რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
დატ­ბო­რი­ლი ქუ­ჩე­ბი და სახ­ლე­ბი, პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, გა­თი­შუ­ლი ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია
22 სექ­ტემ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
ჭავ­ჭა­ვა­ძის #16-ში ალ­ტას გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შო­უ­რუ­მი გა­იხ­ს­ნა
ჭავ­ჭა­ვა­ძის #16-ში „ალ­ტას“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შო­უ­რუ­მი გა­იხ­ს­ნა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ამინდი
ტუბერკულოზი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნომერი1 პრობლემა

14:22 08.02.2011
[თეონა მანაგაძე]

XXI საუკუნის პირველი ათასწლეულისათვის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ტუბერკულოზი არ არის ლიკვიდირებული და იგი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნომერი 1 პრობლემაა. საქართველოში ამ დაავადების გავრცელება საოცრად მაღალია. ტუბერკულიოზის ახალი შემთხვევების 10 % რეზისტენტულია, რაც მედიკოსთა შეფასებით, შემაშფოთებელია. ტუბერკულიოზის პრობლემა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემა არ გახლავთ, არამედ ეს ზოგადად ქვეყნისთვის უზარმაზარ თავსატეხს წარმოადგენს, რადგან გლობალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, აშკარაა, რომ თუ დროულად ვერ მოვახერხებთ ტუბერკულიოზის ეფექტურ კონტროლს უმძიმესი შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტუბერკულიოზის სერვისები პაციენტებისთვის უფასოა, ხოლო ქვეყანას რეზისტენტული ფორმით დაავადებული პაციენტების განკურნება დაახლოებით 15-20 ათასი ლარი უჯდება.

ტუბერკულიოზის გამოვლენის ახალი ფაქტები საკმაოდ ხშირია. როგორც "პრესა.ჯი"-ს შ.პ.ს ¹2 ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერის ექიმმა-ფტიზიატრმა  დალი გორგოძემ განუცხადა, 2011 წელს მასთან უკვე დაავადების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გორგოძის განმარტებით, ბოლო პერიოდში ტუბერკულიოზის ფაქტები გახშირდა, რაც შეიძლება სოციალური ფონით იქნეს გამოწვეული, მაგრამ თუ პაციენტი თავის დროზე, სპეციალურ დაწესებულებებს მიაკითხავს ტუბერკულიოზი განკურნებადია.

,,პაციენტი თუ ყველაფერს დაიცავს რაც საჭიროა ყველა ვარიანტში ტუბერკულიოზი განკურნებადია’’, - აღნიშნა გორგოძემ.

პაციენტები ამ დაავადებისაგან იკურნებიან, თუმცა, ამაღელვებელი ტენდეციაა, რომ ზოგ შემთხვევაში პაციენტთა ნაწილი თვითნებურად მკურნალობს, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო დაავადების შესახებ ინფორმაცია დაფაროს, ხოლო ზოგ შემთხვევაში პაციენტები მკურნალობას გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ წყვეტენ.

როგორც "პრესა.ჯი"-ს აღნიშნული დისპანსერის დირექტორმა ზეინაბ სანდოძემ განუცხადა, პაციენტები რაღაც პერიოდში თავს უკეთ გრძნობენ და თვლიან, რომ მკურნალობა მათთვის უკვე ზედმეტია.

,,თუ პაციენტს არ სურს მკურნალობის გაგრძელება, ამ შემთხვევაში ჩვენ უძლურები ვართ, რადგან არანაირი კანონი არ არსებობს, რომ მათ უფლება არ მივცეთ მკურნალობის შეწყვეტის. მედდების მიერ მათთან მკურნალობის გააგრძელებასთან დაკავშირებით მუშაობა მიდის, თუმცა ამაოდ. ტუბერკულიოზთან დაკავშირებით არ გვაქვს უფლება, რომ ვაცნობოთ ვინმეს, კონფიდენციალობა უნდა დავიცვათ,  ამით ვიცავთ პაციენტის უფლებას, თუმცა ვარღვევთ ჯანმრთელი ადამიანის უფლებას’’, - დასძინა სანდოძემ.

დისპანსერის დირექტორი ამაღელვებელ ტენდეციად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ ტუბერკულიოზის ახალი ფაქტების გამოვლენისას ბევრად უფრო მეტი წილი ულტირეზისტენტული ფორმებით ვლინდება.

,,ამაღელვებელი ტენდეცია, რომ ძალიან ბევრი პაციენტები გამოვლინდა ულტირეზისტენტული ფორმებით, ვიდრე ეს წინა წლებში იყო’’, აღნიშნა სანდოძემ.

ტუბერკულიოზის დაავადების პრევენციაზე საუბარი ძნელია, რადგან დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, შესაბამისად ჯანმრთელი მოქალაქეები პაციენტების კეთილნებაზე არიან დამოკიდებულები, ისინი თუ რამდენად კარგად დაიცავენ ნორმებს. თუმცა, არის ერთიც, რომ დაავადებული ადამიანები თავად საზოგადოებამაც არ უნდა გარიყოს, რომ მათ ეგოიზმი არ ჩამოუყალიბდეთ.

,,ადამიანმა უნდა იცოდეს როგორ დაახველოს, თვითონ უნდა ჰქონდეს კულტურა. დაავადება მიკობაქტერიაა, რომელიც ბუნებაში სულ არის. ყველა ჩავისუნთქავთ, თუმცა ჩვენი იმუნიტეტიდან გამომდინარე როგორმე ამას ვერევით, თუმცა როდესაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ასეთ პიროვნებას უფრო ერევა. ასევე, ტუბერკულიოზის განვითარების წინა პირობა ნერვული სტრესები, კვება და სოციალური ფონიც არის’’, - განაცხადა სანდოძემ.

