობესებლად ეგ ნათელია. და საერთოდ ვის გაუგია პარკირების ზონის დახატვა ქუჩის მარცხენა მხარეს, ანუ გასწრების მხარეს? ან ვის მოაფიქრდა პარკირების დახაზვა ქუჩის სავალ ნაწილზე? ხალხს სასიარულო არსად დაუტოვეს

ვაჟა2010-10-04 15:00:19
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!
კიდევ შემოხაზავთ ხუთიანს, თქვე მათხოვრებო?

გიორგი2010-12-22 15:21:47
ეხლა დაიწყეს ჩუმ ჩუმად ჯარიმების გამოწერა ,მძღოლმა არ იცის დრო გჰადის და ეწს დეგენერატები 150 ლარიან ჯარიმას ახდევინებენ,თუ ვინმე დამიმტკიცებს რომ ამათი მოსვლით რაიმე შეიცვალა ან გამოკეთდა ხმას არ ამოვიღებ.ხაზეთ და იყავით ხუთიანები მალე ჰაერსაც მოგვყიდიან

GIA2011-12-05 13:09:43
ყველას,ზემოთ თქმულს ვეთანმები და სოლიდარობას ვუცხადებ,მალე ცხვირზეც "სოჩიკს" დაგვიყენებენ,თბილისური "სუფთა" ჰაერით მოსაკრებელი (ჰააა,რა ფრთხილი გამონათქვამია)რომ მოიკრიბონ.დაითვალეთ ხალხო,რამდენია საჭირო მდაბლად რომ იარსებო,ყველა ხომ არ იქნება სახელმწიფო სამსახურში,რა ქნან დანარჩენებმა? ჯარიმები(თუ დააშავე)მოსაკრებლები(ბლომად)დენი,წყალი(ეს ოხერი მაინც გვაქვს უხვად)ბენზინი,ნაგავი....აი,ნაგავში მქექველები მენახონ მალე ევროსტანდარტკანონ მომკრებლები...კარგია და მისასალმებელი ახალი გზები,განათება,სხვა სიკეთეც,მაგრამ ცოტა საშუალო და დაბალ ფენასაც უნდა გაუწიონ ანგარიში(ეს საკმაოდ დიდი ძალაა)თორემ მართლაც ძალიან მალე აღმოჩნდებიან ისტორიის ნაგავსაყრელზე...

2012-01-11 14:27:31
მეზიზგებიან სიტი პარკის დამპუდნებლები და ვინც იკ მუშაობს კიდე

seo service2013-09-05 20:41:48
sMiTrm Im obliged for the post.Thanks Again. Really Cool.

cheap backlinks2014-07-18 18:01:48
KaV47p Awesome blog post.Much thanks again. Awesome.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. თბილისში მგზავრებმა ავტობუსიდან შავკანიანი ახალგაზრდა გადმოაგდეს
2. გამაოგნებელი სანახაობა, რომელიც გრენლანდიაში გადაიღეს (ვიდეო)
3. როგორ დავიკლოთ კვირაში 3 კგ დიეტის გარეშე
4. მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის ცვლილებებია
5. გაერო: ებოლა კონტროლს აღარ ექვემდებარება - ვირუსით კვირაში 10 000 ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებენ
6. უმშვენიერესი გოგონას მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც მალე ჰიტი გახდება
7. ნაყენი, რომელიც მთელი ზამთრის მანძილზე უნდა მიიღოთ სურდოს თავიდან ასაცილებლად
8. სწრაფად გასაკეთებელი უგემრიელესი ტორტი, არაჟნის ჰაეროვანი კრემით
9. ”პატრული პატრული!... სვანი ვარ დედას მოგი...ავ” - ჩხუბი ვარკეთილში (ვიდეო)
10. უნიკალური რეცეპტი - გათავისუფლდით სახსრების ტკივილისგან
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-10-31
visitor 30 488
visit 39 719
page 66 603
2014-11-01
  3 824
  4 073
  6 252