მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ბე­დუ­კა­ძე „ქალ­ბა­ტონ თი­ნი­კოს“ უპი­რის­პირ­დე­ბა
ქალ­მა ქმრის საყ­ვა­რე­ლი ხევ­ში გა­და­აგ­დო
ქუ­ჩა­ში გამ­ვ­ლე­ლი კა­ცი გამ­ძ­ვინ­ვა­რე­ბულ ხარს ძლივს გა­და­ურ­ჩა
თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­ს­–­ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი17°-29°
  ქუთაისი17°-26°
  ბათუმი18°-23°
შორენა ბეგაშვილი: "ეს მანქანა ჩემი ჰონორარით შევიძინე, არავის უჩუქებია!"

20:17 27.07.2012
[სოფიო ბოჭორიძე]

მსახიობი შორენა ბეგაშვილი ორი წელია, რაც "ინფინიტის" მარკის ჯიპის საჭეს მიუჯდა და ხალხიც ალაპარაკდა, ლამაზმანს ავტომობილი მამაკაცმა აჩუქაო, მაგრამ, როგორც მსახიობმა გვითხრა, ეს სიმართლე არ არის და ის თავისი ჰონორარებით შეიძინა. თბილისში მანქანას "არათბილისურად" ატარებს – არც სახიფათო მანევრები უყვარს და საცობშიც ვერასოდეს შეატყობთ გაბრაზებას. ამ დროს მუსიკას რთავს და გზის გახსნას მშვიდად ელოდება. პატრული კი ცნობს, მაგრამ მათთან არაფერი ჭრის. თურმე ერთხელ თავისი ბარგიანად პირდაპირ შუა ქუჩაში ჩამოსვეს და მანქანა ჩამოართვეს.
შორენა ბეგაშვილთან შეხვედრა მის დაბადების დღეს, 8 ივლისის საღამოს შედგა, ამიტომ გახარებულმა იუბილარმა თავის მანქანასთან სურათები ბუშტებით ხელში გადაიღო.
– შორენა, პირველ რიგში, გკითხავთ, როგორ აღნიშნეთ დაბადების დღე?

– მეგობრებთან ერთად ერთ–ერთ კლუბში გადავიხადე. ბოლო პერიოდში წონაში დავიკელი და ის კაბა, რომლის ჩაცმასაც ვაპირებდი, აღარ მომიხდა, ამიტომ ვერ ჩავიცვი. ამ დღით ძალიან ნასიამოვნები ვარ. ბევრი კარგი საჩუქარი მივიღე. განსაკუთრებით ჩემი შვილის საჩუქარმა გამახარა – თავისი შესრულებული ნახატი მაჩუქა.

– რამდენი ხანია, რაც საჭეს უზიხართ?

– 7 წელი იქნება. მახსოვს ჩემი პირველი მანქანა, ძვირადღირებული არა, მაგრამ საკმაოდ ორიგინალური კი იყო – "ნისანი" მყავდა, კაბრიოლეტი. ქმარმა მაჩუქა, მაშინ გაშორებულები არ ვიყავით. ძალიან მომეწონა, პატარა და სპორტული იყო, ქალისთვის განკუთვნილი. ეს მანქანა მალე გავყიდე და 2 წლის წინ "ინფინიტის" ჯიპი შევიძინე. დღესაც ამ ავტომობილით ვმოძრაობ.

– მაშინ ბევრი ლაპარაკობდა, რომ "ინფინიტის" ჯიპი მამაკაცმა გაჩუქათ. ასეა?

– რამდენჯერაც ვთქვი, ეს მანქანა ჩემი ჰონორარით შევიძინე და არავის უჩუქებია–მეთქი, არავინ დამიჯერა. ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია, რას დაწერთ და რას იფიქრებთ.
– რატომ მაინცდამაინც "ინფინიტის" ჯიპი?
– ძალიან მინდოდა, ჯიპი მეყიდა, მაგრამ აუცილებლად ლამაზი ფორმებით უნდა ყოფილიყო და არა – ოთხკუთხედი, დიდი ყუთის ფორმის. ნაზი და ქალური ჯიპი მინდოდა და მყავს კიდეც. მგონი, ჯიპებს შორის "ინფინიტი" ყველაზე მოხდენილია, მაგრამ ახლა უკვე სხვა მანქანა მომწონს.

