თორნიკე
შენგელიას ყველაზე მეტი სათამაშო დრო მიეცა საზაფხულო ლიგის განმავლობაში “ბრუკლინ
ნეთსის” მე-4 შეხვედრაში ნბა-ს გასული სეზონის სუპერფინალისტ “ოკლაჰომა სითი
თანდერთან” (86:87) - საქართველოს ნაკრების ფორვარდი მოედანზე 27.14 წუთის
განმავლობაში იმყოფებოდა.
დროის ამ მონაკვეთში
“თოკომ” 8 ქულა და 4 მოხსნა მოუტანა თავის გუნდს - 20 წლის კალათბურთელმა 7-დან 3
ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა და 4-დან 2 საჯარიმო მოათავსა ზუსტად.
“მე ცოტა დაღლილი
ვიყავი, რადგანაც ზედოზედ ოთხი შეხვედრის ჩატარება ადვილი არ არის…თუმცა თავს
კარგად ვგრძნობ. ახლა წინ საზაფხულო ლიგის მე-5 მატჩი გველის და საამისოდ მზად
უნდა ვიყოთ” - უთხრა შენგელიამ “ნიუ იორკ პოსტს” მატჩის შემდეგ.