რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
„ა­მოწ­ყ­და ჩვე­ნი მთავ­რო­ბა! ა-­მოწ­-­ყ­და­ა­ა!“ - სკან­და­ლი აფ­თი­აქ­ში და გამ­წა­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე
3 სექ­ტემ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
კით­ხ­ვა, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლე­სო­ბას აწუ­ხებს- გა­და­ე­ცე­მა თუ არა კი­ბო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით?
რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­წო­ნი
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ამინდი
  თბილისი21°-32°
  ქუთაისი21°-36°
  ბათუმი23°-31°
10 ყველაზე უსარგებლო საჩუქარი რვა მარტისთვის

13:31 29.02.2012
[ანანო კვაჭანტირაძე]

8 მარტი ახლოვდება და ამ დღეს სასიამოვნო საჩუქრების მიღება ნებისმიერ ქალბატონს უყვარს. ეს თარიღი ხომ წლის განმავლონბაში ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სამწუხაროდ, მამაკაცის მწირი ფანტაზია, ხშირ შემთხვევაში, ერთი კონა ყვავილითა და პატარა შეკვრა შოკოლადით შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, ქალების უმრავლესობას უყვარს ყვავილები და ტკბილეული, მაგრამ 8 მარტს სუსტი სქესის წარმომადგენელი მამაკაცისგან რაიმე განსხვავებულს ელის. მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა არსებობენ მამაკაცები, რომლებიც აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ორიგინალურობითა და ექსტრავაგანტულობით შენიღბული საჩუქრებით აწონებენ თავს საყვარელ ადამიანს. ქვემოთ კი ჩამოთვლილია რამდენიმე საჩუქარი, რომელიც 8 მარტისთვის არ გამოადგებათ მამაკაცებს.

ყვავილების კონა...

ყვავილები – ეს უნივერსალური საჩუქარია, მაგარმ ამავდროულად ყველაზე ბანალურიც. ხშირ შემთხვევაში, ყვავილების მიღება ქალბატონებს უმიზეზოდაც სიამოვნებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყვავილები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ყველაფერთან ერთად, თუ საუბარი განსაკუთრებული ყვავილების შეკვრასა და ვარდების დიდ კონაზე არ არის, მაშინ იქმნება ისეთი შეხედულება, რომ ისინი უკანასკნელ მომენტში შეიძინა მამაკაცმა და მას თავი არც კი შეუწუხებია ორიგინალურ საჩუქარზე ფიქრით. ერთადერთი შემთხვევა, როცა ყვავილები სასიამოვნოა, მაშინ არის, როცა ისინი წინ უსწრებენ რაიმე, უფრო მნიშვნელოვან საჩუქარს.

ტკბილეული...

ისეთი საჩუქრები რვა მარტისთვის, როგორიცაა ტკბილეული, შოკოლადი, ძვირფასი ორცხობილა ლამაზ შეკვრაში, აღმოჩნდნენ არასასურველი საჩუქრების სიაში. ეს საჩუქრები შეგიძლიათ აჩუქოთ სკოლის მასწავლებლებსა და კოლეგებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აზრადაც კი არ უნდა გაივლოთ სარვამარტოდ მათი შეძენა თქვენი პარტნიორისთვის. ეს ქმედება განსაკუთრებით საშიში მაშინაა, თუ იგი დიეტას იცავს და ყოველგვარ ტკბილეულზე უარს ამბობს: შესაძლოა ამის გამო მისგან საპასუხოდ აგრესია და უკმაყოფილება, იმედგაცრუება მიიღოთ.

აქსესუარები...

საიდუმლო არ არის, რომ ქალის საუკეთესო მეგობარი ბრილიანტია. აქსესუარები ნებისმიერ ქალს უყვარს. ასეთი საჩუქარი კი მხოლოდ იმ შემთვევაშია მისაღები, თუ საუბარი ძვირფას ლითონზე ან ქვაზე და კარგი ხარისხის, ძვირადღირებულ ბიჟუტერიაზეა. მიუხედავად ამისა, ამ შემთვევაშიც არის შეცდომის დაშვების საშიშროება. მამაკაცმა შესაძლოა ქალბატონის გემოვნება ვერ გამოიცნოს, ან უბრალოდ ზომაში შეცდეს.

