• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

მსუბუქი და უგემრიელესი ბანანის ნამცხვარი

ალბათ თქვენთვის ახალი არ არის, რომ ბანანისგან უგემრიელესი დესერტები მზადდება. ერთ-ერთ მათგანს კი დღეს გაგაცნობთ, რომელიც ძალიან მარტივად და სულ რაღაც 30 წთ-ში მზადდება.

თქვენ დაგჭირდებათ:

100 გ. კარაქი;
3 ც. კვერცხი;
300 გ. ფქვილი;
1 ჭიქა შაქარი;
1 ჭიქა არაჟანი;
3 ც. ბანანი.

მომზადება:
ვაკეთებთ ქვიშისმაგვარ ცომს ვაცალკევებთ ცილას კვერცხის გულისგან. ვიღებთ 3 გულს, ნახევარ ჭიქა შაქარს და ვადნობთ კარაქს. ამ ყველაფერს ვურევთ ერთმანეთში და ვამატებთ ფქვილს;

ვჭრით ბანანს რგოლებად, ვაყრით ცოტაოდენ ვანილს;

ვაბრტყელებთ ცომს საცხობ კარაქწასმულ ფორმაზე, რათა ცომი არ მიეკროს;

ცომზე მოათავსეთ დაჭრილი ბანანის რგოლები და წაუსვით არაჟანი. მნიშვნელოვანია, რომ არაჟანი იყოს ცხიმიანი და მჟავე გემო არ დაჰკრავდეს. (თუ მომჟავო გემო დაჰკრავს, დაამატეთ მას შაქარი, ვანილი და ქოქოსის ზეთი ან შაქრის პუდრა);

ნამცხვარი 20 წუთით მოათავსეთ ღუმელში, წინასწარ გაცხელებულ 180-200 გრადუსზე;

სანამ ნამცხვარი გამოცხვება, დარჩენილი 3 კვერცხის ცილისა და ნახევარი ჭიქა შაქრისგან გააკეთეთ ჰაეროვანი კრემი. დიდხანს თქვიფეთ ცილები, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, რათა ყველაფერი სწორად გამოვიდეს;

ამოიღეთ ღუმელიდან გამომცხვარი ნამცხვარი და მოასხით ზემოდან კრემი. შეგიძლიათ გააფორმოთ დარჩენილი ბანანით ან სხვა რამით, რაც მოგწონთ. ამის შემდეგ ნამცხვარი 3 წუთით ისევ ღუმელში ჩადეთ;

ამ ყველაფრის შემდეგ ნამცხვარი მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში და განავითაროთ ფანტაზიები, მაგ: მოაყაროთ თხილი, სხვადასხვა ჩირი, მარმელადის ნაჭრები და ა.შ 

გემრიელად მიირთვით! 


თეგები :