– ანუ ავტომობილის გამოცვლას აპირებთ?

– კი, გეგმაში მაქვს. 2012 წლის "რენჯ როვერის" შავი ჯიპი მინდა, რომელსაც წითელი სალონი აქვს. ჯერჯერობით მხოლოდ ვოცნებობ, რადგან ალბათ უახლოეს მომავალში ვერ ვიყიდი.

– თქვენს ავტომობილს რამდენად კარგად იცნობთ, ერკვევით მის ნაწილებში?

– მეტნაკლებად ვიცი, სად რა ხდება, მაგრამ არ მქონია შემთხვევა, მანქანა გამფუჭებოდა და მე გამეკეთებინა. ვერ გამიგია, ბორბალი მე რატომ უნდა გამოვუცვალო?! არ არის ამის აუცილებლობა. პროფილაქტიკა თუ დამჭირდება, მიმყავს და იქ მიხედავენ გადასარევად. პროფილაქტიკაში, სადაც ჩემი მანქანა დამყავს, ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ. წინასწარ მაფრთხილებენ ხოლმე, მანქანას ესა და ეს ნაწილი აქვს გასაკეთებელი და როცა დრო გექნება, მოიყვანეო. ავტომობილი შეიძლება გასარეცხად წავიყვანო, მაგრამ დანარჩენი ჩემი საქმე არ არის. ისეთი მანქანა რომ მყავდეს, რომელიც გზადაგზა იშლება, ალბათ მის ნაწილებშიც გავერკვეოდი.
– ავტომობილით მოძრაობის დროს ხშირად რისკავთ?
– ადრე ძალიან მიყვარდა სისწრაფე და ტრასაზე ძალიან სწრაფად დავდიოდი. ახლა აღარ ვრისკავ, სისულელეა, რადგან წამიერი სიამოვნებისთვის საკუთარ თავსაც საფრთხეს უქმნი და სხვასაც, ამიტომ გარისკვა ნამდვილად არ ღირს. ახლა ძალიან მოწესრიგებულად და ნორმალური სიჩქარით დავდივარ. მოძრაობაში არც სხვას ვუშლი ხელს და თავსაც მშვიდად ვგრძნობ.
– თბილისში მოძრაობის წესებს როგორ შეაფასებდით?
– შეიძლება ადამიანმა მოძრაობის წესები იცის, მაგრამ თბილისში მანქანა თბილისურად უნდა მართო. მძღოლები ხანდახან ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, თანაც მოულოდნელად, რომ სწრაფი რეაქცია თუ არ გაქვს, სადმე აილეწები. ეს პრობლემა დღეს თითქოს გამოსწორებულია, მაგრამ უცნაური შემთხვევები მაინც ხდება, როცა ერთ მძღოლს რაღაც მანევრის შესრულება მოუნდება, საიდანღაც გამოხტება და მერე ყველა მძღოლი მას უყურებს. არ მიყვარს ასეთი რაღაცეები. ამ დროს არც კი ფიქრობენ, რომ შეიძლება ვინმე დაშავდეს.
– ასეთ დროს საჭესთან უფრო ქალი გხვდებათ თუ მამაკაცი?
– ქალი მძღოლები ისე შტერულად ატარებენ, რომ ხანდახან იგრძნობა კიდეც, როცა მანქანას ქალი მართავს, მაგრამ საშიშ მოძრაობებს უფრო მეტად კაცები აკეთებენ, რაც არ ეპატიებათ. მოძრაობის წესების დაცვა კაცს მეტად მოეთხოვება, ვიდრე ქალს. პირადად ჩემთვის ქალს ავარიული სიტუაცია არ შეუქმნია.
– პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ადრე სისწრაფის გამო ხშირად მაჩერებდნენ და არაერთი გაფრთხილებაც მიმიღია. ახლა უკვე ჭკვიანი და კანონმორჩილი მძღოლი ვარ და აღარ მაჩერებენ. როცა მოძრაობის წესებს ვიცავ, პირველ რიგში, მე ვგრძნობ თავს დაცულად.
პატრულთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა დილის 7 საათზე გადაღებაზე ძალიან სწრაფად მივდიოდი, წითელზე დამუხრუჭებას აზრი აღარ ჰქონდა და გავიარე. მაშინ არ იყო გამოსული კანონი, რომ შეიძლებოდა მართვის მოწმობა თან არ გეტარებინა. იმ დღეს მართვის მოწმობა სახლში დამრჩა. პატრულმა რომ გამაჩერა, ავუხსენი, რომ ძალიან მეჩქარებოდა. დილის 7 საათზე რომ გადიხარ, ესე იგი საქმეზე გარბიხარ და არა სასეირნოდ. მიცნეს კიდეც, მაგრამ მართვის მოწმობაც რომ არ მქონდა თან, თავი გაიგიჟეს, რა სისულელეა, შენ რომ არ დაგაჯარიმოთ, მაშინ ყველას უნდა ვაპატიოთო. მანქანა გადაამოწმეს, ნახეს, რომ ჩემს სახელზე იყო მართვის მოწმობა დაშვებული, მაგრამ ავტომობილი მაინც ჩამომართვეს, იქნებ მართვის მოწმობა ღამით წაგართვესო. გადაღებაზე ბევრი ტანსაცმელი მიმქონდა, პატრულმა ჩემი ბარგიანად ჩამომსვა და მანქანა ჩამომართვეს. ამის შემდეგ ხშირად ვხუმრობ, პატრული მე არაფერს მიშავებს, პირდაპირ მანქანას მართმევს–მეთქი. ჯარიმას თუ ვიმსახურებ, ყოველთვის მიწერენ. შორენა რომ ვარ, არაფერს მშველის.
– ავარია მოგსვლიათ?
– ერთი შემთხვევა მახსენდება: მანქანა მომიცურდა, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა, რადგანაც ჩემ წინ მძღოლმა ისე დაამუხრუჭა, მის მანქანას უკნიდან შევასკდი. დიდი ავარია არ ყოფილა, მხოლოდ ნომერი მივუჭყლიტე. მძღოლები გადმოვედით და ერთმანეთს ვამშვიდებდით, შენი რა ბრალიაო. არც ერთის ბრალი არ ყოფილა. ჩემი მიზეზით სერიოზულ ავარიაში არ მოვყოლილვარ, მაგრამ ეს სხვისი მიზეზით მომხდარა. გასულ წელს გადაღებაზე მივდიოდი და მძღოლი გამომიგზავნეს. ისეთ ავარიაში მოვყევი, სხვადასხვა დაზიანებით ერთი თვე ვიწექი სახლში.

– მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში რამდენად სწრაფად რეაგირებთ?

– სწრაფი რეაქცია ნამდვილი მძღოლისთვის ერთ–ერთი დამახასიათებელი თვისებაა და თბილისშიც ძალიან საჭიროა. როცა საჭესთან ზიხარ, ეს ერთ–ერთი აუცილებელი პირობაცაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავარია არ მომსვლია, ვიტყვი, რომ სწრაფად ვრეაგირებ.
– თბილისში ხშირადაა გადატვირთული მოძრაობა. საცობში დგომა გაღიზიანებთ?
– წყობიდან ისე რთულად გამოვდივარ, როგორ საცობშიც უნდა მოვყვე, არ ავღელდები. თუ სადმე მაგვიანდება და ამ დროს დიდ საცობში მოვხვდი, რა უნდა ვქნა, დავრეკავ, სადაც მაგვიანდება, ბოდიშს მოვუხდი და ვეტყვი, რომ საცობში ვდგავარ. მუსიკას ჩავრთავ და გზის გახსნას მშვიდად დაველოდები, წიოკს ნამდვილად ვერ დავიწყებ. ბილწსიტყვაობა საერთოდ არ მჩვევია და ცუდ სიტყვებს საჭესთანაც არ ვხმარობ. ქალი ქალია, გინდა საჭესთან დასვი და გინდა რესტორანში, ქალურობა ყველგან უნდა შეინარჩუნოს.