რბილი სათამაშოები...

არავინ დაიჯეროს, რომ ყველა გოგონას უყვარს რბილი სათამაშოები. რა თქმა უნდა, არსებობენ ასეთი გამონაკლისებიც, მაგრამ ეს უბრალოდ ბავშვობის ასაკის მონატრების გამოვლინებაა. აღსანიშნავია, რომ თავად მამაკაცებიც ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას და აღნიშნავენ, რომ ზრდასრული ქალის ოთახის ბავშურად მორთული ვიზუალი აშინებთ. ასე რომ მამაკაცებო, თუ სარვამარტოდ რაიმე მსგავსი სათამაშოს შეძენას გეგმავთ, დროა გადაიფიქროთ!

სუვენიერები...

რთულია მიხვდე, რა სარგებლობა მოაქვთ დეკორატიულ ნივთებს, სურათებს, ლარნაკებს საყვარელი ქალბატონისთვის, რომელიც ჯერჯერობით თქვენი მეორე ნახევარი არ გამხდარა და თქვენგან რაიმე ორიგინალურს ელის. ამ შემთხვევაშიც შესაძლოა შეარჩიოთ რაიმე საინტერესო და მიუძღვნათ თქვენსწ რჩეულს იმ იმედით, რომ იგი მოგიწონებთ არჩევანს, რა თქმა უნდა იგი გაგიღიმებთ და მადლობასაც გადაგიხდით, მაგრამ ამ მადლობის უკან შესაძოა იმედგაცრუებაც კი იმალებოდეს, რადგან შეიძლება თქვენ ქალბატონის გემოვნების გამოცნობა ვერ შეძლოთ.

ნივთები დიასახლისისთვის...

განსაკუთრებით საშინელი საჩუქარი, რომელიც შესაძლოა მამაკაცმა სარვამარტოდ ქალს მიუძღვნას, ტაფები და ქვაბები, ანუ დიასახლისისთვის საჭირო, სამზარეულოს აქსესუარები გახლავთ. ყველაფერთან ერთად, ამან შესაძლოა სუსტი სქესის წარმომადგენელს აფიქრებინოს, რომ მისი რჩეული თვლის, ქალის ადგილი სამზარეულოშია!

ტექნიკა...

უთო, მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა – ეს ნივთებიც სრულიად გამოუსადეგარია რვა მარტისთვის. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ ქალბატონი თავად არ გთხოვთ მის შეძენას. გამონაკლისი მხოლოდ მობილური ტელეფონი, პერსონალური კომპიუტერები, ნოუთბუქები, აუდიო და ვიდეო სისტემა გახლავთ.

კოსმეტიკა...

უსარგებლო საჩუქრების სიას შეემატა – სუნამო, ტუალეტის წყალი და სხვა კოსმეტიკური საშუალებები. ამ შემთხვევაში მამაკაცს განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვება. მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს საკუთარი პარტნიორის გემოვნება. სუნამო მეტად ინტიმური საჩუქარია და მამაკაცებო, თუ თქვენს რჩეულს კარგად არ იცნობთ, ნუ დაეყრდნობით მისი მეგობრების რჩევებს, უბრალოდ უარი თქვით ასეთ საჩუქრებზე.

ფული...

მამაკაცების გარკვეული რაოდენობა დარწმუნებულია, რომ წაგებული არ დარჩება, თუ რვა მარტს ქალბატონს ფულს აჩუქებს და ეტყვის: „როგორც შენ გსურს ისე მოიხმარე“. რა თქმა უნდა თუ რამდენიმე ნულიან თანხასა და საკრედიტო ბარათზეა საუბარი, ქალიც სიამოვნებით დათანხმდება ამ საჩუქარს. მაგრამ თუ მიზერულ თანხას ჩუქნით თქვენს რჩეულს, იცოდეთ რომ ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ძვირფასია იგი თქვენთვის და რამდენად აფასებთ მას. ეს ნაბიჯი მეტად საშიშია და სანამ გადადგამთ კარგად დაფიქრდით.

გადამეტებული ორიგინალურობა...

