რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
"თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის­"ო­ფის­თან და­პი­რის­პი­რე­ბის დროს კო­ბა ხა­ბა­ზიც და­შავ­და
1 ოქ­ტომ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
სწრა­ფი ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბის კომ­პა­ნია "ქრე­დი­უმ ჯორ­ჯი­ა"-მ ერ­თ­გუ­ლი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ცი­ა-­გა­თა­მა­შე­ბა მო­აწ­ყო
საყ­დ­რი­სის სა­ბა­დოს შე­ჩე­რე­ბის გა­მო ქვე­ყა­ნას სა­ექ­ს­პორ­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი აკ­ლ­დე­ბა
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
დათო ეზიაშვილმა ''გერლფრენდთან'' ერთად ეროტიკული ვიდეოები გადაიღო

22:12 17.12.2013
["პრესა.ჯი"]
19 წლის ყოფილი კალათბურთელი დათო ეზიაშვილი სამოდელი ბიზნესში სულ რამდენიმე თვეა, რაც გამოჩნდა. საკუთარ თავს ნარცისს ეძახის და ამბობს, რომ ამის გამო მეგობარი გოგონა სულ ეჩხუბება, მაგრამ შეცვლას არ აპირებს. უნდა, როგორც მოდელმა, თავი დაიმკვიდროს. თუკი საინტერესო წინადადებას შესთავაზებენ, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ იდეის კუთხით, კამერის წინ გაშიშვლებაზეც არ იტყვის უარს.
დათოს რამდენიმე შეთავაზება უკვე ჰქონდა, გადაიღეს კლიპში, გამოვიდა გიორგი შაღაშვილის კოლექციის ჩვენებაზე, ფოტოგრაფმა შოთიკო ბოჭორიშვილმა ნინა სუბლატთან ერთად თავის ფოტო-ვიდეოპროექტშიც მიიწვია. საკუთარ გარეგნობაზე იმით ზრუნავს, რომ გამუდმებით ვარჯიშობს. მისი გარეგნობის გამორჩეული დეტალი დრედებია, რომელიც ორი წლის წინ გაიკეთა. ამის და კიდევ განსაკუთრებული იმიჯის გამო ბევრს უცხოელი ჰგონია. ქუჩაშიც ხშირად წამოუძახებიათ რაღაც, დათოს კი არ დაზარებია და ფიზიკურ შეხლა- შემოხლაშიც ჩართულა ამის გამო.

- 19 წლის ვარ. წელს ჩავაბარე ტურიზმის ფაკულტეტზე. ადრე კალათბურთელი გახლდით. ჩემი სიმაღლე მეტრი და 89 სმ-ია. ჯერ ''სოხუმში'' ვითამაშე, შემდეგ - ''დინამოში''. ამ წელს კვლავ უნდა გამეგრძელებინა კალათბურთის თამაში, მაგრამ სილამაზის კონკურსზე მისვლის შემდეგ ჩემი გეგმები მთლიანად შეიცვალა. გადავწყვიტე, რომ მოდელობას გავყოლოდი. მე ასაკობრივ კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რამდენიმე გუნდი დაიშალა, ამ სფეროში ფინანსურად არცთუ კარგი მდგომარეობაა. მე კი არ მიღირს, რომ მადლობის სანაცვლოდ ვითამაშო. ხელფასი არ გვქონია, მაგრამ თუკი სხვები ცუდ დარბაზებში ვარჯიშობდნენ, ჩვენ ამ მხრივ კარგი პირობები გვქონდა, ფორმაც უფასო იყო, ტურნირშიც უფასოდ ვმონაწილეობდით. ასაკობრივი ლიგა დაყოფილია, არის თექვსმეტწლამდელთა, თვრამეტწლამდელთა და ოცწლამდელთა კატეგორია. მე თვრამეტწლამდელებში ვითამაშე. შემეძლო, პარალელურად კალათბურთის გაგრძელებაც მეცადა, მაგრამ კონკურსის დროს ძალიან ბევრი გადაღება გვქონდა, შემდეგშიც გარკვეული შემოთავაზებები მივიღე და ამიტომ კალათბურთისთვის თავის დანებება გადავწყვიტე.
- რა კონკურსზე მიხვედი?
