მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გო­გო­ნე­ბის წინ­და­ცე­თა - ტრა­გე­დი­ა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ომ დღემ­დე ვერ სძლი­ა...
ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სი­მამ­რის და­ნა­შა­უ­ლებს სხვა პი­რებს აბ­რა­ლებს
რო­გორ მი­ი­სა­კუთ­რა ივა­ნიშ­ვილ­მა „პრე­ზი­დენ­ტის და­ჩა“?
პრო­კუ­რა­ტუ­რას­ტან პატ­რუ­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი­-აქ­ცი­ე­ბის სე­რია გრძელ­დე­ბა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი12°-22°
  ქუთაისი15°-27°
  ბათუმი14°-23°
ფერისცვალება უფლისა

ფერისცვალება
20:05 18.08.2012
[გია მამალაძე]

6 (ახალი სტილით 19) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს.

მაცხოვარმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია სამი: პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ იესო ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას იხილეს, რომ მაცხოვარი „იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე 17, 2). მაცხოვარს გვერდით ედგნენ ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი.

პეტრემ წამოიძახა: „რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ“ (მარკოზი 9, 5-6). შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ და მოესმათ უფლის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე 17, 5).

მოწაფეები შიშით მიწაზე დაემხვნენ. მაცხოვარმა ისინი წამოაყენა და დაამშვიდა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე 17, 7), შემდეგ გააფრთხილა, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, მის მკვდრეთით აღდგომამდე.

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დროს ადამიანებმა, მისმა სამმა მოწაფემ იხილეს მაცხოვრის ღვთაებრივი დიდება და მარადიული ნათელი, ასევე მოესმათ უფლის ხმა...

ყოველ ქართველს და მართლმადიდებელს ვულოცავთ მაცხოვრის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს! მაცხოვრის სიყვარული ნუ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს! წავიკითხოთ ტროპარი და კონდაკი ფერისცვალებისა და შემდეგ მარკოზის სახარებიდან ეპიზოდი ქრისტეს ფერისცვალების შესახებ.

ტროპარი:

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

სახარება

მარკოზი 9

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა.

3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს.

5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს.

6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.

7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.

8. და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა.

9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

10. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?

11. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?

12. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს.

13. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.

ბეჭდვა  
კომენტარები:
ემიგრანტი2012-08-18 22:18:28
ყველას გილოცავთ მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს. მაცხოვრის ანგელოზი ფარავდეს ჩვენს ქვეყანასა და თვითეულის ოჯახს......ამინ..

2012-08-18 23:34:25
გილოცავტ ფერისცვალებას სიკეტეს დასიმხნევეს გისურვებტ ყველას

ვაკე2012-08-19 00:08:19
მთელ ქართველ ერს ვულოცავ ფერისცვალების დიდ დღესასწაულს,დაესწროს მრავალს,ბედნიერი და გამრავლებული,მომღიმარი და ძლიერი,და დაემარცხებინოს ყველა ის მტერი რომელიც ებრძვის მართლმადიდებლობას,ყველაზე წმინდა რწმენას ამ ქვეყანაზე!!!!!

ეკა2012-08-19 01:11:45
ფერისცვალობას გილოცავთ ყველას. უფალი გფარავდეთ!!!

2012-08-19 01:38:03
ამინ+

2012-08-19 01:55:32
მტელ საქარტველოს და ყველა მარტმადიდებელს გილოცავტ ფერიცვალობის დგესასცაულს გმერტი იყოს ყველას მფარველი.ამინ

2012-08-19 02:03:04
გილოცავტ ყველას ფერიცვალობას.უფალი გფარავდეტ!!!!!!!!!!ამინ!!!!

ნოემი2012-08-19 02:07:07
ფერიცვალებას გილოცავთ ქართველებო ვინ სადაც ხართ არააქვს მნიშვნელობა,ყოველივე კარგს გისურვებთ,ღვთის მადლი ფარავდეც საქართველოს. ამინ

კუტაისელი2012-08-19 11:23:44
კველა კარტველს გილოცავტ პერისცვალების დგესასცაულს კველა კარტველის ოჯახმა იმრავლოს და იხაროს გმერტმა ხვავი და ბარაკა არ მოგაკლოტ იმრავლეტ და იხარეტ

გურული2012-08-19 13:29:25
თქვენ გეიხარეთ ხალხო - რაფრაც ახლა მე გამახარეთ!!! ხომ ყოფილა რაღაც წერტლი სადაც ერთმანეთის გვესმის!!! უფლის მადლი და ძალი გფარვიდეთ ყველას!!! ამინ!

გუჯა2012-08-19 13:41:07
გილოცავთ!!!

2012-08-19 13:47:01
გილოცავთ სრულიად მართმადიდებელ ერს ფერიცვალობის ბრწყინვალე დგესასწაულს.. უფალმა დაგიფაროთ

ბაგრატის ტაძარი!2012-08-19 15:16:23
ჯვრით კურტხევა შერჩევითია?
1992 წელს ცნობილ სურათზე აღბეჭდილია პატრიარქი პუტჩისტ და ქურდ ჯაბა იოსელიან ,სიგუა და ედიკასტან ერტად სანთლებიტ ხელში !
იმ ქარტველი ერის დამაქცევრებს "ეკუტვნოდათ" " ჯვრიტ და სანტლით" კურტხევა და ბაგრატის ტაძრის აღმდგენელებსა და იქ მისულ ხალხს არა?
ზოგი ისევ წიტელ ფერს მისტირის
ერთიან და თავისუფალ, აღმშენებლობის გზაზე მიმავალ საქარტველოს გაუმარჯოს!

ბაგრატის ტაძარი!2012-08-19 15:16:52
ბაგრატის ტაძარი!
ჯვრით კურტხევა შერჩევითია?
1992 წელს ცნობილ სურათზე აღბეჭდილია პატრიარქი პუტჩისტ და ქურდ ჯაბა იოსელიან ,სიგუა და ედიკასტან ერტად სანთლებიტ ხელში !
იმ ქარტველი ერის დამაქცევრებს "ეკუტვნოდათ" " ჯვრიტ და სანტლით" კურტხევა და ბაგრატის ტაძრის აღმდგენელებსა და იქ მისულ ხალხს არა?
ზოგი ისევ წიტელ ფერს მისტირის
ერთიან და თავისუფალ, აღმშენებლობის გზაზე მიმავალ საქარტველოს გაუმარჯოს!

ბაგრატის ტაძარი!2012-08-19 15:18:37
საქარტველომ ფერი იცვალა აღმსენებლობისა და ტავისუფლებისაკენ და დალოცვილ იყოს ღმერტისაგან!

2012-08-19 16:50:15
დიდება უფალს! ყველას გილოცავთ ფერისცვალობას!!!

2012-08-19 18:17:46
იქნებ ეხლა მაინც დაანებოთ თავი ბოღმის ნთხევას

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
2. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
3. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
4. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
5. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
6. „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს“
7. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
8. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
9. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
10. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
ბლოგები
რო­გორ აღ­მოგ­ვა­ჩი­ნა ევ­რო­პამ (ნა­წი­ლი მერ­ვე – დას­კ­ვ­ნა, “ნა­პი­რე­ბი”)
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962