 | რონალდუს ამსტერდამში გაეხსნა 04.10.2012 ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მეორე დღემ ფაქტობრივად სენსაციების გარეშე ჩაიარა - “მანჩესთერ სითი” ბოლო წუთზე გადაურჩა მარცხს საკუთარ “სითი ოფ მანჩესთერზე” დორტმუნდის “ბორუსიასთან” უმნიშველოვანეს შეხვედრაში და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. “რეალმა” ამსტერდამში გაანადგურა მეტად ახალგაზრდული “აიაქსი” და ქულათა მაქსიმალური რაოდენობა აქვს. |
|
|
 | იოჰან კრუიფი: “მესი ჯერ კიდევ ბავშვია” 04.10.2012 ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა იოჰან კრუიფი თვლის, რომ “ბარსელონას” შემტევს ლიონელ მესის მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებს და მას არც კი სჯერა, რომ არგენტინელი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავად გაიზარდა. |
|
|
|
|
 | უანანიძეო “სპარტაკის” მარცხი და ბელორუსული საოცრება 03.10.2012 ჯანო ანანიძის გარეშე მოსკოვის “სპარტაკმა” მორიგი მარცხი განიცადა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - რუსულმა გუნდმა ამჯერად საშინაო “ლუჟნიკზე” სქოთურ “სელტიკთან” წააგო 2:3. ტურის ნამდვილი სენსაცია კი ბორისოვოს “ბატემ” მოახდინა, რომელმაც მინსკში მრისხანე მიუნხენის “ბაიერნი” გააკრა ბეჭებზე 3:1. |
|
|
 | პუიოლი 2 თვე ვერ ითამაშებს 03.10.2012 “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა კარლეს პუიოლმა ხელის მძიმე ტრავმა მიიღო და ექიმების წინასწარი ვერდიქტით 2 თვე ვერ შესძლებს თამაშს - ეს ამბავი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გუშინდელ შეხვედრაში მოხდა “ბენფიკასთან” 2:0. |
|
|
|
|
 | ნარიაშვილი “მონპელიეში” 2016 წლამდე დარჩება 03.10.2012 საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის “ტოპ 14”-ის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან “მონპელიესთან” - ახალი შეთანხმების მიხედვით 22 წლის “ბორჯღალოსანი” “ლურჯების” შემადგენლობაში 2016 წლამდე ითამაშებს. |
|
|
 | იბრაჰიმოვიჩი: “ოქროს ბურთი” მესიმ არ უნდა მოიგოს” 03.10.2012 “პსჟ”-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ არ სურს “ოქროს ბურთის” გამარჯვებული კვლავ ლიონელ მესი გახდეს. შვედეთის ნაკრების ლიდერის ინფორმაციით, “ბარსელონას” შემტევი ამჯერად არ იმსახურებს ასეთ აღიარებას, რადგანაც გასულ სეზონზე დიდი წარმატებებისათვის არ მიუღწევია. |
|
|
 | რობინიოს “მილანის” დატოვება სურს 03.10.2012 “მილანის” ბრაზილიელმა ფორვარდმა რობინიომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა კლუბი დატოვოს. ერთ დროს სახელოვანი ფეხბურთელი, რომელიც ახლახანს გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ, უკმაყოფილოა იმ მცირე სათამაშო დროით, რაც მას ბოლო ხანებში გუნდში ეძლევა - ახლა “როსონერთა” შემადგენლობაში დიდი კონკურენციაა შეტევაში. |
|
|
 | შავი მკვლელი 02.10.2012 90-იანმა წლებმა ფეხბურთში ბევრი გამორჩეული ფიგურა დაგვიტოვა. ბევრი იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც არამხოლოდ თამაშით, არამედ ხასიათითაც გამოირჩეოდა სხვებისაგან. ერთერთზე დღეს მინდა დავწერო. ფეხბურთის მოყვარულებისათვის საკმაოდ და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოზე მეტად საინტერესო ფიგურა გახლდათ ჩვენი დღევანდელი თემის მთავარი ადრესატი. იგი თამაშის მანერაზე და ხასიათზე რომ არაფერი ვთქვათ, გარეგბულადაც ყველასგან გამორჩეული იყო და გულშემარკივრების სიყვარულსაც გამორჩეულად იმსახურებდა. |
|