• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

არაჩვეულებრივი რეცეპტი ახალი წლისათვის - ოქროსფერი სანტა

იმისათვის, რომ ახალ წელს გააოცოთ სტუმრები გთავაზობთ ორიგინალურ რეცეპტს, რომელიც პატარებს და დიდებს ერთნაირად მოხიბლავს. თქვენი სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩებიან.

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

4 ჭიქა ფქვილი;

½ ჭიქა შაქარი;

2 პაკეტი მშრალი საფუარი;

1 ჩ.კ მარილი;

½ ჭიქა რძე;

¼ ჭიქა წყალი;

100 გ. კარაქი;

2 ცალი კვერცხი;

2 კვერცხის გული;

2 წვეთი წითელი საღებავი.

მომზადება:

დიდ ჯამში აურიეთ 2 ჭიქა ფქვილი, შაქარი, საფუარი და მარილი. შეაცხელეთ ქვაბში რძე, წყალი და კარაქი. შემდეგ დაამატეთ იგი მშრალ ინგრედიენტებში, კარგად შეურიეთ. ათქვიფეთ კვერცხი ერთიანი მასის მიღებამდე და დაამატეთ ცომში დარჩენილ ფქვილთან ერთად;

კარგად მოზილეთ ცომი, იგი ელასტიური უნდა გახდეს. მოათავსეთ ჯამში და დააფარეთ თავსახური. დატოვეთ 1 საათით.

გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, დაყავით ცომი ორ ნაწილად, ერთი უნდა იყოს ოდნავ დიდი მეორეზე.

ცომის დიდი ნაწილისგან გააკეთეთ სამკუთხედი სანტას ქუდისთვის და მისი სახისთვის, ხოლო ცომის პატარა ნაწილი დაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს მიეცით წვერის ფორმა, დანის ან მაკრატლის დახმარებით გააკეთეთ ზოლები, სურვილისამებრ შესაძლებელია მათი დახვევაც.

დარჩენილი ცომისგან გააკეთეთ ულვაშები, ცხვირი და ქუდისთვის „პომპონი“. ულვაშისთვის ცომი დაჭერით ზოლებად და მოათავსეთ წვერის ზემოთ. ცხვირი კი ულვაშს ზემოთ მიაწებეთ.

მაკრატლის დახმარებით გამოყავით თვალისთვის ადგილი და ჩააწებეთ ქიშმიში.ცალ-ცალკე  ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის გულები, ერთ ნაწილში ჩაასხით საღებავი და წაუსვით ცხვირს, ლოყებსა და ქუდს, ხოლო მეორე წაუსვით ცომის დანარჩენ ნაწილს.

თავისუფლად დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ ცომი 15 წუთი. შემდეგ მოხსენით ფოლგა და მოათავსეთ ღუმელში კიდევ 10 წუთით, რათა შეოქროსფერდეს.

მომზადების პროცესი დაახლოებით 2 საათი გაგრძელდება, თქვენი ფანტაზიის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ელემენტი.



თეგები :