აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების გენერალმა, უოლტერ ჯეჯკომ პოლონურ გამოცემა Gazeta Polska–სთან ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა რუსების მიერ მოწყობილი ტერაქტი და ასევე თავად პოლონეთის ხელისუფლებაც, რომელიც რუსების მიერ ჩადენილ ამ უსასტიკეს მორიგ დანაშაულს ხელს აფარებს.
როგორც პოლონური გამოცემა წერს:
„სმოლენსკში საქმეზე საუბარი მიდის ფსევდოშედეგებზე. ეს ბოროტებაა, სკანდალი, დანაშაულია, რომელიც ჩადენილია გაუგონარი თვითდაჯერებულობით. ეს პოლონეთის სუვერენულობისა და დამოუკიდებლობისადმი ზიზღის გამოხატვა და მთელი კაცობრიობისადმი სილის გაწვნაა“, – განაცხადა უოლტერ ჯეჯკომ ლეშეკ მიასიკოვთან და გჟეგორჟ ვერზხოლოვკისთან ინტერვიუში.
– თქვენ სპეცდანიშნულების ავიაციის საკითხებში ექსპერტი ბრძანდებით. როგორ შეაფასებდით იმ რუსი ავიადისპეტჩერების ქცევას, რომლებიც „ტუ–154მ“–ს მიახლოებისას იყვნენ ხაზზე რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალების ერთ–ერთ მეთაურთან, გენერალ ვლადიმერ ბენედიქტოვთან?
– გენერალ ბენედიქტოვთან საუბრები და ინსტრუქციები, რომლებიც მან მისცა, არც ერთ შემთხვევაში არ ჯდება ნორმალური პროცედურის ფარგლებში. პირიქით, ისინი სერიოზულ ეჭვებს იწვევენ.
– ეჭვებს ტერაქტზე?
– რა თქმა უნდა! ხშირად მიმართავენ ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩეჩნეთშიც და მოსკოვშიც. ეს ხალხი არ გრძნობდა მცირეოდენ სინდისის ქენჯასაც, როდესაც ისინი ცდილობდნენ უწმინდესი პაპის, იოანე მეორის მკვლელობას და, მით უმეტეს, მათ ხელები არ აუკანკალდებათ მოეკლათ რიგითი მოკვდავები.
რუსებს მანამდეც ჰყავდათ მოკლული სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები. მეტიც. პოლონელებმა ეს იციან. საუბარია სტანისლავ მიკოლაიჩიკზე, რომელმაც ძლივს მოახერხა კომუნისტური პოლონეთიდან გაქცევა. ის უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. ან გავიხსენოთ, გენერალი ვლადისლავ სიკორსკი. სკეპტიკოსები ყოველთვის ყველაფერზე ეჭვობენ, თუმცა ამ შემთხვევაში ეჭვები საღ გონებას ეწინააღმდეგება.
სმოლენსკის ტრაგედიის საკითხი სრულიად ნათელია: თავისუფალ პოლონეთში ხალხის უმრავლესობა ნატოს მხარს უჭერს. პოლონელთა უმეტესობა პროამერიკულად, პროდასავლურადაა განწყობილი. უმეტესობა კათოლიკები არიან. აქ კი მომენტალურად ეროვნული პოლიტიკური ელიტა განადგურებულ იქნა. ხალხი, რომელსაც არ ეშინოდა ეჩვენებინა ისტორიული რუსეთის ჭეშმარიტი სახე, ისინი, ვინც გაბედა რუსების სხვა ბინძურ დანაშაულობებზეც მიეთითებინა, ისინი, ვინც ამბობდა, რომ კომუნიზმი ბოროტებაა.
ამას გარდა, პოლონეთის ნეიტრალიზაციის გარეშე შეეძლო რუსეთს აშშ გაეძევებინა ევროპიდან, შეეზღუდა მისი როლი ნატოში და შეექმნა საკუთარი ეგიდის ქვეშ უსაფრთხოების პანევროპული სისტემა?
პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს სრულად ესმოდა პოლონეთის სტრატეგიული მდგომარეობა და მისი გასაჭირი. მან დაიწყო რუსების დევნა და იგი მათ ყელში ძვალივით ჰქონდათ გაჩხერილი.
ახლა, სმოლენსკის ტრაგედიის შემდეგ, რუსეთს შეუძლია კმაყოფილი იყოს: პოლონური ელიტა დაყოფილია, და პოლონურ–რუსულ ურთიერთობებში ახალი თავი გაიხსნა.
– როგორ შეაფასებდით სმოლენსკში მომხდარი თვითმფრინავის კატასტროფის თაობაზე ამჟამად მიმდინარე გამოძიებას?
– საუბარია შედეგებზე, ან უფრო სწორად, გამოძიების იმიტაციაზე, ეს ბოროტებაა, სკანდალი, დანაშაულია, რომელიც ჩადენილია გაუგონარი თვითდაჯერებულობით. ეს პოლონეთის სუვერენულობისა და დამოუკიდებლობისადმი ზიზღის გამოხატვა და მთელი კაცობრიობისადმი სილის გაწვნაა. მეტს რას უნდა ელოდო ამ განგსტერებისა და ქურდების არალეგიტიმური რეჟიმისგან, რეპრესიულ ორგანოთა ამორალური რეჟიმისგან?
ჩემთვის ეს გაუგებარია. მნიშვნელოვანი პირებისთვის საფრენად პოლონეთი მოძველებულ თვითმფრინავს იყენებს, რომლის საიმედობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამას გარდა, ეს მანქანები რემონტისთვის გაეგზავნა რუსეთში იმ კომპანიას, რომელიც პუტინის მეგობრებსა და მომხრეებს, ქურდებს ეკუთვნით, რომლებიც რუსული მაფიისა და მისი მეთაურის ხერხემალს წარმოადგენენ.
ეს ისტორია, რომელიც ჩემს გონებაში არ ჯდება, არასოდეს შეიძლებოდა მომხდარიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეტიც, ძალიან მაკვირვებს, რატომ არ შეიძინა პოლონეთმა თანამედროვე ავიალაინერი, მაგალითად, „ბოინგი“, ხოლო ამის სანაცვლოდ დაავალა გარემონტება და მოდერნიზაცია. პოლონეთის მთავრობის ქმედებანი კარგი მაგალითია იმისა, რომ ფულის ეკონომიისკენ სწრაფვა კიდევ უფრო მსხვილ ხარჯებში გადაიზრდება“.
ცნობისათვის: უოლტერ ჯეჯკო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო–საჰაერო ძალებისა და დაზვერვის გენერალია. დამთავრებული აქვს პენსილვანიისა და კოლუმბიის უნივერსიტეტები და აშშ–ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველია დაზვერვის საკითხებში.
იგი პრესტიჟულ მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში –ამერიკელ მზვერავთა სამჭედლოში კითხულობს ლექციებს აღმოსავლეთ ევროპაში საიდუმლო ოპერაციების საკითხებში, ისტორიაში, სამხედრო სტრატეგიაში, საგარეო უსაფრთხოებაში და ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ის კათოლიკეთა ასოციაცია „კოლუმბის რაინდების“ წევრია. წარმოშობით პოლონელი იმიგრანტების ოჯახიდანაა.