- ''ელიტ მოდელ ლუქში''. ადრე გოგონებს შორის ტარდებოდა, წელს კი ბიჭებს შორისაც აარჩიეს. ნარცისი ვარ (იღიმის)!.. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ბავშვობიდან გათამამებული ვარ, რამაც, ალბათ, გავლენა იქონია. ჩემ თავზე შეყვარებული ვარ. ძალიან მომწონს, როგორიც ვარ. ჩემი მეგობრები სულ ხუმრობენ ამ თემაზე. ერთ-ერთმა მირჩია სწორედ, რომ ბედი ამ მხრივ მეცადა. ველოდებოდი, რომ ამ კონკურსზე აუცილებლად შემარჩევდნენ, მაგრამ როცა ვნახე, რომ საკმაოდ კარგი ბიჭები მონაწილეობდნენ, ცოტა ეჭვი შემეპარა, წარმატებას მივაღწევდი თუ არა. ასეთ კონკურსებზე გარეგნობის გარდა სხვა რამეებსაც აფასებენ. უნდა იყო ფოტოგენური, იცოდე სიარული, რაც მე არ გამომდიოდა. ერთი თვე გვავარჯიშეს. მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში იყო ინტენსიური გადაღებები, ვარჯიში, თუმცა ეს მე არ მჭირდებოდა, რადგან მიყვარს კარგი ფორმები და ახლაც მუდმივად ვვარჯიშობ. სიარული მაინც ვერ ვისწავლე (იცინის).
კონკურსის დღე რომ დადგა, მე და ჩემს იქ შეძენილ მეგობარ თორნიკე სხილაძეს გვეგონა, რომ სამეულში აუცილებლად მოვხვდებოდით, მაგრამ ფინალის დროს ძალიან ავნერვიულდით. საბოლოო ჯამში პირველი გამოსვლისთვის არა უშავდა. თორნიკე სამეულში მოხვდა, მე, სამწუხაროდ, ვერა.
- შენი თვითშეფასება ამის შემდეგ არ დაეცა?
- არა. ჩემი წარუმატებლობა ჟიურის დავაბრალე (იღიმის). ჟიურის უცხოელი წევრი აშკარად ძალიან გამხდარ ბიჭებს არჩევდა. სიმართლე გითხრათ, ცოტა გული დამწყდა.
- ვინ გგულშემატკივრობდა?
- არავისთვის მითქვამს, ფინალში მიგულშემატკივრეთ-მეთქი. შემდეგ ''იმედზე'' ნახეს. მეგობრებმაც და ოჯახის წევრებმაც იცოდნენ, რომ ამ კონკურსში ვმონაწილეობდი, მაგრამ არ მიყვარს, როცა ჩემ საგულშემატკივროდ მოდიან. არც კალათბურთის თამაშის დროს მიყვარდა. არ ვიცი, რატომ არ მსიამოვნებს, როცა ახლობლები ესწრებიან. დედას ძალიან უნდოდა კონკურსზე დასწრება, მაგრამ ვთხოვე, რომ არ მოსულიყო.
- მიუხედავად იმისა, რომ კონკურსამეულში ვერ მოხვდი, სამოდელო ბიზნესით მოხიბლული დარჩენილხარ.
- ნამდვილად ასეა. ''ელიტ მოდელ ლუქში'' მონაწილეობას ვერ მივიღებდი, ''იმიჯ ცენტრთან'' სამწლიანი კონტრაქტი რომ არ გამეფორმებინა. ეს საერთო წესია. კონტრაქტს გავეცანი, მომეწონა პირობები და გავხდი ამ სააგენტოს მოდელი. ამის შემდეგ ნელ-ნელა წამოვიდა შემოთავაზებები. მონაწილეობა მივიღე გიორგი შაღაშვილის ჩვენებაში. ეს იყო პირველი ჩვენება ჩემთვის. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და პოდიუმზე გამოსვლაც მომეწონა. შემდეგ ფოტოგრაფ შოთიკო ბოჭორიშვილთან ვიმუშავე, ნინა სუბლატსა და ერთ დიჯეისთან ერთად გადამიღო ვიდეოარტში. ამ პროექტში მონაწილეობა სასიამოვნო იყო. ჩემთვის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. გადაღებებზე შინაურული გარემო შეიქმნა, რაც ძალიან მომეწონა. შოთიკო მუსიკას გვირთავდა, რომ თავი კარგად გვეგრძნო. გადაღებების მონაწილეებთან ურთიერთობით კმაყოფილი დავრჩი. იქნება ვიდეოარტი და ფოტოები, რომლებიც ჟურნალ ''ბომონდში'' დაიბეჭდება. ასევე ''ახალი ხმის'' მონაწილე ქეთი კვიცარიძის კლიპში გადამიღეს, რომელიც მალე გამოვა.