არაორდინალურ ნაბიჯებს ქალბატონები ძალიან აფასებენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მიუღებელია ზედმეტი ორიგინალურობა. კარგი იქნება თუ ქალბატონი თქვენი საჩუქრის მეშვეობით იგრძნოსბს თქვენს განწყობას და მიხვდება, რომ საჩუქრის შესარჩევად ბევრი იფიქრეთ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
გაიძვერა ცინიკოსი ))2012-02-29 13:43:58
სრულიად აფსურდული სტატია :) აშკარად ავტორი უნამიოკებს შეყვარებულს რომ 8მარტს მანქანის გასაღების გარდა სხვა საჩუქარს თავზე დააფშვნის :D

2012-02-29 14:22:41
ყვავილები საჩუქრად არასდროს არ მხიბლავდა

თეო2012-02-29 14:24:42
რბილი სათამაშოები, ყვავილების კონა და სუვენირები გამორიცხეთ :D დანარჩენი იყოს კალიოჩე : )))))) :D :D

2012-02-29 14:27:26
mec getenxmebit am saitidan chans rom vigac konkretul pirovnebas ar surs msgavsi sachuqrebis migeba da axvedrebs tavis seyvarebuls tu meugles rom msgavsi ramis migeba ar surs da rame upro zviradgirebuli unda......D D D

სისულელეაა2012-02-29 14:28:04
რა სისულელეაა, ყველანაირი საჩუქარი მისაგებია თუ საყვარელი ადამიანი გაჩუქებს გულით და არა ვალდებულებით!

მარტოხელა გოგო :||2012-02-29 14:30:29
აიიი გაიიგოონეეთ ბიჭეებოო რა :||| მარტოხეელაა გოგო ვარ =))))))

2012-02-29 16:13:26
აბა რაგა უნდა აცჰუქო, სრულიად სისულელე სტატიააა

DND2012-02-29 16:53:29
აბა რაგა უნდა აჩუქო ყველაფერი ჩამოთლილია : )))

2012-02-29 18:39:50
ეგა თქვი რა რაღა დარჩა ?:)))) ანუ არაფერი არუნდა გვაჩუქონ?:D:D

2012-02-29 21:03:05
სულელი უნდა იყო რომ ამას დაეთანხმო ცოტას ხომ არ დაფიქრდებოდით საერთოდ რას წერთ

2012-02-29 21:08:54
ყველა საჩუქარი უძვირფასესია რომელიც სიყვარულით არის მოძღვნილი.რეეებს წერთ კაი რა სერიოზულად ვიღაცის მისამართით არის დაწერილი რა ამაზრზნელია

გრეკ2012-02-29 22:21:30
ანანო ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ 7 მარტს გავიდეთ სახლიდან და ცხრაში დავბრუნდეთ:)))) აბა რა ვქნათ, არანარი შანსი არ დაგვიტოვეთ:)

რეზო2012-02-29 22:28:41
ანანო შენ რა გაგიხარდება 8მარტს?

რეზო2012-02-29 22:29:36
მარტოხელა გოგო :||
შენ რა გინდა აქედან მითხარი აბა:D

მიშო2012-02-29 23:41:27
აბა რა უნდა აჩუქო ბუსკვერცხები?:D

2012-03-01 00:05:48
მოუხმეთ ფანტაზიას მამაკაცებო, აქ ჩამოთვლილი საჩუქრები მეტად ბანალურია, დროა რაგაც შეცვალოთ :) არ იცით როგორ მოიქცეთ სამზარეულოში, მერე რა, ეცადეთ რომანტიკული ვახშამი მოამზადოთ, ორგანიზება გაუწიოთ საღამოს სანთლის შუქზე, აგრძნობინეთ თქვენს ქალბატონს, რომ ეს ერთი დღე მაინც მხოლოდ მისთვის ხართ განკუთვნილი. უთხარით, აუხსენით, გააგებინეთ თქვენი გრძნობები... მხოლოდ მატერიალური ვერ დაგეხმარებათ ამ საკითხში :)კიდევ ერთი, კარგი იქნება თუ მხოლოდ სიას არ წაიკითხავთ და ჩამოთვლილ საჩუქრებს ქვემოთ მინაწერ ახსნა-განმარტებასაც გაეცნობით. :)

ნიცია2012-03-01 00:11:06
ყველაფერი ჩამოთვალაა და აბა რა უნდა ქნან კაცებმა? ბავშვს თუ გაგიკეთებენ,თორე დანარჩენი ყველაფერი აქაა :DDD

