რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
და­ჩი დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დარ­ბაზ­ში მყოფ პი­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჟეს­ტით და­ემ­შ­ვი­დო­ბა
,,თქვე­ნი და­ქა­ლო­ბა­ღა მაკ­ლ­და" - მერ­სი და ანა მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი და­ქა­ლე­ბი არი­ან?
სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ახა­ლი ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლი ჰყავს
„ნუ ინ­ძ­რე­ვი, ქარ­თ­ვე­ლო­ბას მარ­თ­მევ!“
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ამინდი
  თბილისი21°-30°
  ქუთაისი19°-32°
  ბათუმი22°-29°
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2012 წელს

15:48 26.12.2011
[შორენა გოგოლაძე]

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი თორმეტი ზოდიაქოს ნიშნების 2012  წლის ჰოროსკოპზე,  „პრესა.ჯი“–ს ესაუბრა. ასტროლოგი აღნიშნავს, რომ თორმეტივე ნიშნისთვის პრობლემური წელია ფინანსებთან მიმართებაში და განსაკუთრებით მაღალია რისკები საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, ცაგარელის თქმით, დრაკონის წელი საყვარელ ადამიანთან მიმართებაში განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს.  

ვერძი

მთლიანობაში, ვერძისთვის 2012 წელი უკეთესი წელი იქნება, წინა წელთან შედარებით. შავი მთვარე, რომელიც მათ უშლიდათ ხელს წინსვლაში და ცდუნების წინაშე აყენებდა, ახლა გამოვიდა ვერძის ზოდიაქოდან. ვერძები ამოისუნთქავენ ამ წელს და წარმატების შანსი რადიკალურად მოემატებათ. ამიტომ შეუძლიათ აქტიურად იმოქმედონ და ინიციატივაც გამოიჩინონ, რაც მათ წარმატების  გაცილებით მეტ შანსს მისცემს, ვიდრე ეს 2011 წელს იყო.

კურო

კუროს აქვს ორმაგი ტენდენციები წლის პირველ ნახევარში 13 ივნისამდე. რა იგულისხმება ამაში... მათ ზოდიაქოში იმყოფება ახლა გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, ასევე, შავი მთვარე, ანუ მაცდუნებელი ძალა. ამიტომ თუ ისინი ცოტა ფრთხილად იქნებიან ფინანსურ ოპერაციებთან, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, საქმის მიმართ, სასიყვარულო ურთიერთობებისა და პარტნიორების მიმართ, მაშინ ძალიან კარგი შეიძლება იყოს წლის პირველი ნახევარი მათთვის.

ტყუპები

ტყუპებისთვის განსაკუთრებით კარგია წლის მეორე ნახევარი. ეს უკვე 25 მაისიდან დაიწყებს ამოქმედებას. მათ წელს ძალიან ბევრი შანსი აქვთ და განსაკუთრებით უნდა გამოიყენონ პერიოდი 25 მაისიდან 13 სექტემბრამდე. ეს არის მათთვის ოქროს ვარსკვლავური პერიოდი. 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ნორმალური წელიწადია. ვერ ვიტყვი რომ კარგი წელი იქნება ან ცუდი. დავარქვათ საშუალოზე უკეთესი. შანსი იმისა, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწევენ კირჩხიბები ნამდვილად არის. განსაკუთრებით მათი წარმატების შანსი მარტის პირველ ნახევარში გაიზრდება. აპრილის მეორე ნახევარი და მაისი პირველი ნახევარი. ასევე კარგია მთელი ივლისის თვე მათთვის. ეს პერიოდები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რადგან აქ დადებითი პერსპექტივები ნამდვილად არის. ისინი ცოტა უნდა გაუფრთხილდნენ თავს ივნისში. ივნისი ნაკლებ პერსპეტიულია მათთვის და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ლომი

თეთრი მთვარე ე.წ მფარველი ანგელოზი ახლა ლომის ზოდიაქოში იმყოფება. ამიტომ წარმატების შანსი ლომს აქვს ძალიან მაღალი. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში. ნებისმიერ სფეროში, სასიყვარულო იქნება ეს, ბიზნესის სფერო თუ სამსახური. მათ ყველაგან დიდი შანსი აქვთ წარმატების. კარგი პერიოდია ლომთათვის, თუმცა შესაძლოა წლის მეორე ნახევარი აღმოჩნდეს ისეთი  პერსპექტიული ლომებისთვის, როგორიც პირველი ნახევარი.