წყარო

ბეჭდვა  
კომენტარები:
სექსი2012-07-27 21:15:59
რამდენ ხანსჰი დააგროვე ეს თანხა??????????????ინფინიტი რო შეიზინე??????????რამდენში გადიოდი სტავკას?????????????1000$??????????????

მალჩიკ2012-07-28 01:11:49
შოერენაააააააააა დამაპიპინები რააააააააააა =))))))))

გაყიდე იყიდე2012-07-28 02:03:31
რა გზის გავლა დაგჭირდა, მაგ ინფინიტის საყიდლად?

შორენა ბეგაშვილი2012-07-28 07:15:04
1000$დოლარიანი შენ რო ხარ,სხვაც ეგა გგონია?ჯობია ის გაარკვიო ვისი გაკეთებული ხარ!

დუგლასა2012-07-28 09:12:29
ფუ ამ ხალხს... რა საზიზგარი ხალხი ვართ. რას ერჩით ამ გოგოს ვერ გამიგია. რახამ პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული? როდის მიხვდებით რომ ყველა თქვენ სუ **** კიდიხართ მაგ გოგოს. გირჩევნიათ საკუთარ *** ცხოვრებას მიხედოთ.

ვახო2012-07-28 09:16:18
შორენა მაგარი გოგო ხარ, მე შენ მიყვარხარ

...2012-07-28 09:43:45
მაგარი ქალია ძააან.... თორე არ გინდათ ესეთი ქალი გყავდეთ გვერდით და თუ არ გინდათ კიდე ღმერთმა არ განახოთ

....2012-07-28 09:53:34
ბოღმმებიიი

2012-07-28 10:06:33
ეს ინფინიტის ამბავი იმას გავს დებმა კერვალისჰვილებმა რომ თქვეს: ჩვენი ბიზნესი მოხარსჰული სპაგეტის გაყიდვით დავიწყეთო

დიანა პოპოვა2012-07-28 10:32:07
ვაიმეეეეეეეე რა ბოღმა ხალხი ხართ კაით რა იყოოოთ ტოოო....მე მომწონს შორენა მაგარი ქალია,რა მნიშვნელობა აქვს რა აქვს გაკეთებული ჩემთვის მთავარია რომ ძაან მაგარია და ძAლიან ბევრ ქალსაც ჯობია,საერთოდ რეაქცია არ უნდა ჰქონდეს ამაზე რადგან რაც არ უნდა გააკეთო კარგი მაინც ვერ იქნები ყველასთვის

მელ2012-07-28 11:15:21
. ევროპელობა გინდად და რქები ვერ მოიტეხეთ გოიმებო. გაგიმარჯოს შორენა ლამაზი ქალი ხარ იბოღმებიან.

ნაათია2012-07-28 11:19:21
ბოგმებოოო არ დაანებებტ თაააავს.გულში შურით სკდებით ხო?????დაანებეთ თავი რას ერჩით ბოროტებო!!!!!!!

ეკო2012-07-28 11:29:41
მშვენიერი გოგოა, რას ერჩიან ვერ გავიგე, მე მომწონს, ლამაზია...

ნიკა2012-07-28 14:20:05
ცხოვრებბა ისეთი რამეა,შეიძლება უარესი გაგაკეთებინოს.ასე რომ მოკეტეტ ბოღმებო

მაიკო2012-07-28 14:38:56
შორენა მაგარი გოგო ხარ ძალიან მომწონხარ და მიყვარხარ,ვისაც არ მოწონხარ ცივი წყალი დალიოს და გული გაიგრილოს ამ სიცხეში..

2012-07-29 02:00:37
შორე მაგარი ქალი ხარ, ეგრე უნდა აბა რა!!!!! მიდი მააააწე მაროოოოოო!!!!