რეზო2012-03-01 00:28:13
ნიცია :D:D:D:D:D საღოლ:D

2012-03-01 01:24:05
აჰაჰაჰაააააა და ბრალიანი რა დარჩა?? :)))

რიგითი მამაკაცი2012-03-01 01:29:23
ქალბატონებო კეთილი ინებეთ და რჩევა მოგვეცით რა შეიძლება გაჩუქოთ... ოღონდ ცოტა რეალური თორემ S კლასის მერსედესის შესაძლებლობა რომ მქონდეს არც შევიწუხებდი თავს ამაზე ფიქრით : ))

ბანტიკა2012-03-01 02:33:38
ყვავილებისა და ფუმფულა სატამასჰოების გარდა ყველაფერი მისაგებია პირადად სჰემტვის:)

ნანა2012-03-01 02:58:38
ჰერმესის ხელჩანთა:)

ბედნიერება2012-03-01 10:48:49
მე მინდა ბედნიერება ვისაც შეგიძლიათ მაჩუქეთ..სიამოვნებით მივიღებ და სამაგიეროდაც უხვად გავცემ:)

ნიი2012-03-01 12:01:39
გუშინ ჩემი მეუღლე მეკითხება რა გინდა რომ გაჩუქო რა გაგისწორდება ყველაზე უფროო და ამ სტატიის შემდეგ ერთადერთი გამოსავალია ბავშვი

ნიკი-ნინა2012-03-01 14:52:45
გაიძვერა ცინიკოსი )).....:)))))ბრავო,მაგარი პასუხია.მართლა ვიხალისე..

ანნა2012-03-01 15:16:00
ვინ რას გაჩუქებს , თუ არ წაგართვეს . სად აქვთ ამ შტერ კაცებს ფანტაზია და უნარი

ლანა2012-03-01 15:16:12
ამ სტატიის ავტორს აშკარად მამაკაცების დაბნევა და ინიციატივის დაკარგვა აქვს განზრახული...ისედაც დიდი ფანტაზია არ აწუხებთ მაგათ და სულ ნუ დავაკომპლექსებთ... სულაც არ არის ეს ვითომდა არასასურველი საჩუქრების ჩამონათვალი ცუდი... და საერთოდ, რა - ყველაფერი ინდივიდუალურია. ასე, რომ ჩვენო ძვირფასო მამაკაცებო არ დაყაროთ ფარ-ხმალი და სათანადოდ მოემზადეთ 3 და 8 მარტის აღსანიშნავად :-)

2012-03-01 15:57:32
რატომაა ყვავილები არასასურველი???? მე პირადად ძალიანაც მიყვარს....

ნწ ნწ ნწ2012-03-01 16:02:15
წაიყვანეთ თქვენი რჩეული სადმე, განმარტოვდით,ლამაზი და რომანტიკული ღამე ერთად გაატარეთ რა თქმა უნდა ერთი ბოთლი შამპანურის თანხლებით და გამოუტყდით სიყვარულში, ვფიქრობ ყველა ქალისთვის სასურველი საჩუქარი იქნება.ამ ღამის შემდეგ დილით სასთუმალთან ფინჯან ყავასთან ბინის ან მანქანის გასაღებს თუ დაახვედრეებთ, სუპერ მამაკაცი იქნებით.;)

ანაბანა2012-03-01 16:28:33
ცჰემო დზვირფასო ქარტველო მამაკაცებო ტქვენგან დიდი სიამოვნებიტ მივიგებ ყვავილებს,ტკბილეულს არ მივირტმევ,აი ამერიკელი მამაკაცებისგან ყვავილებს ნამდვილად არ დავჯერდები,არც მეტი და არც ნაკლები ან მანქანა ან .......))))))))))))))))))

ზორბეგი2012-03-01 17:25:47
არავის არაფერს არ ვაჩუქებ რა პრობლემაა

ბილწი2012-03-01 17:26:57
ანაბანა

ან .i.? ეგ ხო ჩვენც გვაქვს.

