• თბილისი
  • 22°C
  • 27 ოქტომბერი, 2020
article

ეფექტურია თუ არა ჯანჯაფილი წონაში დასაკლებად

ჯანჯაფილის (იგივე კოჭა) სამშობლო აღმოსავლეთია. მისი ფესვი ძალიან არომატული გემოს სანელებელია, რომელსაც ფართოდ იყენებენ კულინარიაში. თუმცა ბოლო პერიოდში ჯანჯაფილმა პოპულარიზაცია მოიპოვა როგორც პროდუქტმა, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას. რეალურია თუ არა ჯანჯაფილის ეს თვისებები, როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე და რას ამბობს მეცნიერთა კვლევები ამის შესახებ?

როგორ მოქმედებს ჯანჯაფილი?

როგორც ვიცით, ვარჯიში ააქტიურებს ორგანიზმს, რათაც მოხდეს კალორიების წვა, ხოლო ჯანჯაფილს შეუძლია მსგავსი დამატებითი ეფექტის მიღწევა, რათა თქვენი მეტაბოლიზმი კიდევ უფრო გააქტიურდეს. ეს არის არაკალორიული პროდუქტი, რომელსაც იყენებენ როგორც ჩაის სახით, ისე საკვების საკმაზის სახით. მას შეუძლია დახმარების გაწევა წონის კლების დროს, თუმცა ჯანჯაფილი ვერ შეცვლის დაბალკალორიულ დიეტას, მაგრამ მას შეუძლია გააძლიეროს ვარჯიშის და დიეტის ეფექტი.

ჯანჯაფილს დიდი ისტორია აქვს და ტიბეტური რეცეპტებით ის ცხელ პროდუქტებს მიეკუთვნება, რომელიც ახურებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია ჯანჯაფილში ფიტოციდების და ეთერული ზეთების შემცველობით. ეს ნივთიერებები ამაღლებენ ორგანიზმის ტემპერატურას და აჩქარებენ მეტაბოლიზმს. ასეთი გზით ორგანიზმი, უფრო აქტიურად წვავს კალორიებს. გარდა ამისა, ჯანჯაფილის გამოკვეთილი გემო თრგუნავს გემოვნების რეცეპტორებს, რის შედეგადაც მადა ქვეითდება და ადამიანთა უმეტესობა უფრო ნაკლებს ჭამს. მიუხედავად, პოპულარული მითისა, ჯანჯაფილის ჩაი არ წვავს და არ ახდენს ცხიმების ბლოკირებას.

ჯანჯაფილი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ზღვის ავადმყოფობის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალება.

ჯანჯაფილის გამოყენება სხვადასხვა სახით შეიძლება, მათ შორის როგორც სანელებელი დამატებული სხვადასხვა კერძზე ან მისი ჩაის სახით დალევა. ასევე შეიძლება ჯანჯაფილის ფესვის ნაჭრის დაღეჭვა საჭმლის მიღებამდე.

გარდა ამისა, ჯანჯაფილს ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური თვისებები გააჩნია, ის დადებითად მოქმედებს ადამიანის ბევრ ორგანოზე და სისტემაზე, მათ შორის ფილტვებზე, კუჭ-ნაწლავზე, ღვიძლზე, გულ-სისხლძარღვთა და შარდ-სასქესო სისტემებზე.

ჯანჯაფილის ეფექტურობა
ცხიმის წვა.
დადგენილია, რომ შეიძლება ჯანჯაფილის გასახდომად გამოყენება, თუმცა როგორ დამხმარე საშუალების.

2010 წლის კვლევება აჩვენა, რომ ჯანჯაფილის ყოველდღიური გამოყენებას შეუძლია ვარჯიშის შემდეგ კუნთებში ტკივილის 25%-ით შემცირება.
ანტიდეპრესიული ეფექტი. წინასწარი კვლევების მიხედვით ჯანჯაფილის ზოგიერთ აქტიურ ნივთიერებას შეუძლია ს,ეროტონინის რეცეპტორებთან შეკვრა და ამგვარად განგაშის გრძნობის დათრგუნვა და განწყობილების გაუმჯობესება.

ჯანჯაფილს ასევე აქვს:

სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება,
გულისრევის შეგრძნების მოხსნის უნარი,
აჩქარებს ნაწლავების მობილურობას (შეუძლია დიარეის გამოწვევა)
სედატიური ეფექტი,
ანტიბაქტერიული ეფექტი.

ჯანჯაფილი არაა რეკომენდირებული:

ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისათვის
კუჭის წყლულის და გასტრიტის დროს
ღვიძლის დაავადების დროს
ჰემოროის დროს, ასევე სისხლდენებისაკენ მიდრეკილების შემთხვევაში
მაღალი წნევის დროს, ინფარქტის, ინსულტის და გულის იშემიური დაავადების დროს
ორსულებისათვის და მეძუძური დედებისათვის
მერილანდის სამედიცინო ცენტრის უნივერსიტეტის მიხედვით ჯანჯაფილის ისეთი გვერდითი ეფექტებისაგან თავის ასარიდებლად როგორიცაა დიარეა კუჭისწვა, დღიური დოზა არ უნდა იყოს 4 გრამზე მეტი.

gemrielia.ge


თეგები :