ზიზი2012-07-29 02:16:03
დზალიან საყვარელი გოგოა.და დზალიან კარგი ადამიანი.მაგის ინტერვიუს რომ ვუსმენ ნამდვილად სიმპატიიტ ვარ განცყობილი.ისედაც ბევრი ტკივილი ავს გადატანილი და გმერტმა ეხლა მაინც გაახაროს.კარგი ხელფასი და კარგი გონორარიტ რატო მვერ იყიდის ვიტომ ინფინიტის ჯიპს?და რა გგონიატ ტუ ვინმე აცჰუქებს დამალავს?არ დამალავს და იტყვის.ასე რომ დამსჰვიდდიტ და გმერტმა სჰორენასაც და სრულიად საქარტველოსჰი მაცხოვრებელ ხალხს ყველას მოგცეტ უფალმა იმის სჰესადზლებლობა,რომ გქონდეტ ტქვენც რაც გინდატ და სხვისი სჰენადზენიც გიხაროდეტ გულიტ.

ემზო2012-07-29 11:52:01
შორენა,ფერია დეიდა,ერთხელ დამაფიცებინე რა მაგ პორფირეს ხატზე? გეხვეწები! კაი ბუნჩულა ბიჭი ვარ!

ემზო2012-07-29 12:01:29
შორო,მართლა ჯიგარი,ბუნებრივად უბრალო,ეშხიან-ვნებიანი და საყვარელი ქალი ხარ! ღმერთმა სიკეთე და მფარველობა არ მოგაკლოთ შენ და შენს პატარას,ჩვენო ნებიერა! პატივისცემით - ემზო! დუტაზე მაგარი ხარ,100-იანი!

გიორგი2012-07-29 21:59:07
ჩემო დაო შორენა ძალიან გთხოვ წმინდათა წიგნში წაიკითხო მარიამ მეგვიპტელის ცხოვრემა..პატივისცემით

2012-07-30 00:16:58
სექსი მძრეველი ხარ?

2012-07-30 00:18:21
გიორგი თვალები დაბლა არ დაუშვა!!!!:-)))))))))))))))

2012-07-30 00:18:55
შორენა ჩვენო ულამაზესო გვიყვარხარ!

ტატო2012-07-30 04:37:07
შორენაზე ვინმემ აუგი არ თქვას კარგი ოჯახისშვილია:D და ასეთ პატიოსან ადამიანს რო დასცინიტ ალაჰი დაგსჯით:D:D

ტატო2012-07-30 04:40:09
ეეეეე ვერ შეიშნო მეFის:დდ

გიორგი2012-07-30 10:47:18
მუშა გოგოა

2012-07-30 10:50:18
ლამაზი თოჯინაა.მაგრამ საკმაოდ გაუნათლებელი...

პეტრე I2012-07-30 12:48:52
შორენა კარგი გოგოა ! მაქსიმალურად გამოყენ-გამოავლინა თავის უნარები... ხალხი შურიანი სამწუხაროდ :)))

2012-07-30 12:49:33
ქალის სილამაზე მის ბუნებრივობაშია და ეს ქალი თავიდან არის აწყობილი და მე პირადად არ ვთვლი ლამაზად. ლამაზია მონიკა ბელუჩი რომელიც ბუნებრივია და არანაირ პლასტიკურ ოპერაციებს არ ფლობს , ამიტომაა აგიარებული მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად, ტავისი ბუნებრივობით, ინტელექტით და ქალურობით! როგორ შეიძლება შორენა ბეგაშვილს ლამაზი და ინტელექტუალური ქალი უწოდო ეს აფსურდია

AZ2012-07-30 14:42:47
KAI EGETI KALIS DEDACO IDZAXIAN CHVENI KATSEBI MAGRAM SAQME SAQMEZE RO MIDGEBA YVELA ERT ADGILAS UDZVREBA...ISHOVA DA SHEERGOS,DZAAN BEVRI CHALICHOS EGRE MAGRAM AR GAMOSDIS.SHORENA IMITOM MEVASEBA RO RATS MOINDOMA YVELAPERI GAMOUVIDA DA IS ROM DZALIAN LAMAZIA EG XOM UDAOA

