რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
რა ვერ­სი­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ 22 წლის გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი,­რო­მელ­მაც სი­ცოც­ხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა
სუ­პერ­მარ­კეტ „სმარ­ტ­ში“ გერ­მა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი და­იწ­ყო
უკ­რა­ი­ნუ­ლი წამ­ყ­ვა­ნი სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბი და მწარ­მო­ებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კ­მა თბი­ლის­ში კი­დევ ერ­თი ახა­ლი Express სერ­ვის­ცენ­ტ­რი გახ­ს­ნა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
ფინალს მიღმა დარჩენილი „ბარსელონა“ და ატირებული მესი & Co...

ფოტოილუსტრაცია
01:38 25.04.2012
[დიეგო მარღანია, droni.ge]

განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში „კამპ ნოუზე“ რომ სრული კატასტროფა ელოდათ, „ბარსელონას“ ფეხბურთელები ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან ჩელსის კაპიტანი გააძევა. პირველი ტაიმის ანგარიში მის მიწურულამდე კარგს არაფერს უქადდა „ჩელსის“ - არისტოკრატთა გუნდი 0:2 აგებდა.

მაგრამ დღეს ფორტუნა აშკარად „ჩელსის“ მხარეზე იყო. პირველად ეს მაშინ გახდა ცხადი, როცა ტაიმის მიწურულს ბრიტანელებმა ანგარიში გაათანაბრეს. დღევანდელ შეხვედრაში მოხდა ის, რაც ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს: ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა - ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

„ბარსელონა“ და „ჩელსი“ პირველი ტაიმის შემდეგ 2:1 ანგარიშზე გაიყარნენ. ტაიმის ბოლოს ბარსელონელებს რამდენიმე კარგი მომენტი კიდევ ჰქონდათ - ფაქტობრივად მთელი ტაიმის განმავლობაში, თუ პირველ წუთებს არ ჩავთვლით, „ჩელსი“ „ბარსელონას“ ნახევარზე არც გადასულა, თუმცა, როგორც ცნობილია, მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებს...

მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა სურათი: „ბარსელონა“ უტევდა და „ჩელსი“ თავს იცავდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბრიტანელთა მეკარის, პიტერ ჩეხის უბადლო, თითქმის უშეცდომო თამაში. „ბარსელონას“ შეტევებმა მასობრივი ხასიათი განსაკუთრებით, ბოლო წუთებში მიიღო, მაგრამ ემოციებს აყოლილი ფეხბურთელები ბურთს ვეღარ აკონტროლებდნენ, რაც მოედანზე გამოსულმა ფერნანდო ტორესმა შესანიშნავად გამოიყენა კიდეც: მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და „ბარსელონას“ ოცნებას ფინალზე, როგორც იტყვიან, ბოლო მიწის ბელტი მიაყოლა...

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „ბარსელონას“ გულშემატკივრები ფეხზე მდგარნი ამხნევებდნენ აცრემლებულ მესის და ბიჭებს, თავადაც ცრემლმორეულნი მღეროდნენ და ტაშით აცილებდნენ „ჩელსის“ ფეხბურთელებს, რომლებმაც, რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და ფინალში გასვლაც ნამდვილად დაიმსახურეს...

ბეჭდვა  
კომენტარები:
ლევანი2012-04-25 01:53:17
ბარსას ფანებმა იმდენი იბაქიბუქეს რომ ბარსამ კი ვერ მოიგო დარჩა ფინალს გარეთ :D მაგრად დაიცვეს კარები და საღოლ ტორესს კარგი გოლი გაიტანა, დასვა წერტილი...

ბუბუ2012-04-25 01:55:21
ლევან საღოლ ტორეს კი არა საღოლ მესის მან დასვა წერტილი!

