• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

სასარგებლო ნამცხვარი შაქრის, ფქვილის, ცხიმის და გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები: ნიგოზი 100 გ ნუში 100 გ კაკაო 50 გ ქოქოსის ფანტელი 100 გ ფინიკის ჩირი 350-400 გ თაფლი 1 ს.კ შოკოლადი 50 გ მწიკვი მარილი
ნიგოზი და ნუში გადაიტანეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. შემდეგ დაამატეთ კაკაო და ქოქოსის ფანტელი. დააქუცმაცეთ კიდევ ერთხელ. კარგად რომ შეერევა დაამატეთ უკურკო ფინიკის ჩირი, თაფლი და კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად აურიეთ ბლენდერის საშუალებით. თუ ბლენდერი მძლავრი არ არის, პატარ-პატარა ულუფები დააქუცმაცეთ, რომ არ დააზიანოთ.
საშუალო ფორმას (20x20სმ) დააფინეთ ქაღალდი და გადაიტანეთ მიღებული წებოვანი ცომი. დატკეპნეთ და შედგით მაცივარში 1 საათი. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ ქაღალდი და მოასხით გამდნარი შოკოლადი. ზემოდან მოაყარეთ მსხვილი მარილის კრისტალები.

ნამცხვარს შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი ფორმა ან დაამატოთ სხვა რომელიმე ჩირი.

gemrielia.ge

თეგები :