• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

ქაშაყისა და ვაშლის კანაპე - რეცეპტი თევზის მოყვარულებისათვის

ინგრედიენტები:

ცხარე ქაშაყის 7 ფილე;

300 მლ. არაჟანი;

1 ს.კ დიჟონის მდოგვი;

2 ჩ.კ შაქარი;

1 ც. ვაშლი;

1 ს.კ ვაშლის ძმარი;

„ხლებცი“ ან კრეკერი.

მომზადება:

დაჭერით ფილე არც ისე დიდ, ერთნაირი ზომის ნაჭრებად;

თხლად გახეხილი ვაშლი შეურიეთ არაჟანს, მდოგვს, ძმარსა და შაქარს. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

მოასხით ქაშაყს ეს სოუსი და დატოვეთ რამდენიმე საათით.  მოამზადეთ პატარა ბუტერბროდი-კანაპე ქაშაყითა და ვაშლის სოუსით, სურვილისამებრ გააფორმეთ მწვანილით.

გაეცანით შემდეგ საახალწლო კერძს: ხილის მწვადი ბეკონით


თეგები :