ეთო-ეთო2012-03-01 17:40:23
კიდევ კარგი ჩამონათვალში წიგნი არ არის. :))

ჰაიკანუშ2012-03-01 18:18:26
ყველაფერი ჩამოთვლილია გარდა ბავშვის, გაურეცხავი წინდების და ცეცხლოვანი გამისა... ასე რომ მამაკაცებო ამ წელს იაფად გამოხვალთ. თუ პრეტენზიები იქნა სტატია მოიშველიეთ.

2012-03-01 18:49:04
უპს

GგGგGგ2012-03-01 21:05:26
ეს შეყვარებულმა ხომ არ მიატოვააა ?(ავტორი) :D :D

2012-03-01 21:14:08
მგონი მართლა მიატოვა :D

DADUNA2012-03-01 21:21:36
DARCHA RAME? HAIKANUSH,MARTALI XAR...

DADUNA2012-03-01 21:23:29
DAGVTOVEBS ES QALI USACHUQROD...MAMAKACEBO AR DAIJEROT,SAKVARELI ADAMIANISAGAN NACHUQARI, KVELAPERI SASIXARULOA...

ლიკა2012-03-01 21:35:50
ძალიან გამეხარდება, თუ კოკო შანელის საფულეს და ლუი ვიტონის ქამარს მაჩუქებს. დღეს ვნახე მაღაზიაში პეკინზე და კინაღამ დავაკვდი ზედ და თან არც ძვირი არ ღირდა ნუ ჯანდაბას იყოს მარტო დაფულე.....:).

ლიკა2012-03-01 21:36:44
ყვავილი ნესისმიერ შემთხვევაში მიხარია, თუნდაც ერთი ციცქნა კონა

2012-03-01 21:45:41
აბა რა უნდა აჩუქო ქალს? ბრტყელტუჩა??:D

ნატუკა2012-03-01 21:49:39
ბრტყელტუჩა თოხი და ეგეტები რაა:) გაასწორებს საჩუქრად:D:D არადა ერტი ყვავილიც dz მაგარია პირადად ჩემტვის:))))))))

...2012-03-01 23:59:02
აბა რაუნდა აჩუქო იქნებ გვითხრა თავად...

gapurtxot eshmakma:D2012-03-02 03:46:58
admin she yizilbasho shena ra davcere iq ucenzuro?:D:D kargi jandabas sheni tavi da tani magram mainc kluchebis uaxles nabors vachuqeb, mash!:D:D

2012-03-02 11:14:17
,,,

lilu2012-03-02 11:17:09
chemma ertma nacnobma bichma iseti originaluroba gamoavliana, rom "ert adgilas" banti gaikeTa da cols shishveli daxvda sacolze :))))

2012-03-02 16:40:08
ბოლო კომენტარი მაგარია:D :D :D

ანაბანა2012-03-02 21:19:52
ბილწი ცჰემო კარგო ან-სჰი ის კი არ ვიგულისხმე რაც ტქვენ გაქვტ,არამედ მაიმზე სახლი,უბრალოდ არ მინდოდა ქარტველი მამაკაცების ტვალსჰი ნამეტანი გორმუცელა გამოვსჰენილიყავი..ტქვენ სჰეგავატს გიკეტებტ,ტორემ "ის"ცჰემო კარგო ყველას კი გაქვტ..)))გასაგებად ავხსენი ეხლა?????????

ანაბანა2012-03-02 21:26:11
არც კოკო სჰანელის საფულე მინდა,არც ლუი ვიტონის ქამარი,იმდენს ვსჰრომობ აქ ამერიკასჰი,მაგას ტავადაც კარგატ სჰევიდზენ,ისე კაცისგან ერტი ყვავილიც კი გამეხარდება (ქარტველისგან)მორტმეული,ირემმა ირემს ბალახი მიუტანაო,ხომ გაგიგიატ,ტანაც 8 მარტს,ოოოო...აი ამერიკელი კი უნდა გაატყაო,დამიჯერეტ რასაც ვამბობ,სტერვად ნუ მიმიგებტ დზვირფასო ქარტველო მამაკაცებო...)