- კამერის წინ კომპლექსები თუ გაქვს?
- ზოგადად არანაირი კომპლექსი არ მაწუხებს (იღიმის).
- ყველაფრის გაკეთება შეგიძლია?
- მგონი კი.
- შიშველ ფოტოებს თუ გადაიღებდი?
- (იღიმის) უკვე მაქვს გადაღებული, ოღონდ მანამდე, სანამ მოდელი გავხდებოდი. სახლის ვიდეო გადავიღე მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთის სახლში შევიკრიბეთ, გადავიღეთ ვიდეოები და ასევე ფოტოებიც, რომლებიც ჩვენთვის გვაქვს შენახული. ვმაიმუნობდით ბავშვები. მე და ჩემმა მეგობარმა გოგონამ გადავიღეთ შიშვლად პატარ-პატარა ვიდეოები და რამდენიმე ფოტო. არა მგონია, ეს საჯაროდ გამოვფინო, რადგან ჩემი ინტიმური ცხოვრებაა, მაგრამ ჩემთვის მექნება შენახული. მერეც არ გამოვფენ.
- მეგობარი გოგონა შეყვარებულია თუ უბრალოდ, მეგობარი?
- გააჩნია, რას ვიგულისხმებთ (იღიმის). შეყვარებულის რა გითხრა, მაგრამ არის ერთი კარგი გოგო. სხვათა შორის, მასთანაც მაქვს გადაღებული რამდენიმე კარგი ფოტო. მიყვარს გოგონებთან ერთად ასეთი ფოტოების გადაღება, მხოლოდ პირადისთვის.
- ჟურნალისთვის რომ გადაგიღონ შიშვლად?
- არ მქონია შემოთავაზება, მაგრამ საინტერესო იდეას დავთანხმდებოდი. თანხასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუ იდეა არ მომეწონა, არ დავთანხმდები. გაშიშვლებაზე პრობლემა არ მექნება, რატომაც არა?!.
- შენს იმიჯზეც გკითხავ.
- განსხვავებული ვარ ქართველი ბიჭებისგან, ასე ვთქვათ, შედარებით არაფორმალი (იღიმის).
- დრედები რატომ გაიკეთე?
- კი ვარ მოდელი, მაგრამ კლასიკურად ჩაცმა არ მიყვარს. უფრო ჰიპ-ჰოპის მიმდევარი ვარ. მიყვარს სპორტულები, ჩაჩაჩული შარვლები, დიდი ბოტასები... მუსიკაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი, რეგეი, ჰიპ-ჰოპი და ა.შ. დრედები სულ მომწონდა. ორი წელია, რაც გავიკეთე. მანამდე თმას ზოლებად ვიწნავდი, მაგრამ მაქსიმუმ ორ კვირაში იშლებოდა. გადავწყვიტე, მუდმივი მქონოდა რამე თმაზე. გავიგე, რომ თუკი დრედებს გაიკეთებ, აღარ დაიშლება, თმას თუ არ გადაიპარსავ. სიმართლე გითხრა, ძალიან ადვილი მოსავლელია. უბრალოდ, ვიბან. თუკი ცოტა მეშლება, მეგობართან მივდივარ და ყაისნაღით მიქსოვს. ჩემს ერთ მეგობარს ხელოვნური დრედები ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ეს ჩემი თმაა.
- შენი იმიჯი ქუჩაში სიარულისას ყურადღებას არ იქცევს?
