მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი: შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი 24 წლის ახალ­გაზ­რ­დას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და?
ბა­ჩო ახა­ლა­ის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და
5 წლის ბავ­შ­ვი 5000 ვოლ­ტის დარ­ტ­ყ­მას გა­და­ურ­ჩა
უკ­რა­ი­ნელ­მა ქალ­მა ლი­პო­საქ­ცია სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ი­კე­თა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი18°-31°
  ქუთაისი18°-26°
  ბათუმი19°-23°
დასახელდა 2012 წლის ყველაზე პოპულარული სახელები საქართველოში

პოპულარული სახელები
12:03 31.07.2012
[შორენა გოგოლაძე]

საქართველოში ყველაზე გავრცელებული მამაკაცის სახელი კვლავ გიორგია, ქალის კი - ნინო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2012 წლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ წელსაც ყველაზე მეტ ახალშობილ გოგონას ნინო, ხოლო ბიჭს გიორგი დაარქვეს.

თუმცა გასულ წლებთან შედარებით, ახალშობილებისთვის სახელების შერჩევის ტენდენცია იცვლება. წელს გოგოს  ყველაზე პოპულარული სახელი ნინოა, გასულ წელს კი მარიამს არქმევდნენ.  სახელ გიორგის პოპულარობით თითქმის არ ჩამოუვარდება ნიკოლოზი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2012 სტატისტიკის მიხედვით, ვაჟების პოპულარული სახელებია: გიორგი (1583) და ნიკოლოზი (1521); ასევე, გავრცელებული სახელებია:  ლუკა  (955), ანდრია (839), საბა (835), დავითი (801), ალექსანდრე  (773), მათე (327), დიმიტრი (295), გაბრიელი (275), ირაკლი (220), ილია (210), ზურაბი (206), დაჩი (164), თეიმურაზი (136), ცოტნე (136), ლევანი (131), ივანე (130), ლაზარე (126), თორნიკე (116) და სხვა.

ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: ნინო (2523), მარიამი (1669), ბარბარე (979), ანასტასია (939), ანა (910), ელენე (872), ელიზავეტა (588), ნია (365), თამარი (346), ნატალია (322), თეკლე (265), სალომე (255), ქეთევანი (251), ლია (200), ანამარია (158), თათია (131), სოფია (127), ნანა (125), ეკატერინე (104), თინათინი (103) და სხვა.

რაც შეეხება ყველა ასაკში, სხვადასხვა დროს პოპულარულ სახელებს, მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად, საქართველოში მამაკაცის ყველაზე გავრცელებული სახელი გიორგია (193 828), მას მოსდევს: დავითი   90 713, ნიკოლოზი 59 784, ზურაბი 49 403, ალექსანდრე 45 488, ლევანი 40 496, თეიმურაზი 36 834, ირაკლი 35 150, მიხეილი 28 232, ლუკა 27 692, თამაზი 27 585, ავთანდილი 24 317, მამია 23 455, ნოდარი 23 061, გურამი 23 044, ლაშა 22 693, გოჩა 22 063, ზაზა 20 768, კახაბერი 20 308 და სხვა.

ქალბატონებს ყველაზე ხშირად არქმევენ: ნინოს 246 879, მას მოსდევს მარიამი 100 982, თამარი 97 531, ნანა 69 653, ნათია 66 947, ანა 64 980, ლია 55 059, ქეთევანი 50 272, მაია 45 952, ელენე 39616, თინათინი 36000, ეკატერინე 34182, სოფია 31843, ნატალია 31195, ხათუნა 25370, ირინე  23716, ელიზავეტა, 23217, სალომე 21444, რუსუდანი 20530, ქრისტინე 9677 და სხვა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს ასევე ინფორმციას უცნაური სახელების შესახებ. სააგენტოს ინფრომაციით, ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელებია: მოქეიფე, თაგუნა, ფემისტოკლე, ფიზიკა, პელე, გარინჩა, კაცი, ქალი, ვებერთელა, მხედარი, კუსა, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანილა, მგელა, ცაცია, ხუმარა, სამძიმარა, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ნიუტონი, სევდაგულ, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, და სხვა.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-07-31 13:08:24
ვარგისო მაგარია ბზ

დადოოოო2012-07-31 17:50:20
მდააააააააააააააააააააა

ტოტო2012-07-31 19:15:22
ისე, სვილი რომ გეყოლება და პუცქი-ს დაარქმევ.....

2012-07-31 23:31:36
ელიზავეტაო ღადაობთ ?? :D:D:D:D

შავთვალა2012-08-01 00:24:13
ბიჭი რომ შეგეძინება მამას და თანზილას ან სამზიმარას დაარქმევ აბა მითხარი იმ მამიკოს არ უნდა კარგი გემრიელი ნოყიერი მუშტი ცხვირში??