ქალწული

ქალწულებისთვის მთლიანობაში კარგი წელია. განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი, დაახლოებით ივნისამდე. მათ ძალიან აქტიურად უნდა იმოქმედონ, რადგან ბიზნეს საქმიანობის კუთხით, ფინანსური კუთხით დადებითი ბევრი სანში და პერსპექტივა აქვთ.

სასწორი

სასწორები შედარებით გათავისუფლდებიან და მათთვის უფრო უკეთესი იქნება წლის მეორე ნახევარი, უკვე დაწყებული ივნისიდან. აქ სატურნი მუხრუჭი პლანეტა იმყოფება სასწორის ზოდიაქოში. ის მალე დატოვებს ამ ნიშანს და წარმატების შანსი განსაკუთრებით მოიმატებს სასწორებისთვის წლის მეორე ნახევარში.  

მორიელი

მორიელისთვის ალბათ არის ყველაზე რთული წელიწადი. პრობლემების ტენდენცია ამ წელს ყველაზე მაღალია წლის განმავლობაში. ამტომ უნდა იმოქმედონ ძალიან ფრთხილად და წინდახედულად, რადგან არ აღმოჩნდნენ სახიფათო ან მაცდუნებელი პრობლემების წინაშე.  

მშვილდოსანი

მშვილოსანისთვის ეს წელი საშუალოა. შეიძლება მეტ–ნაკლებად ამ წელიწადის სტაბილურად გავლა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებების გარეშე.

თხის  რქა

თხის რქას უნდა ახსოვდეს, რომ წლის პირველი ნახევარი უკეთესია. დაახლოებით ივნისის თვემდე. მათ საკმაოდ აქრტიურად უნდა იმოქმედონ, რადგან პროფესიული წინსვლისა და საოჯახო ურთიერთობების მხრივ წარმატების შანსი მაღალია. წლის მეორე ნახევარი, შესაძლოა, იმდენად წარმატებული არ იყოს, მაგრამ მეორე ნახევარსაც აქვს გარკვეული დადებითი მხარე.

მერწყული

მერწყულთათვის წლის მერე ნახევარი უკეთესია, მაისის ბოლოდან დაიწყებს ამოქმედებას და აქ უკვე იგრძნობენ მერწყულის  ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, რომ მეტი პოზიტივის მიღების და წარმატების შანსი დიდია. იგრძნობენ ისინი, რომ საქმიანი და პერსპექტიული წინადადება მოიმატებს  მათდამი. წლის პირველი ნახევარი ნაკლებ ეფექტური იქნება და უმჯობესია ეს პერიოდი განვლონ მშვიდად და სტაბილურად.  

თევზები

თევზებისთვის ახლა ყველაზე რთული პერიოდი დადგება 25 იანვრიდან, რომელიც გასტანს 15–16 თებერვლამდე. ეს ერთ–ერთი ურთულესი პერიოდია, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა განვლონ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა. ამ დროს, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილური და დეპრესიულობა მატულობს. შემდგომ დგება სასიკეთო პერიოდი. მომდევნო რთული პერიოდია უკვე ივნისის პირველი ნახევარი და კიდევ ერთი პერიოდი უკვე დეკემბრის პირველი ნახევარი. დანარჩენი პერიოდები თევზებს შეუძლიათ მშვიდად განვლონ. ინტუიცია მათ მზარდი აქვთ და ინტუიციაზე დაყრდნობით შეუძლიათ გაცილებით მეტი წარმატების მიღწევა.

რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს. ასტროლოგი ზოდიაქოს თორმეტივე  ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ურჩევს თავი შეიკავონ სასიყვარულო ურთიერთობებში ზედმეტი ემოციურობისა და ეჭვიანობისგან.

დრაკონის წელიწადი აძლიერებს ვნებას და ამავე დროს, აძლიერებს ეჭვიანობას ადამიანებში. თან აუცილებლად ითხოვს ერთგულების დაცვას. ამიტომ ერთგვარი კოსმიური გამოცდების წელიწადია. ვინც შეძლებს, რომ დაიოკოს ემოციური ზედმეტი ეჭვიანობა და თან იყოს ერთგული, იქნება გაცილებით წარმატებული ასეთი ოჯახიც და ურთიერთობაც ასევე წარმატებული იქნება. ვინც ამას ვერ შეძლებს, მას გაცილებით მეტი პრობლემები შეექმნება მომავალში.

