• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

როგორ მოვამზადოთ ბარბარობის ლობიანი

ქართული ხალხური ტრადიციის მიხედვით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ოჯახში ლობიანი მზადდება.

გთავაზობთ ლობიანის რეცეპტს, რომელიც ჟურნალ "პირველ კულინარში" გამოქვეყნდა.

1 კილო დარჩეული და გარეცხილი წითელი ლობიო წინასწარ ჩაალბეთ ცხელ წყალში. დილით მალე მოიხარშება, როცა დაადგამთ 1 საათში მზადაა.ქვაბში მზითვად ჩააყოლეთ 3-4 დაფნის ფოთოლი. დაფნის ცინცხალი გემო ნაზად გადაედება ლობიოს მარცვლებს.

4-5 თავი ხახვი და 3 კბილი ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით. მერე ზეთში მოთუშეთ. 

მოხარშულ ლობიოს ხორცსაკეპში გაატარეთ. ან კარგად დაჭყლიტეთ. ლობიოს ნაზი ფაფა რომ მიიღოთ. დაუმატეთ მოთუშული ხახვი, მარილი, შავი პილპილი, სულ ცოტა ხმელი ქონდარი და სულ ცოტა დაფქული მუსკატის კაკალი.... კარგად შეაზავეთ. თქვენი ოჯახის გემოზე დასვით. მე მიყვარს სიცხარე ოდნავ რომ იკბინება.

ცომი: 2 ჭიქა თბილი წყალი ჩაუვით ჯამში, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი, 1.5 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი. მოურიეთ. წყალი და ფქვილი დამატებით შეაზილეთ. ასევე 1 პატარა ჭიქა ზეთი. სულ 2 კილო ფქვილი და წყალი იმდენი, რომ ეს ფქვილი ბოლომდე აითვისოთ.

მოზილეთ, ხელი ზეთში დაისველეთ ხოლმე. რბილი გუნდა თქვენს გემოზე ითამაშებს. თითებზე აღარ უნდა მიგეკროთ. 

დაასვენეთ თბილ ადგილას. 1-2 საათში ცომი  მზადაა. ზეთიანი ხელით გადაზილეთ. დაყავით სასურველ ზომებად და გამოაცხეთ.



თეგები :