2012-07-31 00:19:36
შორენა საკმაოდ გაბედული ქალია---

ხუმარა2012-07-31 00:47:23
რა ცვენი საკმეა ვინ,რა და რის პასად იკიდა,გმერტმა მსვიდობიტ ატაროს ნუ განიკიტხავტ და არ განიკიტხებიტ,

ცინიკოსი2012-07-31 14:03:27
მაგარ ქალებს ყავთ მაგარი მანქანები :)

xalxis xma2012-07-31 14:33:19
წადი ეკრანიდან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!გაუნათლებელოოოო ოოოოოოოოო

რჩევა---12012-07-31 14:36:54
ისე შორენა ზალიან გაზულუქებული შვილი გყავს, ზალიან არ მოგვეცონა

დარეჯანი2012-07-31 15:10:58
რამდენს უხდიან? ეს მანქანა რომ იყიდა, ხალხი წელზე იდგამს ფეხებს ისე წვალობენ და ვერ ახერხებენ ვერაფერს და მაგას განა რა ხელფასი აქვს?
ან ფულს რასჰი უხდიან, უნიცჰოდ ,რომ დგას დუტასტან და სიცილიც კი არ სჰეუდზლია. ეს სასჰინელებაა, ალბატ იმდენი ბოტოქსი აქვს გაკეტებული, სილიკონს ნუ იკიტხავტ, დზლივის იცინის ასე მგონია ახლა გასკდება მეტქი.ეს კატასტროფაა.

2012-07-31 17:57:05
დარეჯანი კარგი რა... კარგი გოგო ხარ შორენა!!!

მზია2012-07-31 18:39:19
შენი ინტერვიუ რომ წავიკითხე მივხვდი გაწონასწორებული პიროვნება ხარ შო და ვიცი,რომ ზოგიერთ კომენტარებზე გეცინება მე ერთი შემიძლია ვთქვა მშვენიერი,სექსუალური და საყვარელი პიროვნება ხარ

მაშო2012-08-01 21:38:40
გარეგნობა ერთია,მაგრამ ძალიან გაუნათლებელი რომ არის ფაქტია.რა მანერები აქვს და შვილიც გატუტუცებლი ყავს,

:D2012-08-02 01:26:17
და რაატო ვერ იყიდიდა რაა? უჭიირს??? არ მუშაოობს? თუ რა ხდება ვერ გავიგე? :DD მსჰენიალურია... დიდად გულზე არ მეხატება ეს გოგო მარა მე რას მახევს? თავისით შოულობს იმ ფულს და მე რაა... :)) ისე უქნია 9 ინფინიტი ერთად დაუყენებია კარებთან მე რაა.... პროსტა ერთს თუ გამოუშვებს არ მეწყინება მართლა :P :DD

რუსიკო2012-08-02 15:24:18
გმერტმა მშვიდობაში მოახმაროს ეგ მანქანა და იმდენი ეშოვოს სხვაც ეყიდოს. და თქვენც ვისაც გშურტ იმდენი გეშოვოტ აგარავისი არ შეგშურებოდეტ....

ლილიარუსო2012-08-02 15:57:07
რას იპურტყნებით გაპურტყნული ქათმებივით ხალხო შორენა თქვენ ხარჯზე კი არ იმყოფება თავისი შრომით ცხოვრობს ! შორენა ღირსეული ქალია და ეკუთვნის მშვიდი ცხოვრება !

ნასწიი2012-08-03 01:14:24
რა გჭირთ ხალხო?!ყველას თავისი ცხოვრება აქვს და სანამ სხვას გააკრიტიკებთ ჯერ თვენ მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრება!!!

2012-08-03 23:48:12
ობში ჩამჯდარი ბაყაყებივით, აყიყინდნენ. მონახეს რაღაც ახალი და დაიწყეს...
შორენას, თავი დაანებეთ. მოთმინება იქონიეთ, მალე დაიდება ახალი სტატია, ივანიშვილზე.