ბეჭდვა  
კომენტარები:
როინი2011-12-26 16:27:46
აუ ცაგარელი წადი თავი მოიკალი გტხოოოოვ :დდდ

ნინო2011-12-26 16:36:06
ტყუპებს გვეშველა და ეგაა რაა :D

მაკა2011-12-26 16:47:16
ნუუ ტყუპების მომეწონა...კარგია:D

2011-12-26 16:56:03
გაიხარეეეე....შვება ვიგრძენიიიი.....მეშველა და ეგააა...:D:D:D

2011-12-26 16:56:14
ვიტომ გვაბოლებ ცაგარელი არა?

2011-12-26 18:01:30
რა კლე ხარ მიხეილ ნეტავ იცოდე რა,,

მალვინა2011-12-26 18:26:45
ხალხნო ნეტა უნდა დავიჯეროთ?

ლიკა2011-12-26 18:34:41
ეს კაცი და კაკულია რომ არ ყავდეს საქარტველოს რა გვეშველებოდა

ნაირა რუხაია2011-12-26 21:17:29
ასტროლოგია არის მეცნიერება და ვინც არ ერკვევით თავი შეიკავეთ რომ უხერხულ უვიცობაში არ ჩაგეთვალოთ! ასტროლოგია წმინდა წერილშიცაა და 12 პატიოსანი ბიბლიური ასტროლოგიური ქვები მაინც არ გაგიგონიათ?! ან ზოდიაქოს ყველა ნიშანს რომ 12 მოციქულიდან ყოველ თვეს თავისი წმინდანი ყავს?! გეყოთ რა ეს უაზრო თავდასხმები ადამიანებზე!

ნოდარი2011-12-26 22:07:02
გვერხევა თევზეებს?:D:D:D

ლალა2011-12-26 23:28:54
ტყუპებო წინ წარმატებებისკენ

ლიკა2011-12-27 04:00:14
ასტროლოგია დიდი მეცნიერებაა გეთანხმებ ნაირა და ამოუცნობი..მაგრამ საიდან იგონებს ყოველთვიურ ამპროგნოზებს ეს კაცი არ ვიცი

ნიაკო2011-12-27 04:52:36
არ იგონებს ლიკა..ყოველი ასტროლოგი ადგენს კალენდარს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანზე,იციან რომელი პლანეტა რომელ ნიშანზე რა გავლენას ახდენს,როდის მოაქვს პოზიტიური თუ ნეგატიური მუხტი და მისი მეშვეობით პროგნოზირებენ

პაწკო2011-12-27 10:25:23
ყოჩაღ სასწორს :D რას ერჩით ამ ასტროლოგიას ვერ გავიგე :\

****2011-12-27 11:21:22
როგორც ერთი მარკშეიდერი, ისე ერთი ასტროლოგიც საჭიროა,,,,,:D :D :D

:) :) :)2011-12-27 11:24:55
იქნება ვერძებს გაღიმების საშუალება მოგვეცეს....:) :) :) :) რავიცი მე მომწონს

ია2011-12-27 11:47:39
და თუ მშვილდოსანი დრაკონის წელშია მაინც არაფერს ნიშნავს? ეგ როგორ ?...

თეონა2011-12-27 12:47:55
მორიელი ვარ და მგონი ჯობია დავიწყო გულზე ხელები და ერთი წელი დავიძინო.. აბა ამდენმა პრობლემებმა დამღალა რა.. წელსაც ასე უნდა ვიყო? :( კითხეთ რა მიშას როდისმე ჩემ ცხოვრებაში კარგი წელი იქნება?:(

ნოანოა2011-12-27 13:58:35
ნაირა რუხაია 2011-12-26 21:17:29
ასტროლოგია არის მეცნიერება და ვინც არ ერკვევით თავი შეიკავეთ რომ უხერხულ უვიცობაში არ ჩაგეთვალოთ!

ეს თქვენი აზრია...მკითხაობაა თუ მეცნიერება
ასტროლოგია არ არის მეცნიერება,(ყოველ შემთხვევაში ის რასაც ციურ სხეულებზე მკითხაობა ჰქვია)
ასტროლოგია და ასტრონომია ხომ არ აგერიათ:)
ეს ყველაფერი კი ღიმილსმომგვრელია

პ.ს. თავად სტატია არ წამიკითხავს,:),.....უამისოდაც ყველაფერი დღესავით ნათელია

2011-12-27 15:39:23
ილოცეთ . მიანდეთ თქვენი თავი უფალს და ყველაფერი კარგად იქნება
გფარავდეთ მამაზეციერი ამინ.