2012-04-25 01:55:28
ჩელსი მიყვარხართ :D:D

2012-04-25 02:01:01
ტორესი სპეციალურად იყო შემოგდებული ბოლო წუთებში და რაც შეეხება იმას თუ როგორ იცავდნენ ტთავიანთ კარს 10 კაცი იცავდა ცწარმოიდგინეთ ძალიან რთულია გატანა გოლის,არა მარტო ბარსელონასთვის არამედ რეალი და ასე შემდეგ............... რაც არ უნდა ილაპარაკოტ ბარსელონას ისეთი Fეხბურთი აქვს ნათამაშები პროსტო,არც დაგსიზმრებიათ.....................ტორესი კი უკანა ფლანგზე იმყოფებოდა ეს მწვრთნელის გეგმა იყო,და მაგიტომ შემოაგდო ტორესი ყველა ხედავდა ,რომ ბარსე;ლონა სნახევარზე არავინ იყო და ტორესი უკან დააყენეს............

ვენდეტა2012-04-25 02:01:29
რა მიკვირს ხალხნო იცით? 2009 წელს ანალოგიურად მოიგო ბარსელონამ,. არ თქვათ ეხა ეკუთნოდაო, როგორც დღეს ჩელსის ეკუთნოდა, ისე ეკუთნოდა ბარსას მაშინ, იმ მატჩის მსაჯს საერთოდ ლიცენზია შეუწყვიტეს არაორდინალური გადაწყვეტილების გამო, მინიმუმ სამი თერთმეტმეტრიანი არ დადეს ლონდონელების სასარგებლოდ, დღეს კიდე, კაციც გაუგდეს ჩელსის და პენალიც დაუდეს, და ეხა 90 წუთზე თუ მესსის არ მოკლავდნენ საჯარიმოში, უნებურად ხელზე მოხვედრაზე არავინ დაგიდებდათ გადამწყვეტ პენალს, ეგ მესსის დააბრალეთ, შეეძლო ეგრევე დაესრულებინა მატჩი, მაგრამ ეგეც ადამიანია, და არა რობოტი, მე ვიცოდი რომ ვერ შეაგდებდა, მიუხედავდ იმისა რომ ფსიქოლოგიურად ძაან ძლიერი ფეხბურთელია!

ფერისცვალება2012-04-25 02:03:38
ბარსა უძლიერესი გუნდია მაგრამ, მე მაინც რეალს ვბალეშიკობ.

ვენდეტა2012-04-25 02:06:29
ნათქვამია, პირველ ტაიმს იგებს ფეხბურთელები, მეორეს კიდე მწვრთნელიო, შესაბამისად ახალბედა დი მატეომ, ეგ თქვენი გამოცდილი გვარდიოლა (რათქმაუნდა მასთან შედარებით, თორე მაგაზე გამოცდილებიც არსებობს და თანაც უამრავი) დაჩაგრა, აშკარად აჯობა, ჯერ რა ცვლილებები გააკეთა, გაიყვანა მძიმე მოთამაშეები და სწრაფები შემოიყვანა რომ კონტრ შეტევაზე დაეჭირა, ბარსა კიდე გაერთო და ტორესმა არა აპატია, რაც არ უნდა ცუდი სეზონი ქონდეს ამ ტორესს, მაინც სუპერ თავდამსხმელია, ,მაგაზე მეტი ბურთი ვერმაილენს აქვს შეგდებული და ის მცველია, ეგ ტორესი კიდე თავდამსხმელი, ეგ ინგლსის პრემიერლიგის ეგიდით, ასე რომ ღირსეულმა გაიმარჯვა!

ერეკლე2012-04-25 02:18:53
გეთანხმებით რომ მაგარი ფეხბურთი ითამაშა ბაზარი არაა რთული იყო გოლის გატანა უბრალოდ 9 კაცი საკუთარ საჯარიმოსთან იდგა და 2 გოლი მაინც გაიტანა.. რა აზრი აქ იმ მოგებულ მატჩს რომლის შემდეგაც სადამწყვეტ თამაშში ვერაფერს გააკეთებ და უფრო მეტიც 2 ით ნოლს იგებ და 9 საკუთარ საჯარიმოსთან მდგარი კაცი შეტევაში ისე გადავა რომ 2 გოლს გაგიტანს ჯერ რეალმა დაანგრია ბარსას დიდება ეხლა კი ჩელსიმ მოსპო დასამალი არაა რეალის ბალეშიკი ვარ თუმცა ყველაზე მეტად მხოლოდ და მხოლოდ ტორესის ეგ ბიჭი იმსახურებს დიდ წარმატებას მითუმეტეს რამხელა დროც გაუცდა და ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო საღოლ ჩელსი საღოლ

