ორი წლის კელვინ სანტოსის მშობლები, რომლებიც ჩრდილოეთ ბრაზილიაში, ქალაქ ბელემში ცხოვრობენ, უცნაური შემთხვევის გამოძიებას მოითხოვენ, რომლის მოწმეებიც როგორც თავად, ასევე ნათესავები და მეზობლები გახდენ. მათი ვაჟი, კელვინ სანტოსი. გასულ პარასკევს ბავშვთა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმების განცხადებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიის გართულებამ გამიწვია. პათოლოანატომიურ ექსპერტიზაზე მშობლებმა უარი განაცხადეს.
სახლში, პატარას სასახლესთან ნათესავებმა და მეზობლებმა მოიყარეს თავი. ხოლო როდესაც სხეულის მოწესრიგება გადაწყვიტეს, მოულოდნელი რამ მოხდა - კელვინი გაცოცხლდა, სასახლეში წამოჯდა და მამას წყლის მოტანა სთხოვა. შემდეგ ბავშვი კვლავ დაწვა და გარდაიცვალა, ამჯერად საბოლოოდ...
„ადამიანების უმეტესობამ, რომლებიც ამ დროს ოთახში იმყოფებოდნენ, ყვირილი დაიწყეს. მოგევჩვენა, რომ სასწაული მოხდა, მაგრამ კელვინი მხოლოდ რამდენიმე წამით გაცოცხლდა“ - ყვება მამა ანტონიო სანტოსი.
იმ იმედით, რომ მათი შვილი კვლავ გაცოცხლდებოდა, მშობლებმა დაკრძალვის ცერემონიალი საღამომდე გადადეს. მაგრამ ვერც მათ და ვერც სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბავშვისათვის სიცოცხლის დაბრუნება ვერ შეძლეს. ახლა მშობლები გამოძიებას მოითხოვენ, დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ექიმებმა პატარას სათანადოდ ვერ უმკურნალეს.
„როდესაც კელვინმა კლინიკაში გონება დაკარგა, ექიმებმა 15 წუთის გასვლის შემდეგ მითხრეს, რომ გარდაიცვალა და ახლა არაფრის გაკეთებას აზრი აღარ აქვსო“ - ყვება მამა.
ამ უცნაურ შემთხვევას ახლა ექიმები და პოლიცია იძიებენ.