2012-03-02 21:51:32
ეს ყველაფერი თუ გამოირიცხა საჩუქრების სიიდან, რაგა უჭირთ ქართველ კაცებს :)))))) 8 მარტს თითონ ჩაუჯდებიან მაგრად მოილხენენ თან ბრტყელ-ბრტყელი სადგერდზელოებით დაიწყებენ მტკიცებას თუ როგორ აფასებენ ქალბატონებს :)))))

2012-03-02 21:53:55
ისე, ანანოს (ავტორს) რა ესიამოვნებოდა საჩუქრად? :)

2012-03-03 01:30:50
სუნამო აჩუქეთ ბიჭებო..ყველა ქალს უყვარს სუნამო..რამდენიც არ უნდა ქონდეთ მაინც მოწონთ..(ლოოლ)

2012-03-03 01:35:33
ან მობილური ტელეფონი თუ გაქვთ მაგის საშუალება..ახალი მოდელი სულ გამოდის და გეცოდინებათ თუ მოწონს რომელიმე...სუნამოც კიდე უნდა იცოდეთ რომელი უყვარს..

თოკო2012-03-04 10:59:28
ჩვენ რა ვქნათ ვისაც არც ცოლი გვყავს გამე გახდილები რო დავხვდეთ და არც ფული, შეყვარებულს სვაროვსკის თვლები რო ვაჩუქოთ??

2012-03-04 22:31:24
თავები მოიკალით :)

ილია2012-03-04 23:26:43
აბა რა ჩემი ფეხები ვაჩუქოთ.
ეგ დაგეწერეათ ჯობდა თუ რა გვეჩუქებინა

2012-03-04 23:55:49
უაზრო და აბსურდული სტატიაა

ნანა2012-03-05 00:07:09
რომა გეხვეცები ამ სტატიის ავტორს არ დაუჯერო, სანტლის სჰუკზე ეკზოტიკური ვახსჰამი ტვიტონ მიირტვას და მეს ის კველაპერი მომიტანე რაც ცჰამოტვლილი აკვს, სჰენს ტავს ვპიცავ არ მეცკინება.

ჰმ2012-03-05 14:34:18
ჯერ ერთი საჩუქარი საჩუქარია და იმას მნიშვნელობა არ აქვს როდის ან რომელ დღეს გჩუქნიან. ჯერ იმაზე იფიქრე ღირსი ვარ თუ არა საჩუქრის.
და თუ ვინმემ საჩუქარი მოგართვა, ანუ ის თვლის რომ ღირსი ხარ და შენ ამ საჩუქარს დაიწუნებ,, ოო ჰმ. მაშინ შენშია პრობლემა და არა საჩუქარში.... ასე რომ.
საჩუქარი ყოველთვის საჩუქარია და მასში ნაკლს არ უნდა ვეძებდეთ...

ჰმ2012-03-05 14:58:13
აუ ავტორთან მაქვს კითხვა:
უკაცრავათ და აქ ჩამოთვლილი საჩუქრებიდან ერთერთი სხვა დროს რო გაჩუქონ არ აიღებ?

nino - nino2012-03-05 15:41:17
8 martamde imdeni dro aqvt,tu ver mixvdnen ra moxiblavt mat rcheuls(fass ara aqvs mnishvneloba),aseti mamakacebis gverdit tavs kargad verasdros igrdznobs qali.....

2012-03-05 15:45:00
ვარდები თუ იქნება დძალიან გამიხარდება :D:D:D

ანაანო2012-03-07 00:35:12
მაიტათ ნასოსი :))))))))) აბა აღარაფერი დარჩა და :)))

2012-03-07 12:36:30
რატო ფული მშვენიერი საჩუქარია :) რასაც მინდა ავარჩევ :) აბა იმან თავი იტეხოს საჩუქარზე მერე რამე სისულელე მიყიდოს და მეც კეთილშობილი ნუგეშისმცემელი ღიმილით მივიღო ეს არასასურველობა :) ქმრისგან ფული ნორმალურია, შეყვარებულებმა იაზროვნონ :D:D:D

2012-03-07 12:40:22
არ უნდა ამდენი ფილოსოფია, რავაჩუქოთ 8 მარტს ის დაწერეთ მაგას აჯობებდა

qeraa2012-03-07 15:37:23
ააააააააააააააააუუუუუუუუ რა უაზროაა რა : DDD ნუ დებილობ ავტორო :DD

დათ!!2012-03-08 03:32:04
ნუ როგორც მივხვდი ანანოს არ მოსწონს თვის მანქანა ,მობილური, პერსონალური კომპი, ნოუთბუქი საერთოდ არააქ ( ან პირიქით პერ. კომ. არ აქვს და ნოუთი აქვს ან ორივე აქ და არცერთი არ მოსწონს) და ბევრი რო არ გავაგრძელო ესაჭიროება 8 მარტისთის ვიგაც მაყუთა და ბინასაც ტუ აჩუქებს მაგრად გაუსწორდება .