2012-04-25 02:35:58
ბარსა, ბარსა და კიდევ ბარსა, ნეტავი ოდესმე ცჰვენებმაც სჰედზლონ ბარსასნაირი ტამასჰი

გიო2012-04-25 02:40:09
დაიწყო მიზეზები :D თამაში გაყიდული იყო, სულ დაცვაში იყვნენ და ასე შემდეგ :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D ტორეს მიყვარხაარ :D:D:D:D

ბარბი2012-04-25 02:58:39
რა დიდი ტრაგედიაა,სულ ბარსა ხომ არ უნდა იყოს გამარჯვებული,სხვებმაც გაიხარონ.მე ბარსას და მესის ფანი ვარ და გვარდიოლაც მიყვარს,მაგრამ რეალი და ჩელსიც ღირსეულები არიან.

tbiliski2012-04-25 03:15:00
გაედო ბარსას:D:DDD მესი ჯერ პენლების დარტყმა ისწავლე და მერე გქონდეს პრეტენზია საუკეტესოზე!!!!!! glory glory man united

2012-04-25 05:56:22
თხარეს ბარსას ამდგარი შლანგიი :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD DDDDDDD

2012-04-25 05:56:48
გაედო დიდი ბალაყანა ბარსელონას :D:D

რეალი2012-04-25 07:57:06
:) აჰა მაგარია :)

.:)))2012-04-25 08:23:07
chelseys deda movtyan

ხატია2012-04-25 08:48:29
ძალიან გამიხარდა ბარსას წაგება...... ბევრმა ბლატაობამ იცის, სამართალმა გაიმარჯვა მილანთან მსაჯმა მოაგებინა ორი უაზრო პინალი რომ დაუდო და ეხლა რომ გავარდა ძალიან ბედნიერი ვაააააარ...:D:D:D რეალი ჩემპიონიააააააააააააააააააააააააააააააა........... .

ენაბლუ კერპის მონები2012-04-25 08:55:32
ეს რა გვიქენით ბიჯო პირველ ტაიმში მოგებული თამაში რავა გაგვაგდებიეთ პირიდან თქვენიი.ქე რო ძერას პირიდან ვარიას გააგდებიებენ

2012-04-25 09:32:30
აუ არ წაიღეთ ტვინი ამ ბარსათი და რეალით, დღეს გაანადგურებენ რეალს და დაისვენებთ მერე ორივეს გულშემატკივარი, ესეიგი რას წარმოიდგენდა ბიძინა თუ ბარსა და რეალი დაჩრდილავდა ამ დღეებში :)))))))))))

:))2012-04-25 09:34:00
ბურთი მრგვალია ხალხნოოოო :D:D:D:D იფიფიფიფ რამდენი ფული შევიდა ტოტალიზატორში :D:D:D

დათო ხოჯანაშვილი2012-04-25 09:43:26
კარგი თამაში იყო,ბრავო ჩელსი,ბრავო ბარსა.

2012-04-25 09:43:50
გაყიდეს რა თამაში ამათი ბოო----ზ --- ბმა მესის შეუძლია 10დან 10ვე ძელს მოარტყას. არ დაგღუპეს ხალხი

2012-04-25 10:05:43
ყველაფრის მიუხედავად ჩელსი მოგებას არ იმსახურებდა, საერთოდ არ ვარ არცერთი გუნდის ფანი მაგრა ჩელსის ფეხბურთი წუხელ არ უთამაშნია, იღბალი ჩელსის მხარეს იყო ნამდვილად, ჩელსის მოგებას ბარსელონას წაგება ჯობია 100 თავით.

2012-04-25 10:06:47
:D:Dჰა ბარსას ფანებო

2012-04-25 10:10:42
ბარსელონას მეათიათასედს რომ თამაშობდეს ჩვენი ნახირი რა გვიჭირს:))))

2012-04-25 10:13:24
ამაზე არ ინერვიულოთ არავინ, ყველა თავის თავს მიხედავს, ჩვენ ჩვენს ცოცხალმკვდრებს მივხედოთ ეგებ რამენაირად თამაში ისწავლონ.