ნოდარი2011-12-27 15:43:10
ნოანოა-მ იმენა გადაჯოკრა

ირუსი2011-12-27 16:36:03
მორიელი ვარ,ის ცელიცადი არ ვარგოდა და მომავალიც არაფერს კარცს არ მეუბნება..........რა ხდება??????????

2011-12-27 18:01:40
გადაცემა 100 გრადუს ცელსიუსში იყო მოწვეული ვინმე ჯონდი ტუხაშვილი, რომელიც მართალია ცოტა არაადექვატურად გამოიყურებოდა და თან როგორც გაირკვა რეინკარნაციის სწამს (!!!!!!!!!???????????), მაგრამ ერთ რამეში ძნელია არ დაეთანხმო ბ-ტ ჯონდის - დღევანდელი მედია - ასტროლოგია არის სრული "ხალტურა". ასე რომ მშვიდად იყავით ღრიანკლებო

2011-12-27 18:09:14
კიდევ ერთი, ბატონო მიხეილ რატომ მოკურცხლეთ იმ გადაცემიდან?

ნინო2011-12-27 18:58:58
მეშველა და ეგაა რაა ტყუპები ვარ თან დრაკონი:D:D:D

ილონკა2011-12-27 20:28:28
ნოა-ნოა ჩაგეთვალა....

Nino2011-12-27 20:43:04
Astrologia aris mezniereba da misi meshveobit saerto prognosis gaketeba ar aris gvtis uarkofa, vinaz ar izis misi mnishvneloba da is wesi rogor xdeba planetebis mdebareobidan gamomdinare prognosireba gircevt waikitxot, da astrologia ar geubneba imas xval vis shexvdebi, geubneba imas rom rodisaa xelsakreli periodi raime sakmis dasawkebad, rogoria xasiaatisaa tkvens gverdit mkofi adamiani, waikitxet da dagexmarebad xalxtan urtiertobebshi, kvelafers zodvat nu tvlit, gmerto mishveleo rom vambobt, xeli gaanzrie da gishvelio, erti xelis ganzreva am astrologiis gadakitxvaaa

ტყუპი2011-12-27 21:41:30
ნოანოაააააააააააა, ოეეეეეეეეეეე

ნინა2011-12-27 21:45:04
ასე ზოგადად აზრი არა აქვს,ინდივიდუალურით კიდე გამოიტან დასკვნებს,ასე რომ ბატონო მიშა1979 წელს 26 აგვისტოს საღამოს 8 საათზე დაბადებულს რას მეტყოდით-რა მხრივ მელის წარმატებები?:)ყველას გილოცავთ!

ტატა2011-12-27 22:13:42
ვერძებსაც რა გვიჭირს?:D:D:D:D:თუმცა უკეთესს ველოდიიიი::)თან მორიელის სახლში ვარ დაბადებული და მორიელებისთვისაც მაინდამაინც არ გუგუნებს!:)

2011-12-27 22:58:34
yoveltvis dzalian cota slaparakobt mshvildosnebze...ratom?

მარიამი2011-12-27 23:07:45
ნეტააა ასეეე სულლ სულლლ ზუსტად ამიხდესს:)))))))))<3

anuki2011-12-28 00:22:26
me piradad batoni cagarelis prognozi misruldeba

anuki2011-12-28 00:25:00
ჩემი ზოდიაქოს ნიშანი "ლომი"-ა

ვაჟო2011-12-28 03:56:10
jigarixar cagareli tyupi var to...

სოსო2011-12-28 14:16:05
კირჩხიბი: ვერ ვიტყვიო კარგი იქნებაო თუ ცუდიო :D :D :D აბა რა იცის :D ფულის დათვლა კარგად იცის :D

///2011-12-28 15:35:39
ფუ თარსი!!!!!!!!!! ვინ მოგცა უფლება რთული წელი გექნებაო მითხრა:((( მართლა იმოქმედა ნეტა არ წამეკითხა

2011-12-28 21:16:01
ნოანოას მინდა ვუპასუხო ___ ტყუილად გეღიმებათ, თქვენ მეცნიერების განმარტება თუ იცით? მოვლენათა შესწავლის. შემეცნების და მტკიცებულებათა სისტემას _ მეცნიერება ჰქვია, და რას სწავლობს ასტროლოგია? კოსმოსსა და ადამიანის ურთიერთობას განიხილავს, ამიტომ მე ვეთანხმები ნაირა რუხაიას . ზიზი