გეტყვით იმასაც, ამ დისპანსერის 24 თანამშრომელს როგორი ინფრასტრუქტურის პირობებში უწევთ პაციენტების მიღება. კარებები ჭრიალებს, კედლები ჩამონგრეულია, იატაკი ლუარსაბ თათქარიძის სახლის იატაკს გაგახსენებთ, სადმე ფეხი, რომ არ ჩაგივარდეთ, ფანჯრები არის, თუმცა დანიშნულებას რამდენად ასრულებს ვერ გეტყვით, რადგან შენობაში ისე ცივა, როგორც გარეთ. ზოგიერთ ოთახში პირველადი განათების საშუალებაც კი არ არის, შესაბამისად შენობაში გამწოვების დამონტაჟებაზე ზედმეტია საუბარი.

,,მერიას მივმართეთ, მათ ძველი თბილისის გამგეობასთან გადაგვამისამრთეს, მათ კი წერილი მოგვწერეს, რომ საშუალება არ აქვთ, რომ დაგვეხმარონ. კედელი ჩამოგვენგრა, შემდეგ ჩვენ შევეკათეთ.  გამგეობიდან მოგვიანებით, რომ მოვიდნენ და ნახეს, ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს თქვენ აშენებთ და რაღა გინდათო’’, - აღნიშნა სანდოძემ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2011-02-08 14:31:44
მიშა დაამარცხებს ტუბეკულოზს.

სხივი2011-02-08 23:25:14
სამაგიეროდ, ჰაერი რომ იწამლება, მაშინაც ხომ ჩუმად არიან ვაჟ-ბატონები.. არც ჯანდაცვის მინისტრს (არც ერთს) და არც გარემოს დაცვის მინისტრს (მუზიკანტ-კომპოზიტორს) ერთხელ არ ამოუღიათ ხმა, რომ მომწამლავი ნივთიერებებით გაჯერებული საწვავის გამო უამრავი ონკოლოგიური და ფილტვის დაავადებაა საქართველოში დღეისათვის. მანქანებზე - იმის ნაცვლად, რომ უმკაცრესი კონტროლი განხორციელდეს - ფილტრები დახსნეს (იმდენად უხარისხოა საწვავი, რომ მანქანის ფილტრი 1 თვეც ვერ უძლებს)... ვიჯდეთ ეხლა და ვიძახოთ; "საგანგაშო სტატისტიკა".... მიზეზების ლიკვიდაცია უნდა ვეცადოთ და არა შედეგების....

სხივი2011-02-08 23:27:34
ისე... თბილისის მერი რას ფიქრობს ამ თემაზე?... თბილისში რომ აღარ ისუნთქება?... ამდენი სამსახურები რომ აქვს (კეთილმოწყობა, გამწვანება, დასუფთავება).. ეს თემა არ შედის მის კომპეტენციაში?... როგორ არა?.... მაგრამ გასუსულები არიან ბიჭები.... "რატომღაც"

ანძრევს მუჭშია2011-02-09 09:08:17
ჭლექიანი ვარ,ყველამ გაიგო.
ექიმმაც ჩემზე ხელი აიღო...

:<(

ზეინაბ სანდოძე2011-02-09 13:26:28
ყველაფრის პოლიტიკაზე მიბმა შეიძლება? ავადმყოფმა რომ წამალი უნდა დალიოს,რომელიც უფასოდ მიეწოდება , ამას მიშა უნდა? ხომ არ აჯობებდა ყოველთვის სხვის დადანაშაულებას და სხვისგან პრობლემის გადაჭრის მოლოდინს ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე ვაკეთოთ კეთილსინდისიერად?პრობლემები რომ უხვად არის ,გასაგებია ,მაგრამ აბის გადაყლაპვას ხელს რა უშლის,როცა ამისათვის ფულსაც კი იღებს პაციენტი ვაუჩერის სახით? ისე,ინტერვიუც ტენდენციურად არის გადმოცემული.გასაკეთებელი რომ ძალიან ბევრია ყველამ კარგად ვიცით,მაგრამ არა მგონია ამ გზით რაიმე მოგვარდეს.გულს ვიფხანთ და შველას ველით? საიდანღაც და ვიღაცისგან?არც კორექტულობა გვაწყენდა, განსაკუთრებით ბატონ მუჭშიას.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. დუდუხანა წეროძის უთქმელი ტკივილი _ "მაგდანას" ნაცვლად კანის კინოფესტივალზე ლეილა აბაშიძე აღმოჩნდა
2. 13 რამ, რასაც ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ
3. ერთკვირიანი დიეტა ენდოკრინოლოგის რჩევით
4. მაგი, ჯაშუში და ოლიგარქი - ივანიშვილი საიდუმლო მოძღვრების მიმდევარია (ფაქტები)
5. "ნიუ-იორკ თაიმსი": სააკაშვილს არ მოსწონს ბრუკლინური მშვიდი ცხოვრება და გული აღმოსავლეთ ევროპის დიდი საქმეებისაკენ მიუწევს
6. თაფლიანი წყალი ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის
7. მაიოს კლინიკის დიეტა - ცხიმის დამწვავი სუპი
8. რატომ მალავს ნინო ქათამაძე ქმრის სახელს
9. BBC-ს ცნობით, ინგლისში ელ. სიგარეტის მოწევაზე გადასვლამ შესაძლებელია 10-ჯერ შეამციროს სიკვდილიანობა, 60000-დან 6000-მდე წელიწადში
10. ყიყლიყოს განსხვავებული ვარიანტი
ბლოგები
კა­ტე­ხიზ­მო: „მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ - პარ­ტი­ა?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-09-21
visitor 20 885
visit 25 668
page 39 879
2014-09-22
  3 929
  4 146
  6 494