ემიგრატნი2012-04-25 10:15:29
ეს რეალის ფანები დზააან აქიცინებტ ტაკუცუნებს და მგონია რო დგეს მაგარი სუნი უნდ ააუსჰვატ ტოო :))) მე არ ვარ ბარსას ფანი და არ გეგოგონტ რო მაგიტო ვიდზახი )))

გაგება და სიყვარული2012-04-25 10:27:59
გუშინ ბარსა დასამარდა ნეტავ ეხლა რომელი გუნდის გულშემატკივრობა შემოვა საქართველოში მოდაში:))) დგეს თუ რეალმა მოიგო მერე ყველა რეალის ფანი გახდება, ჩვენ ქართველები ხომ ძლიერებს ვირჩევთ:))) ერთი რეალის და ბარსასიც რა. გაუმარჯოს ქუთაისის ტორპედოს :)))

2012-04-25 10:33:34
მართალია ეს კაცი მარა ამათ ფორთხიალს ისევ ბარსას გლიჯინი მირჩევნია:)))))))

ნინუცა2012-04-25 10:40:58
ქუთაისი მაგარია ,,ტორპედოსი'' კი რა მოგახსენოთ, ბარსა კი ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს... უბრალოდ ხალხს ის ავიწყდება რომ ყოველთვის პირველი ვერავინ იქნებაააააააა...... ბარსა, ბარსა, ბარსა...

ფანფან2012-04-25 10:44:36
წაუგებელი გუნდი არ არსებობს,ბარსას ბევრი კარგი და ლამაზი შეხვედრა ჩუტარებია და ნუ გვავიწყდება.

ნინი2012-04-25 11:12:34
ბარსა საუკეთესოა..და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია... ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო იქნება... მნიშვნელობა არ აქვს მაოიგებს თუ წააგებს..ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს...

2012-04-25 11:47:03
მაგარი გული დამწყდა მესიმ ვალენსიაში იგვე გაკეთაა. დაეთმო ფაბრიკასისთვის უმჯობესი იქნებოდა წაგებაში ვალდესაც ლომის წილი მიუძღვის არუშავს ერთი კარგი გაკვეთილი იგემეს

2012-04-25 11:56:52
დიახ, ბარსა ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს და ეს თამაში საფეხბურთო კონცერტია, მაგრამ ფეხბურთში მთავარი გოლებია და არა კონცერტი. წაგებულზე სიამოვნება არ არსებობს. ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ !!!

2012-04-25 12:05:45
გაუმარტლა გუშინ ჩელსს მაგრამ ბარსა მაინც ბარსად დარჩება

2012-04-25 12:32:41
დამთავრდა ბარსას ხანა???? გაედო ბალაყანა :) :D :D

რეალ2012-04-25 12:48:15
2009 წელს ბარსას რო მოაგებინეს თამაში ჩელსისთან მაგისთვის დაისაჯა

სანდრო2012-04-25 13:30:40
araushavs chlsisac gaedeba balamwaras cacxvi finalshi

დომენისი2012-04-25 14:40:26
აუ რეებს ყ...ობთ...ბარსა და მესი ვერ თამაშობს ხო..და თბილისის დინამო ძაან მაგარია..

კუტაისელი2012-04-25 14:54:22
გუჰინ გაიმარჯვა ანტი პეხბურტმა რა უნდა ჰელსის ჰემპიონტა ლიგის პინალჰი ჰელსის ბაიერნიც გამოისობს და რეალიც

ვაი2012-04-25 15:05:04
საღოლ რობერტოს რა... ბარსას თითქმის ყველა გოლი საჯარიმოს შიგნიდან გააქვს და მანაც ამოკეტა ყველა გზა. გარედან კიდე ჩეხის კარში გოლის გატანა ძალიან რთულია. 2 გოლი მაინც შეაგდეს, მაგრამ ერთი კონტრშეტევა და ყველაფერი გამოსწორდა. ფეხბურთი ტაქტიკაა პირველ რიგში და ნურავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ბარსამ უფრო მაგრად ითამაშაო. უფრო მაგრად ითამაშა ჩელსიმ. "ლამაზი ფეხბურთი" და "უფრო კარგი ფეხბურთი" სხვა მცნებებია. მასე ეგერ ბრიტანულ ნიჭიერში ტიპი გამოვიდა და ისეთ ფინტებს აკეთებდა, კრიშტიანუ შემეცოდა იმის გამეორებას რომ ცდილობდა :D მაგრამ დაუდგეს მოედანზე და რა მოუვა იმ "ფინტიკოზას" :)
ერთი სიტყვით, საღოლ ჩელსის.
პ.ს. დარჩა მგონი თასი სადაცაა ჩატანილი :)