2011-12-28 21:20:25
რა ტყუპები რის ლომები ხალხო ცოტა აზრზე მოდიტ რა

2011-12-29 21:50:46
მემგონი ცაგარელს ღამე ვარსკვლავები უყვებიან რა ნიშანს რა ბედი ეწევა ბოდვაა მისი ნატქვამი და მეტი არაფერი ვისაც გჯერათ იცხოვრეთ ცაგარელის რჩევებით და სადამდე მიხვალთ საკითხავია.ის ამ ყველაფრით ფულს შოულობს და მეტი არაფერი

რა საჭიროა:)))2011-12-30 00:40:39
თუ ყველაფერი კარგად იქნება,რატომღა აპროგნოზებს:)))))))).აგარ მესმის უკვე ამ ხალხის მაგრად გარეკეს:)

2011-12-30 10:55:54
თევზებზე რეეებს წეერთ,არ არის სიმართლე საქმე ნახეტ რამე უკეთესიი!!1

თეა2011-12-30 10:58:36
აჰა, მოვიდა ახლა ეს თავბისი თეთრი მზეებით და შავი მთვარეებით და დაგვჩხავის.

გარინჩა2011-12-30 12:28:32
ეჰ, რამდენი უსაქმური და მიამიტი ჰყავს უფალს.... ღმერთო, ყველას გაუმარჯვე ამ ცხოვრებაში და ნურავის დატოვებ ცაგარელის იმედზე! ყველას გისურვებთ ბედნიერ წელს!

2011-12-30 18:10:41
:D

2011-12-31 00:06:58
გარინჩას გაუმარჯოს!

ნინა2011-12-31 00:33:38
ხოოოო... პროგნოზები გადასარევია... რა ქნან მეტი ვარსკვლავებმა... ცოტა ხელიც ჩვენც გავანძრიოთ და გვეშველებაააააა (იმის არ იყოს კაცი რო იხრჩობოდა და ღმერთო მიშველეო და ღმერთმა რო უთხრა შე კაი დედმამიშვილო გიშველი მარა ცოტა ხელი შენც გაანძრიეო)

დათო(საბერძნეთი)2011-12-31 02:59:23
წლის პირველი ნახევარი იქნება პერსპექტიული ლომთათვის,ვიდრე მეორე...
თუმცა მეორე ნახევარი შეიძლება უფრო პერსპექტიული იყოს მათთვის ვიდრე პირველი...
ან ცაგარელი ვერაა ან შეცდომით ჩაწერეს,უფრო ორივე ერთად...

დათო(საბერძნეთი)2011-12-31 03:01:26
ზოგი მიშას ელოდება,ზოგი ბიძინას და ზოგიც ცაგარელს...
აი მტერსაც ეგ უნდაააააააა!!!

av2ka2011-12-31 20:22:46
AU AR DAMGHUPA ES DRAKONIS WELSHI DABADEBULI MORIELI?! :d

მედეა2012-01-01 02:57:28
რა უაზრობაა

შმაძუგა2012-01-01 03:34:40
შმაძუგამ თქვა ეს ყეყეჩური სისულელეები დაივიწყეთ და თავად გადაწყვიტეთ როგორი წელი,თვე,კვირა,დღე,საათი,წუთი,წამი გექნებათო.

პ.ს. შმაძუგა არასდროს არ ცდება.

სტალინა2012-01-01 12:31:43
იდინამორე ცაგრელიი ხახლს ნუატყუებ

სტალინა2012-01-01 12:32:47
აააააააააააააააააააეეეეეეეეეეეეეეეეეეე ცაგრელიიიი თუმოვედიი და დაგესიეე ეს ცხოველბი ვეგრუნდა აწრებდე სად გაიკცე რასატყუებ ხალხს

თამო2012-01-02 14:31:53
ხალხო ვინც არ ხართ ჩახედული ამ სფეროში ძალიან გთხოვთ შეიკავეთ თავი, რადგან ისედაც ვიცით, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს არ წამს არანაირი პროგნოზების. ეს ბატონმა მიშამაც მშვენივრად, იცის თან ჩემზე უკეთესად. ამიტომ მას ამ კომენტარებით ვერ გააკვირვებთ.
იქნებ ვისაც არ გჯერათ ამ პროგნოზის არ წაიკითხოთ და ხელი არ შეგვიშალოთ!