.2012-08-16 13:02:19
ისე არავის საქმე არ არის შორენამ როგორ და რანაირად შეიძინა ეს მანქანა.თუ თავი გაქვთ თქვენს იყიდეთ და იარეთ ასეთი მანქანით,უბრალოდ ვინც ცუდად წერს შორენაზე და მის ნაირებზე ეს მხოლოდ და მხოლოდ შურია და ბოღმა ,რომ ეს მათ შეძლეს და თქვენ ვერა და ზიხარ ეხლა და კითხულობთ ვინ რა შეიძინა.

2013-03-11 16:21:17
ყველა ისე ცხოვრობს,როგორც შეუძლია და ეს ამბიციური გაუნათლებელიც კარგად მოერგო ცხოვრებას.კრიტიკა და განსჯა ნამდვილად უადგილოა

2013-03-11 23:58:30
ნეტა ვის ჩააწვეთა?!!!!!!

2013-03-12 00:04:11
საქართველო მსუბუქებს და პოლიტიკოსებს დარჩათ! რამდენი დადის ნაგვის საქექად ! ის ხალხი თუ აინტერესებს ვინმეს?!!!!!

ჟარგონ2013-03-12 01:50:24
აზრზე ხარ ხალხი რა გაბოროტებულია???!!!! გოგოს ინტერვიუ ჩამოართვეს და რა კომენტარებს წერენ.შენ ვინც არაადეკვატურ კომენტარს წერ.რატომ გაქვს გული ბოღმით და შურით სავსე? იშრომე და არ დაგიფასდა? თუ იქნებ მხოლოდ სხვაზე ლაპარაკით და ყოველგვარი ცუდის კეთებით ცხოვრობ და ეს ყოველი ჩვევად გექცა?ა არის პასუხი საჭირო.ეგ პასუხი შენს გულს გაეცი ხოლო სულს კითხვით მიმართე. ნეტავ შორენას ნაირები ბევრნი გვყავდეს, და შენნაირები ცოტა,მხოლოდ მაშინ ეშველება საქართველოს,შენნაირები რომ დაცოტავდება და საერთოდ აღარ იქნებიან. შენნაირებთან ერთად გაქრება ბოღმა და შური, ის ნახე რა ამაზრზენია.აშკარაა გოგოა ხორცით და სულით მახინჯი და შური და ბოღმა აწერინებს ასეთ კომენტარს. --->(''ყველა ისე ცხოვრობს,როგორც შეუძლია და ეს ამბიციური გაუნათლებელიც კარგად მოერგო ცხოვრებას.კრიტიკა და განსჯა ნამდვილად უადგილოა'') <--- შენ განათლების გეტყობა რამე? ასეთი შურით სავსე კომენტარი როგორ დაწერე? ვაახ ყველა ქართველი განა ქართველიაა?? :( ;(

2013-03-12 15:22:11
ჯართი მოაგროვა და იშოვა მაყუთი რას ერჩით :)

2013-03-12 17:34:31
შურიანებო გასკდით გულზე.... შორენა ლამაზია, წარმატებული და საერთოდ ყველაფერს თვითონ მიაღწია.შეეგუეთ, ღმერთმა მისცა ასეთი გარეგნობა .....

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. 4 ტყუილი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავთან დაკავშირებით
2. ჩეხური დიეტა –კვირაში დაიკლებთ 5 კგ–ს
3. "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
4. ხიდაშელი გიორგობიანის წინააღმდეგ
5. მორიგი უზუსტობა შს კადრებზე: რატომ აცვია ჩუსტი, არ უკეთია ხელთათმანი, რატომ არ ჩანს კადრში „დასაჭერები“
6. მერაბიშვილს ქონება დაუყადაღეს
7. როგორი კოცნა ახასიათებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს
8. სექსუალური გოგონები სავარჯიშო დარბაზში (ფარული კამერა)
9. ნანუკა ჟორჟოლიანი ივანიშვილს მიმართავს
10. რა აღმოაჩინა შს-მ სამეგრელოში?
ბლოგები
ლა­ზა­რეს შა­ბა­თი - ქე­ბაჲ და დი­დე­ბაჲ ქარ­თუ­ლი­სა ენი­საჲ
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962