- მაშინ არც ყური მქონდა გახვრეტილი, არც ცხვირი, მხოლოდ დრედები მქონდა, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ქუჩაში მომაძახეს, გეი ხარო. პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ზურგს უკნიდან გავიგონე. ამის გამო მიჩხუბია და მქონია რამდენიმე კონფლიქტი. არ აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ მეტყვიან თუ უკან მომაძახებენ, მაინც არ მსიამოვნებს. ერთი-ორს რომ მოსდებ ადამიანს, მერე კარგად იგებს და პრობლემაც იხსნება (იღიმის). ბოლო დროს ასეთი შემთხვევა ნაკლებად მქონია, მაგრამ ტრანსპორტში, ქუჩაში მაინც ყურადღების ცენტრში ვარ. ხალხს ქართველი არ ვგონივარ და ცოტა ისე მიყურებენ.
- როგორია იყო საქართველოში მოდელი?
- ყველაზე მეტად დედაჩემის აზრი მაინტერესებს. ძალიან არ უნდოდა, რომ დრედები გამეკეთებინა, არც ცხვირისა და ყურის გახვრეტა მოეწონა, მაგრამ იცის ჩემი ხასიათი და არაფერს მეუბნება. მამა ჩემნაირია და უფრო მეტად მიგებს.
- როგორ ფიქრობ, აქ კარიერას ააწყობ?
- დიდი იმედი მაქვს და მინდა, სამოდელო სფეროში რაიმე გამომივიდეს. ძალიან გამიხარდება, თუკი შემდეგ უცხოეთში წავალ სამუშაოდ. 31 დეკემბრის შოუში გადამიღეს ''პირველ არხზე'', სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ორი თვეა, რაც აქტიურად ჩავერთე ამ სფეროში და ბევრი ინტერესდება ჩემით. ასეთ ინტერესს თავიდანვე არ ველოდი. ნელ-ნელა წინ მივიწევ და იმედია, წარმატებას მივაღწევ. საკმაოდ მეგობრული და კონტაქტური ადამიანი ვარ და ხალხთან ურთიერთობა არ მიჭირს.
- თაყვანისმცემელ გოგონებზე რას გვეტყვი? უფროსი ასაკის ქალბატონების მხრიდან ხომ არ გრძნობ სიმპათიებს?
- მართალი გითხრათ, უყურადღებობას არც მანამდე ვგრძნობდი, სანამ მოდელი გავხდებოდი. ძალიან მიყვარს წვეულებები, ღამის კლუბებში სიარული და იმ წრეში კარგად მიცნობენ. სულ იყო გოგონების და, ჩემდა სამწუხაროდ, ბიჭების მხრიდანაც სიმპათიები, გეებისგან წერილები მხვდებოდა ''ფეისბუქზე''. საერთოდ არ მაქვს ლგბტ საზოგადოების მიმართ რაიმე პრობლემა, მაგრამ როცა უშუალოდ მე მეხებიან, არ მსიამოვნებს.
- რას გწერენ?
- ყველაზე უხეშად და პირდაპირ რომ ვთქვა, ჩემთან სექსი უნდათ. გოგონა რომ მოგწერს იმავეს, ნატურალი ვარ და მსიამოვნებს. გოგონასგან თუ დაიღლები, გაატარებ და არ არის პრობლემა, ბიჭი რომ მწერს, ვღიზიანდები. ტელეფონის ნომერს იგებენ და დილაობით მესიჯები მხვდება ხოლმე. ყველამ იცის, რომ არ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც არ ჩერდებიან.
უფროსი ასაკის ქალებზე მკითხეთ და ამ ბოლო დროს არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ ადრე მქონდა. რამდენიმე ხანი ვხვდებოდი ჩემზე ასაკით უფროს ქალს. მე 16 წლის ვიყავი, ის - 31-ის. მგონია, საკმაო სხვაობაა, თუმცა მისგან ბევრი რამ ვისწავლე არა მხოლოდ ლოგინში, არამედ ზოგადად, ბევრი ცხოვრებისეული რამ მასწავლა. ეს ჩემთვის კარგი იყო და კარგად მახსენდება. სიმართლე გითხრათ, ასაკი არ არის პრობლემა, მთავარია, საერთო ინტერესები გვქონდეს.
- ქალში რა არის მთავარი?