გადარეული2012-01-02 15:15:13
:)

გადარეული2012-01-02 15:16:05
მაგარი ბოთაობაააააააააააააააა

მარინა2012-01-02 20:51:24
რა უბედურება გვჭირს მორიელებს? ცოტა შეღავათიანად მაინც გვითხარით!? აბა, სანუგეშოს ვერაპერს გვეტყვით?:)))

ნინო2012-01-03 21:09:28
გთხოვთ მომცეროთ მიხეილ ცაგარელის რაიმე მისამართი ელ პოსტა მაინც გთხოვთ,წინასწარ გიხდით მადლობას.

ადამიანი2012-01-04 21:02:34
ვისაც ასტროლოგიის არ ჯერა იმათ გასაგონად ვამბობ: უვიცები ხართ და ხმა გაიკმიდეთ ნუღარ ამჟღავნებთ მაინც რა.ცაგარელი თავის საქმეს აკეთებს და თუ ყოველთვის ლამაზ სიტყვებს არ გეუბნებათ ეს იმიტო რო პროფესიონალია და იმას ამბობს რასაც თქვენი ზოდიაქო ამბობს.არა მაინც ასეთი რეგვენი ხალხი როგორ იბადებით?მაშინ იკითხეთ იმ ცრუ ასტროლოგების პროგნოზები მართლა რო გაბოლებენ თქვენ მაინც მეტის ღირსები არ ხართ.

ლია2012-01-06 12:31:12
ვისაც არ მოსცონს ნუ კითხულობს

ლია2012-01-06 12:32:26
tu ar mogcont nu kitxulobt

მმმმმმმმმმმმმმმმ2012-01-09 02:36:01
ტყუპებს მაინც არ გვეშველება))

მერწყულიიივააა2012-01-09 03:43:22
ვააა ცაგარელს ის ჯემპრი გაუხდია სულ რომ აცვია ზამთარ ზაფხულს ტო_))))

გერმ2012-01-09 12:52:01
ვისაც არ უნდა მართლა ნუ კითხულობს რააა, არადა გულში სჯერათ :))))) მარა ბოღმა ხო უნდა გადმოანთხიონ ... ჰაჰაჰჰ რა როჟები ხართ რააა

მაკა2012-01-10 01:04:00
ვისაც გვჯერა გაგვატარეეეტ რაააა)))

კურო2012-01-10 03:11:07
კუროები წლის მეორე ნახევარში ვწყდებთ თუ რა ხდება? ააა გამახსენდა მეორე ნახევარს აღარ ამბობენ ვარსკვლავები სურპრიზი გველის 21 დეკემბერს...

ტყუპები2012-01-10 09:27:24
მაგარიაააააა კარგი წელი ჰმმმმმ...........(ცაგარელს თავი დაანებეთთთ!!!!უვიცოებო!)

2012-01-10 21:22:49
ცაგარელის კი არა გმერტის უნდა გვჯეროდეს.ცაც და ვარსკვლავებიც მან შექმნა.ვისაც ამის დანახვა არ უნდა მისი პრობლემაა

ვითომ ტატა2012-01-12 22:05:41
ეს ცაგარელი ასულელებს ზოგიერთს...ამას ქვია ნაბოდვარი.

9992012-01-14 16:47:13
ერთადერთი კაცია საქართველოში, ვისაც საკუთარ ნათქვამზე პასუხი არ მოეთხოვება... დაგაბოლებს და სდიე მერე ვარსკვლავებს :))

varskvlavtmricxvela ))2012-01-14 17:33:57
shegveshvi !!!!!!!!!!!!!! daun vi dikteite !!!!!!!!! shavma mtvarem gagjimos shen da iupiteris sartyelshi unda mogakolo tavi, ro momaval 2012 cels zurmuxtisa da lalis tvlebis uarkopitma auram dagaxchos da dagtanjos !!!

varskvlavtmricxvela ))2012-01-14 17:35:49
da etli gacie kide ver gvdivar ))))))))))))

გლორია2012-01-14 20:29:14
მომკალით და არ მჯერა.მაპატიეტ :)

ნატუკა2012-01-15 21:01:12
მაგარიიი სისულელეააა??? :D:D:Dისე მასე მაგარიიი თუა ცაგარელი რატო არ მივიდა გადაცემაში რომ მიიწვიეს სტუმრაად სხვა ასტროლოგებთან ერთად???თუ იქ უკვე ვეღარ დააბოლებდა ხალხს??? :D:D:D:D

ნატუკა2012-01-15 21:08:23
მართლა ვისაც ესმის ასტროლოგია იცის რომ მაგარი სისულელე წერია აააქ...:D:D:D

2012-01-15 21:37:22
დაგვერხა მორიელებს, მაგრამ სხვა რომ სხვაგვარად წინასწარმეტყველებს? რომელს დავუჯეროთ, ცაგარელს თუ სხვას!!!!