2012-04-25 19:07:38
ბარსაზე მაგარი გუნდი ჯერ არ არსებობს დგეს დგეობტ უბრალოდ გადაგლის ბრალია და აკამდე სად იყო ცჰელსჰის და რეალის ბალესჰიკებ არსად რო არ ცჰანდნენ დგეს ბაიერნი ცჰაასვენებს ამოწვერილ ვარსკვლავს და არც ამოვა რეალის ვარსკვლავი არასდროს მარტო იმიტო რო ბარსა არ კვია

არმანდუჩი2012-04-25 19:11:37
არ იყო წელს ბარსა ლიგის მოგების ღირსი.

2012-04-25 19:16:34
რა ტკმა უნდა არ ეკუტნოდა დზმაო და ვერც იყო იმ პორმასჰი როგორსჰიც უნდა ყოპილიყო ეგ რეალტანაც გამოცჰნდა მარა ის რომ ბარსა ვერ ტამასჰობს და მესიმ ტამასჰი არ იცის ეს არ სჰეილება

2012-04-25 19:18:40
ჩელსის გუშინ არაფერი უთამაშია, თამამად შეიძლება ითქვანს იღბალი ჩელსის მხარეს იყო გუშინ, მაგრამ ლამაზ ფეხბურთს თუ ვინმე თამაშობს ეს ბარსელონაა თუნდაც წააგოს მაინც ლამაზად თამაშობს.10 კაცი მარტო კარში რომ ჩადგება იქ ჭიანჭველაც ვერ გაძვრება, მიუხედავად ამისა მაინც გაუტანა ორი გოლი, თუმცა იღბალმა თავისი ქნა. არა უშავს კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს და ერთი ორად ამოადენს ძმრად:)) რას იზამ ბურთი მრგვალია:))

მასხარა2012-04-25 22:08:32
რა რეალი რა ბარსელონა ტვინი შეჭამეტ რა. მეტი საქმე არ გაქვთ? გაუმარჯოს გორის დილას, დინამო თბილისს, ტორპედოს და საერთოდ ქართულ ფეხბურთს

2012-04-25 23:28:50
ქართული ფეხბურთი რანაირია?:)))

ირა2012-04-26 16:37:32
ეხლა მაინც მიხვდით ქართველებო და პეხბურთი აგარ ითამასოთ. თქვენი საქმეა ლანზგვა-გინება. მონობასი ყოპნა და ყველა სიბინზურე

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. თბილისში მგზავრებმა ავტობუსიდან შავკანიანი ახალგაზრდა გადმოაგდეს
2. გამაოგნებელი სანახაობა, რომელიც გრენლანდიაში გადაიღეს (ვიდეო)
3. როგორ დავიკლოთ კვირაში 3 კგ დიეტის გარეშე
4. მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის ცვლილებებია
5. გაერო: ებოლა კონტროლს აღარ ექვემდებარება - ვირუსით კვირაში 10 000 ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებენ
6. უმშვენიერესი გოგონას მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც მალე ჰიტი გახდება
7. ნაყენი, რომელიც მთელი ზამთრის მანძილზე უნდა მიიღოთ სურდოს თავიდან ასაცილებლად
8. სწრაფად გასაკეთებელი უგემრიელესი ტორტი, არაჟნის ჰაეროვანი კრემით
9. ”პატრული პატრული!... სვანი ვარ დედას მოგი...ავ” - ჩხუბი ვარკეთილში (ვიდეო)
10. უნიკალური რეცეპტი - გათავისუფლდით სახსრების ტკივილისგან
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-10-30
visitor 35 983
visit 45 653
page 73 777
2014-10-31
  18 578
  22 914
  39 410