30 ივლისს, ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მე-6 დღეს საქართველო კვლავ მედლის მოპოვების იმედით ხვდება. ამჯერადაც ჩვენი მთავარი იმედი ძიუდოისტია - ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფის შემდეგ ორთაბრძოლაში მისი თანაგუნდელი, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში 22 წლის ნუგზარ ტატალაშვილი ჩაერთვება, რომლის პირველი მეტოქეც სამხრეთ კორეელი ჩუნ ვანი იქნება.
დღესვე ქართული დელეგაციიდან ასპარეზობას გააგრძელებს მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, რომელიც კვალიფიკაციის გავლის შემდეგ 1/32 ფინალიდან კიდევ უფრო წინ წასვლას შეეცდება, სადაც 1/16 ფინალში გასასვლელად მისი მეტოქე ჩილელი დენისე ვან ლამოენი იქნება.
ასევე ჩოგბურთში, ქალ წყვილთა თანრიგში პირველ რაუნდში ჩახნაშვილი-ტატიშვილის დუეტი სლოვენიელ კლეპაც-სრებოტნიკის წყვილს დაუპირისპირდება. ანა ტატიშვილი ქალ ერთეულთა მეორე წრეშიც იასპარეზებს.