მარი2012-01-15 21:52:13
თუ ვინმეს არ გჯერათ უბრალოდ არ დაიჯეროთ და ეგ არის.... და ერთი რამ მინდა გკითხოთ: თუ ექიმს შეუძლია შეცდეს დიაგნოზის დასმის დროს, ცაგარელიდან აბსოლუტურ სიზუსტეს რატომ ელით? მითუმეტეს რომელი პლანეტა სად მოიგუნებებს გადახრას და რა გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე ცაგარელს ხომ არ შეეკითხება ნეტავ

2012-01-18 00:55:15
ვითომ ტატა!!!დავინჩის საიდუმლო სერობა მაინც არ გინახავსსს.ცაგარელამდეც არსებობდნენ ვარსკვლავები,უიიი არ იცოდი?

2012-01-22 22:01:57
][პიუტფრეტ5ყ67უ8პო0;/.

2012-01-22 22:08:10
ვაი თკენს პატრონს უბედურს,თუ არ გჯერათ, რას კიტხულობთ თუ ხალხის ბედი გაგელვებთ, უსაკმური კაცივიტ მახატს იკრით

2012-01-23 19:13:55
ბოლოს+და+ბოლოს+სტალინს+და+ჯონ+კენედის+ყავდა+ასტროლ ოგი:)

მაკ_მაკ2012-01-23 20:26:27
ჯერ ისედაც ცუდათ დაიწყო ეს წელი ჩემთის და ეხლა კიდევ 25 დან ცუდიაო მეწყინა:((((((((((((((((((((( თევზებს ხომ ბედი არაფერში გვაქვს:(((((((((((((

ჰმმმმმ.....დააააა2012-01-25 01:37:01
მაკ-მაკ,ცაგარელმა შეგაშინა?ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული,გული არ გაიტეხო!

მორიელი2012-01-28 02:55:27
აი ესღა მაკლდა და მდაააააააააააა . :D :D :D მორიელი ვარ და რავქნა ახლა ეს საბოლოოო შედეგებია? ნიუჟელი ამ წელს აღარაფერი მეშველება? :D :D: :D :D :D :D :D :D :D :D

მორიელი2012-02-26 01:24:16
საცოდაობაა ამდენი უვიცის და უწიგნურის კომენტარი.
ცაგარელს ერთ-ერთი შეეჯიბრეთ განათლებაში და იყავით მასზე უკეთესები.
სამცუხარო რეალობაა ამდენი ცინიზმი.

მორიელი2012-02-28 00:52:43
ნეტა ამან რა ჩემისა იცის?

2012-03-03 01:56:33
aprenen magrad

ანაბანა2012-03-03 08:28:47
არც ამას უსჰევბტ უტვინო მოდერნატორებო??მასჰინ დაჯექიტ და იკიტხეტ ცჰემი ლოცვა-კურტხევა

ანაბანა2012-03-03 08:29:42
ხოხ..ეს დაბესჰდეტ კრეტინებო??ვაი,რა საცოდავები ხარტ

პელე2012-03-22 09:29:16
ვისაც არ გჯერათ, რატომ კითხულობთ? ან რაღას აკომენტარებთ?

თორნიკე2012-03-29 10:56:13
ეს ხალხი ვერ მიხვდა რომ ამდენი წლებია მიშა ხალს აბოლებს და ამით საკმაოდ ბევრ ფულშაც აკეთებს.მე მაინც არ ვიცოდე თვითონ როგორ კაიფობს ამ ყველაფერზე:)))))) თან როჯას 3 ცოლი ყავს.წავიდეს თავის თავს მიხედოს

ირუსი2012-03-29 22:40:43
მორიელებმა რა დავასავეტ,სულ პრობლემები,აგარ უნდა გატავდეეეეეეეეს????????

ალიბაბა2012-03-31 11:16:33
მორიელი სულ პრობლემატურია ..როდის მესჰველება ააააააააააააააააააა

ალიბაბა2012-03-31 11:17:56
რა მჯერა მჯერ არა კვატი ... ვერ ვიტავ ამ კაცს ტავისი ქალური ხმიტ გააჯვას რა

MAKO2012-04-05 09:45:39
როგორ გეკადრება ბატონო მიხეილ რაა... წელს ყველაზე კარგი წელიწადი მაქვს რაც ოდესმე მქონია :D მშვილდოსნებო არ დაუჯეროთ :D

ჯონდი ბაღათურია2012-04-07 00:17:40
აფერისტ!!!!!!!!!!!!!