და საერთოდაც მოკიდეთ თ჻ვენს საყვარელ ადამიანს ხელი და წაიყვანეთ ისეტ ბარში კაფეში ან რესტორანში სადაც გემოვნებიან მუსიკას უკრავენ მიეცით თქვენ თავს უფლება ორივესთვის საყვარელი სიმგერა დააკვრევინოთ და 1 ცეკვა აჩუქეთ ერთმანეთს როდეასც სახლში დაბრუნდებით გახსენიტ შამპანური და ბელგიური შოკოლადი და გააკეთეთ ყველაფერი ისე რომ აგრძნობინოთ თქვენს ქალბატონს თუ როგორ ძალიან გიყვართ და ბოლოს ვნებებით აღავსეთ 8 მარტის ღამე და დანარჩენი დროს მიანდეთ :* ყველა ქალბატონს და საქალბატონეს გილოცავტ 8 მარტს და გახსოვდეთ ყველაფერზე ძვირფასი შაჩუქარი კაცისთვის ქალია !!!!

ნანა2012-03-08 09:51:15
დატ!

აუ, დატ! რა ჯიგარი ხარ!!! რომა გაიგონეეეე???

მეკო2012-03-08 10:51:59
დიასახლისისტვის განკუტვნილი ნივტი რო მაჩუქოს ხო გადავირიე და ეგაააა :დ ტკბილეულს კი გააჩნია მტავარია ლამაზად შეფუტოს :D

გოგლიკა2012-03-08 17:47:52
moica aba sxva ra unda achuko? :D:D shemogvtavaze abaa :D rame tu darcha

ქეთი2012-03-08 19:20:01
ოტიგინალური თაიგული ყველაფერს მიეჩევნია, პატარა იებიდან დაწყრბული. უნდა ემჩნეოდეს, რომ ჩემთვის შეარჩიეს და არა იაფი ფასის გამო. 8 მარტს ყვავილები უხდება.

თეკო2012-03-12 03:25:59
ვაიმეე რა სულელური სტატიაა რა არის ეეს :DDD აბა რა უნდა აჩუქო გოგოს რვა მარტს და ის დეგენერატი იქნება ვინც სარვამარტო საჩუქარზე უარს გეტყვის მისკენ ვაფშე არ უნდა გაიხედოო :DD არ დაუჯეროტ ბიჭებოო

მალილუ2012-03-30 17:16:45
მირჩევნია უბრალო და პატარა სიყვარულიტადა გულიტ ნაჩუქარს .ვიდრე დიდი და ძვირფასი უსიყვარულო და ვალდებულების მოსახდენად,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. ადვოკატის თქმით, ამიტომ მოკლა გრძელიშვილმა დარჩია...
2. საზარელი მკვლელობა აშშ-ის ქალაქ სტემფორდში - ბრალდებული საქართველოს მოქალაქეა
3. დღის კითხვა - რა დაინახა ქმარმა თავისსავე გადაღებულ სურათზე ისეთი, რამაც ცოლის მოკვლისკენ უბიძგა?
4. მოკლული დაჩი დარჩიას ოჯახი განცხადების გაკეთებას აპირებს - მალავენ თუ არა, ვიდეო-კადრებს?
5. ტესტი ქალებისთვის- რას ხედავ ფოტოზე - ციყვებს, გოგონას თუ შიშველ მამაკაცს?
6. კალორიების გამანადგურებელი 4 პროდუქტი
7. ვინ არის ყველაზე მდიდარი ქართველი
8. "მოსინჯეთ ეს რეცეპტი და თქვენ ვერ იცნობთ თქვენ ხერხემალს!"
9. ქეთა თოფურია ქმართან ერთად ყაზბეგს ესტუმრა (ფოტოები)
10. დაბადების თარიღი კარიერულ წინსვლაზე მოქმედებს
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-09-02
visitor 54 452
visit 79 219
page 135 594
2014-09-03
  0
  0
  0