 | ზირაქაშვილი გორგოძისა და ქართველთა „მონპელიეს“ წინააღმდეგ 25.08.2012 გასულ კვირას სტარტაღებული საფრანგეთის „ტოპ 14“-ის მე-2 ტურში დღეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი მონპელიეში გაიმართება, სადაც დათო ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის „კლერმონ ოვერნი“ „ივ დე მანუაზე“ მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის „მონპელიეს“ შეეტაკებს. |
|
|
 | “ნაპოლიმ“ მაროკოელი ნახევარმცველი იყიდა 25.08.2012 ურუგვაელი ნახევარმცველის ვალტერ გარგანოს „ინტერში“ გაყიდვის შემდეგ „ნაპოლიმ“ მის ადგილას ბელგიური წარმოშობის მაროკოელი ფეხბურთელის ომარ ელ-კადურის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 22 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი „ბრეშიადან“ იქნა გადმოყვანილი. |
|
|
 | ჯეიკობ პულენის სამიანი და დიდი სიხარული საქართველოს (ვიდეო) 24.08.2012 მატჩის დამთავრებამდე, მაშინ როდესაც საფინალო სირენამდე 7 წამი იყო დარჩენილი და ანგარიშიც საყაიმო 76:76 გახლდათ, ლატვიელებმა ორი ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს. სწორედ ამ დროს ჩაირთო სპორტის სასახლეში მისული თითოეული ქართველი, ხმამაღალი სტვენით, შეძახილებითა და ხმაურით გულშემატკივარმა მოწინააღმდეგეს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო. |
|
|
|
|
 | ანა ლომინაძე დარდანელის სრუტის კოლხური სტილით გადასაცურად ემზადება 24.08.2012 სულ მალე, რამდენიმე დღეში, 17 წლის ქართველი გოგონა ანა ლომინაძე მთელი მსოფლიოს გაოცებას შეეცდება. იგი დარდანელის სრუტეს კოლხური ცურვით, ანუ ხელფეხშეკრული მდგომარეობით გადაცურვას აპირებს. მიუხედავად ასეთი პატარა ასაკისა, ანას უკვე აქვს სპორტის ამ სახეობაში წარმატებები. იგი საქართელოს ჩემპიონია. პრესა.ჯი ანასთან ინტერვიუს გთავაზობთ. |
|
|
 | ზაზა ფაჩულია: „ლატვია ბოსნიაზე ძლიერია“ 24.08.2012 საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თვლის, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრაში ლატვიასთან მის გუნდს უფრო რთული მატჩი ელის, ვიდრე რამდენიმე დღის უკან სარაევოში ბოსნიასთან. „ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრის აზრით, ლატვიის ნაკრები ბოსნიელებზე უფრო ორგანიზებული და ძლიერი გუნდია, რომელსაც მაღალი დონის სპეციალისტი წვრთნის. |
|
|
 | „დილა“ დამარცხდა და თბილისურ შანსს ელის 24.08.2012 გორის „დილა“ ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ მატჩში დამარცხდა პორტუგალიაში „მარიტიმუსთან“ 0:1 და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსს კვლავ ინარჩუნებს - კუნძულ მადეირაზე, ქალაქ ფუნშალის სტადიონ „დუშ ბარეირუშზე“ გამარჯვების ერთადერთი გოლი დასასრულამდე 25 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა ფიდელისმა გაიტანა, რომელმაც ახლო მანძილიდან ბრუნით დაარტყა და მარინ სკენდერის კარის ბადეში მოათავსა ბურთი. |
|
|
 | „ინტერმა“ „ნაპოლიდან“ გარგანო გადაიყვანა 24.08.2012 „ინტერი“ აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებას იტალიის სერია „ა“-ს ახალი სეზონისთვის - მილანური კლუბის მორიგი შენაძენი ურუგვაელი საყრდენი ნახევარმცველი ვალტერ გარგანოა, რომელიც „ნაპოლიდან“ საარენდო კონტრაქტით იქნა გადაყვანილი შემდეგი გამოსყიდვის უფლებით. |
|
|
 | გორელები კუნძულ მადეირაზე 23.08.2012 მიმდინარე ევრო ტურნირებზე ქართული ფეხბურთის ერთადერთ იმედად გორის „დილა“ დარჩა. ქართლელები კი თავის მხრივ ამ ეტაპმდე ახარებენ ქართული სპორტის ქომაგების გულებს და ევროპის ლიგის პლეიოფამდეც მოვიდნენ, სადაც მათი მეტოქე პორტუგალიური „მარიტიმუ“ იქნება. |
|
|
 | „ბარსა“ – „რეალი“. დღეს კლასიკოა 23.08.2012 ესპანური წყაროების ინფორმაციით, მსოფლიო ტოტალიზატორები და ესპანური გამოცემები მატჩის მთავარ ფავორიტად კატალუნიურ ბარსელონას ასახელებენ. ეს ფაქტი განამტკიცა იმანაც, რომ ჟოზე მოურინიომ ესპანეთის სუპერთასი (რისი ეგიდითაც ეს კლასიკო იმართება) მისთვის და მისი გუნდისათვის ნაკლებად პრიორიტეტულად გამოაცხადა. |
|