ანუკი2012-08-01 00:25:45
მოქეიფე, თაგუნა, ფემისტოკლე, ფიზიკა, პელე, გარინჩა, კაცი, ქალი, ვებერთელა, მხედარი, კუსა, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანილა, მგელა, ცაცია, ხუმარა, სამძიმარა, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ნიუტონი, სევდაგულ, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო ამ სახელების ხათრით უნდა გავაჩინო ბავშვების არმია რო ეს სახელები დავარქვააააააააააააააააააა:))))))))))))

ზიზი2012-08-01 00:28:34
რას არ გაიგებს კაცის ყური ...ბოლო აბზაცი მაგარია დზააან.როგორ უნდა გეზიზგებოდეს,რომ სჰვილს ბოლო აბზაცსჰი ცჰამოტვლილი სახელები დაასრქვა...იმედია ეგ ადრე იყო დიდი ხნის ცინ...

2012-08-01 02:06:46
მიააააააააააააააა

2012-08-01 02:07:33
მილაააა კაი სახელია

ირმუშკა2012-08-01 15:03:30
ხალხო გავგიჟდი ვიღაც კაცს სახელი არიოლა ერქვა!აი ბედის დაცინვა!ალბათ თავის მშობლებს არ უნდოდათ, მაგრამ იმ საცოდავმა რა დააშავა!

თამილა2012-08-01 21:10:48
ჩემთან კლიენტი მოვიდა ბატონი ჯუნგლი და მას მალე ბატონი ერთგული მოყვა :)) არადა სახელით უნდა მიმართო, სერვის პლიუსის თანახმად. მიდი და არ გაგეცინოს

იციიიიით რააააააა2012-08-03 17:26:45
ყოველთვის ყველა დროში ზუსტად ამ თანმიმდევრობით ლიდერობა ეს სახელები არავითარი სხვაობა ყველა დროის უცვლელი სახელებია თანაც რეიტინგული გიორგი, ნიკოლოზი, ნინო მარიამი და მერე სხვაააააააა, ახალი არაფერია

2012-08-03 22:14:24
ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც ქვიათ მასკო(მოსკოვი),ხარკო (ხარკოვი)ზიფრინა, ფოთოლა,შაქარა... რა ვიცი ყველა არ მახსენდება. :)))

2012-08-04 01:12:50
ხდუტ.დ.უ.უ

არ არსებოოობს2012-08-04 10:54:52
სემჟერი როგორ მოგწონთ?18 წლის ბიჭს ჰქვია ბაბუის სახელი

კუკუშა2012-08-24 14:23:08
ბავშვებმა მშობლებს რა დაუშავეს ასეთიიიიიიიიიიიიიი?

2012-08-24 23:58:54
საქართველოში ისეთი ტრადიცია ბიჭი რო მოგეწონება ჯერ მშობლების სახელი უნდა კითხო და მერე თავისი,

2012-08-25 00:01:10
ახლაც არის ეგ მძიმე თემა დგეს 21 საუკუნეში მამებს უნდათ თავისი მამის სახელი დარქვას თუნდაც ჟორა ან რაჟდენა ერქვეს მამას.ამის გულიზე ოჯახს დავანგრევ,მეუგლემ მამაის სახელი რო მმოინდომოს დარქვას,,
თვენ არა

ხორხე2012-09-10 11:15:04
მაურისიო უნდა ერქვას ქართველ კაცს. სულ დაკარგეთ ეროვნულოება

ხევსური2012-09-11 12:14:39
მგელა ძველი ხევსურული სახელია. სამძიმარა კი ხევსურულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ქალღმერთია და ძველად ხშირად არქმევდნენ ამ სახელს გოგოებს. ისე, რომ ამ ორ სახელში მე სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ასეთი სახელები უნდა აღდგეს.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. 4 ტყუილი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავთან დაკავშირებით
2. ჩეხური დიეტა –კვირაში დაიკლებთ 5 კგ–ს
3. "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
4. ხიდაშელი გიორგობიანის წინააღმდეგ
5. მერაბიშვილს ქონება დაუყადაღეს
6. მორიგი უზუსტობა შს კადრებზე: რატომ აცვია ჩუსტი, არ უკეთია ხელთათმანი, რატომ არ ჩანს კადრში „დასაჭერები“
7. როგორი კოცნა ახასიათებთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მამაკაცებს
8. სექსუალური გოგონები სავარჯიშო დარბაზში (ფარული კამერა)
9. ნანუკა ჟორჟოლიანი ივანიშვილს მიმართავს
10. რა აღმოაჩინა შს-მ სამეგრელოში?
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: ბო­რი­ა, იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962