presa.ge

2012-05-01 09:20:22
განსაკუთრებული ნიშნები სახეზე

მათი დახმარებით შეგვიძლია ჯანმრთელობასთან პრობლემების შესახებ შევიტყოთ და სერიოზული გართულებები თავიდან ავიცილოთ. სახეზე პიგმენტური ლაქები – ერთგვარი კარნახია ენდოკრინოლოგს მიმართოთ. საფეთქლის არეში ბევრი პიგმენტაცია ღვიძლის ცუდი მუშაობის ნიშანია, მცირე – ნაღვლის ბუშტის. ლოყაზე წითელი ლაქის გაჩენა ჩვეულებრივ ბრონქებისა და ფილტვების სისტემაში უთანხმოებასთანაა დაკავშირებული. ლოყებზე გამოხატული კაპილარული ბადე სისხლძარღვოვან დარღვევებზე, ჰიპერტონიის საწყის სტადიაზე მეტყველებს.

წნევა წესრიგში გაქვთ? მაშინ საგანგაშო სიგნალი შეიძლება ნაღვლის ბუშტიდან მოდიოდეს. რაც უფრო ფართოა ბადის მოცულობა, მით მეტია ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემის ალბათობა. ცხვირის გაწითლებული ბოლო და წითელი ნიკაპი – ენდოკრინული უთანხმოების ფონზე სისხლძარღვების პრობლემის ნიშანია. მუდამ წითელი სახე – საკუთარ ჯანმრთელობას სერიოზულად მიუდექით. ეს ჰიპერტონიული დაავადების სიმპტომია.  წინასწარ ყველა დაავადებას თავს ნუ მიაწერთ, მაგრამ თუ საკუთარ გამოსახულებაში რაღაცამ თქვენი ყურადღება მიიქცია, ექიმს მიმართეთ.