|
|
 | ალუბალი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა 13.08.2012 ალუბლის ახლად მოკრეფილი ნაყოფი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მას სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას;ასევე, B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს, ფოლის მჟავას, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, კალიუმს, მაგნიუმსა და იოდს. |
|
|  | ვუმკურნალოთ პაროდონტიტს 13.08.2012 ღრძილებიდან სისხლის დენა კბილების სერიოზული პრობლემის ნიშანია, ამიტომ მაშინვე უნდა მივმართოთ სტომატოლოგს. მკურნალობის დროს მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკა. ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთად, შეიძლება გამოიყენოთ ხალხური საშუალებაც. |
|
|  | მცენარეული ზეთები და ჯანმრთელობა 07.08.2012 ზეთები, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა ვიტამინსა და შეუცვლელ ცხიმმჟავას, დიეტოლოგები გვირჩევენ, ყოველდღე შევიტანოთ მენიუში. თუმცა გვაფრთხილებენ,რომ ზოგიერთი ზეთი გაცხელებისას მთლიანად კარგავს სამკურნალო თვისებებს, ზოგიერთი კი სიცოცხლისთვის საშიში ხდება. ერთი და იმავე ზეთის რამდენჯერმე გაცხელებისას მასში ჩნდება კანცეროგენური ნივთიერებები. ასე რომ, ზეთის შეძენამდე ყურადღებით წაიკითხეთ სპეციალისტების რეკომენდაციები. |
|
|  | გულისწასვლა – შეგვეშინდეს თუ არა 06.08.2012 ჩვეულებრივ, გულის წასვლა 15–30 წამი გრძელდება, ზოგჯერ რამდენიმე წუთიც, მაგრამ თუ ადამიანი 5 წუთზე მეტ ხანს უგონოდაა, ეს შეიძლება არა გულის წასვლა, არამედ სერიოზული დაავადების გამოვლენა იყოს. ამავდროულად რაც უფრო ხანგრძლივია ცნობიერების დაკარგვა, მით მეტია თავის ტვინის დაზიანების ალბათობა. |
|
|  | თუ ორსულობის დროს გულძმარვა გაწუხებთ 06.08.2012 მიზეზი უბრალოა – თქვენი პატარა იზრდება და ქვევიდან ავიწროებს კუჭს, ჰორმონები კი კუჭის მოტორიკას არღვევს და საკვების ნორმალურ გადაადგილებას აფერხებს.ამ დროს კუჭსა და საყლაპავს შორის გამყოფი კარედი დუნდება და მჟავე შიგთავსი უკანვე, საყლაპავში ხვდება. |
|
|  | ანგინა ინფექციური დაავადებაა 04.08.2012 ანგინის მთავარი "მსხვერპლია" ნუშისებრი ჯირკვლები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზმის მიკრობებისგან დაცვა. ანგინა შეიძლება გამოიწვიოს. სტრეპტოკოკებმა, სტაფილოკოკებმა, ზოგიერთი სახის სოკომ, სხვადასხვა ტიპის ვირუსმა.ზოგჯერ ანგინის მიზეზი შეიძლება გახდეს დაავადებული კბილები ან ყურები. |
|
|  | გაზიანი სასმელი დაბერების პროცესს აჩქარებს 03.08.2012 დიდი ხანია მეცნიერები ხალხს აფრთხილებენ, რომ გაზიანი სასმელების სიყვარული უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ფოსფატი, რომელიც სასმელს განსაკუთრებულ გემოს აძლევს, სიბერესთან აახლოებს ადამიანს. აღმოჩნდა, რომ ის კანს და კუნთოვან ქსოვილს აშრობს. მას ასევე შეუძლია დააზიანოს გული და თირკმელები, – იტყობინებაThe Daily Mail. |
|
|  | ჭუჭყიანი ხელები და პარაზიტული დაავადებები 03.08.2012 ბოლო დროს იმატა იმ დაავადებების რიცხვმა (A ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზენტერია და სხვა), რომლებიც ჭუჭყიანი ხელებით, დაბინძურებული საკვებითა და წყლით გადადის. ამას სწავლულები მოსახლეობის ხშირ გადაადგილებას, ხილისა და ბოსტნეულის სიჭარბეს, ჭუჭყიან წყალსატევებსა და ტბებში ბანაობას, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების გადამტანების – ბუზების მომრავლებას უკავშირებენ. |
|
|  | საზაფხულო კოსმეტიკა 02.08.2012 მსოფლიო ბაზარზე ხარისხიანი კოსმეტიკური ნაწარმი ბევრია. მიუხედავად ამისა, თანამედროვე კოსმეტოლოგებსაც კი სახის მოვლის საუკეთესო საშუალებად, მეტადრე ზაფხულობით, ხილის ნიღაბი მიაჩნიათ. ნებისმიერ ხილს ხომ ბუნება ყოველგვარი დანამატისა და ქიმიკატის გარეშე გვაძლევს. |
|
|  | იდეალური ტანი 01.08.2012 პროპორციული ტანი ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ ბუნება ზოგს საოცრად ლამაზ სხეულს არგუნებს, ზოგს კი, არაპროპორციული ნაკვთების გამო, დიდ საფიქრალსა და სადარდებელს უჩენს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც ეს პრობლემაა უსაშველო (ყოველ შემთხვევაში, მაშინ მაინც, თუ პლაჟზე არ იმყოფებით): თქვენი სხეულის ესა თუ ის ხარვეზი ან ნაკლი, შეგიძლიათ, დაფაროთ ან შენიღბოთ ტანსაცმლით. ასეთ დროს კი უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ სამოსის სტილი, არამედ ქსოვილის ფერიც და ფაქტურაც. |
|
|
|
გამოკითხვა
ვანო მერაბიშვილის დაკავება არის
|
|