- ყველა მეჩხუბება ამის გამო, მაგრამ პირველი გარეგნობაა. მირჩევნია, გარეგნულად კარგი იყოს და ხასიათით ვერ შევეწყო, ვიდრე პირიქით. ასევე პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ძალიან მესიამოვნება, თუკი ჩემი გოგოც ივარჯიშებს. ხუთი წელია, არც ალკოჰოლი დამილევია და არც გაზიანი სასმელი. კარგია, თუკი იქნება საერთო ინტერესები. ხშირი კონფლიქტები ცუდია, რადგან მღლის და ასეთი ურთიერთობა ცუდად სრულდება.
- საკუთარ თავზე შეყვარებული ბიჭის გვერდით ყოფნა ძალიან ბევრ გოგონას გაუჭირდება.
- ჩემს გოგონასთანაც მქონია ამის გამო პრობლემა. მეჩხუბება ხოლმე, სულ შენს თავზე რატომ ლაპარაკობო. მაგალითად, ხომ შეიძლება, ვუთხრა, რა ლამაზად გამოიყურები-მეთქი, მაგრამ ამის ნაცვლად ჩემს გარეგნობაზე ვლაპარაკობ. ნაჩხუბრები ვიყავით სერიოზულად ამის გამო და მერე შევრიგდით. შეცვლას არ ვაპირებ, ამით ზიანს არავის ვაყენებ.
- სარკეში დღეში რამდენჯერ იყურები?
- (იცინის) ძალიან ბევრჯერ. სახლში ჩემს ოთახში სპეციალურად დავაყენე დიდი სარკე, რომ გემრიელად ჩავიხედო.
- ტატუებზე რას გვეტყვი?
- ეს ჩემი გატაცებაა. მაქვს ხელზე, ფეხზე, ზურგზე და ასევე ტუჩზე მაქვს ამოტვიფრული ჩემი სახელი. ჩემ გარშემო ყველა ეზის მეძახის და ეს მეტსახელი ამოვიტვიფრე (იღიმის).
- მოდელობით ფულს თუ შოულობ?
- ანაზღაურება ჯერ მხოლოდ კლიპიდან მივიღე. იმედია, მომავალში ასე არ გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა უფრო ''გავიყიდები''. მერე კი მოვიფიქრებ, მომავალში რა გავაკეთო. ალბათ, სფეროს შევიცვლი. დიპლომს ავიღებ, მოდელი ცხოვრების ბოლომდე ვერ ვიქნები. რატომღაც არის ტენდენცია, რომ გამხდარი და ლოყებჩაცვენილი ბიჭები უნდათ. რამდენიმე სააგენტოში რომ გადააგზავნეს ჩემი მონაცემები, მკერდის გარშემოწერილობა ცოტა დიდი აღმოჩნდა. მსუქანი არ ვარ, მაგრამ სამოდელო ბიზნესში ასეთი მოთხოვნებია. ერთი მომენტი ვიფიქრე, თმასაც გადავიპარსავ და ამ მსხვერპლსაც გავიღებ-მეთქი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, მთავარია, ისეთი ვიყო, როგორიც ჩემთვის არის მისაღები. ვაპირებ, ეს დრედები კიდევ გავიზარდო!..

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა  
კომენტარები:
2013-12-18 11:14:54
ამალ ლაითი მკურნალობა არ უშველის უფრო სერიოზული მკურნალობაა საჭირო!!

2013-12-18 11:15:49
რა ქნას თავის ჭიას ახარებს, გაანებეთ გაიხაროს!!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. ბიძინა ივანიშვილის ცოლი, საკუთარ დას არ ელაპარაკება
2. არ მიირთვათ ეს! აკრძალული პროდუქტების სია
3. მეუღლეთა ურთიერთშეთავსება ასაკის მიხედვით (მიხეილ ცაგარელის რჩევები)
4. რატომ გააგდო ივანიშვილმა ბასა ფოცხიშვილი?
5. რა მოხდა აშშ–ში, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას?
6. რუსეთის მილიარდელთა ასეულში ოთხი ქართველია
7. ლეპტოპებზე გამწარებული ხალხი "კარფურში" (ვიდეო)
8. ტურისტებმა კანიბალიზმი აღიარეს
9. ქალი, რომელმაც შვილის გადასარჩენად ოთხივე კიდურზე უარი თქვა
10. დილა და საუზმე - რისი ჭამა შეიძლება/არ შეიძლება დილაობით
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-09-30
visitor 48 553
visit 69 677
page 118 406
2014-10-01
  5 457
  5 882
  9 638