ჯონდი ბაღათურია2012-04-07 00:18:52
მაგრამ მაინც მაწყნარებს ამის ბაზარი! კირჩხიბი ვარ 26 ივნისი

2012-04-21 09:44:03
ზტზ671-ტიპიური შარლატანი,აფერისტი.

ნინა2012-04-23 22:14:59
მე და ჩემ აკრძალულ გრძნობას ეშველება ალბათ.. (((

ტატია2012-05-07 10:34:48
მართალი ხარ :D მართლა გვერხევა თევზებს :D:D:

ლა ლი ლა ლი2012-05-08 12:02:20
აუუ ხანდახან ისე გადამიცურავ ცკალს ცლის ბოლომდე ვერც მივაგცევ მგონი სულ მორიელებს რატო უნდა ქონდეტ ამდენი ტავსატეხიიი

ცინოზა2012-05-12 10:39:09
ამ კაცს საკონტაქტო ინფორმაცია არა აქვს? მაილი, ვებ-გვერდი რამე.

თიკოს_პიკოს2012-05-12 12:05:27
ეგ რომ მეცნიერება არ ყოფილიყო როგორ ფიქრობთ აქამდე მოაღწევდა ... ?
ან სვეტიცხოვლის ტაძრის კედელზე ფრესკებთან იქნებოდა 12 - ვე ნიშანი გამოსახული....???!!
(ვისაც გჯერათ გჯერათ და ვისაც არა და ნურც დაიჯერებთ_)

ლალა2012-05-14 13:53:21
ვისაც გვჯერა,გაგვატარეთ!

მანო2012-05-17 01:30:39
გაიხარე ბატონო - კმაყოფილი ვარრრრრ

მანო2012-05-17 01:31:24
მაგარიააააააა

dexter2012-06-18 01:28:26
23 აგვისტოს ვარ დაბადებული და ვერ გავიგე ლომი ვარ თუ ქალწული და მითხარით დზაან გთხოვთ

ნინა_ნინა2012-06-19 01:27:50
აუ მე ვერძი ვარ და 2011 საშინელება იყო მართალია :( ეხლა რაგაც შეიცვალა მიხარია

elene2012-06-21 09:55:37
me morieli var da martla yvelaze rtuli da sashineli welia chemtvis 2012weli.

რამაზი2012-06-22 00:01:42
ნეტა თვიტონ თუ ჯერავა რას ლაპარაკობს ეს ხალხი ხო გამოაშტერა ტავის სისულელეებით ილოცე ბიდია ტუარა ვარსკვლავები ვერგისჰველისD:DDDDDდ

სემი2012-09-05 12:38:50
გვაბოლეეეებს

Nusia2012-09-08 01:22:00
ვააააბშე აღარ მჯერა. : / U-ცუდესი წელია

ჯუნა2014-08-10 13:40:04
ვარ თევზი 1983. 8 მარტი დაბადებული მეუგლე 1983.17 ნოემბერში და სულ ვჩხუბობთ გამოსავალი არის? ასტროლოგიური გამოთვლით მინტერესებს

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. საზარელი მკვლელობა აშშ-ის ქალაქ სტემფორდში - ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა
2. დღის კითხვა - რა დაინახა ქმარმა თავისსავე გადაღებულ სურათზე ისეთი, რამაც ცოლის მოკვლისკენ უბიძგა?
3. კალორიების გამანადგურებელი 4 პროდუქტი
4. მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი განცხადების გაკეთებას აპირებს - მალავენ თუ არა, ვიდეო-კადრებს?
5. ეკა ბესელია: ახლა რა ფორმით გიპასუხოთ იმათ, ვინც ამ უსინდისო ტყუილს ავრცელებთ?
6. დაბადების თარიღი კარიერულ წინსვლაზე მოქმედებს
7. რა იწვევს მკერდის ბუნებრივ ზრდას?
8. ტესტი ქალებისთვის- რას ხედავ ფოტოზე - ციყვებს, გოგონას თუ შიშველ მამაკაცს?
9. ნიკიტა მარშუნოკი: გოგონებს უკანალზე ნუ ეხებით... თუ გინდათ, გასწავლით გოგოსთან ურთიერთობას (ვიდეო)
10. ვინ არის ყველაზე მდიდარი ქართველი
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-08-31
visitor 45 379
visit 58 316
page 91 406
2014-09-01
  35 748
  48 887
  85 883