• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

ყველა საახალწლო კერძის რეცეპტი

ახალი წლის ღამეს ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ეს ერთადერთი 24 საათია წელიწადში, როცა მთელი ჩემი დიდი ოჯახი ვიკრიბებით, ვხალისობთ და ღმერთს შევთხოვთ, რომ მომავალ წელსაც ასე მშვიდობით შევეხვედრებინეთ ერთმანეთს. 

პირველ რიგში საახალწლო სუფრის მთავარი ღირსების, ტრადიციული ქართული კერძების მომზადებაზე უნდა იზრუნოთ. ხაჭაპური მართალია ყოველთვის გვხვდება ყველა სუფრაზე, მაგრამ ის იმდენად გვიყვარს, რომ გინდ იმერული იყოს, ფენოვანი თუ აჭარული თავს ვერასდროს ვერ მოგვაბეზრებს. თუ მარხვაზე ხართ, მის ადგილს მჭადიც და სამარხვო ლობიანიც ღირსეულად დაიკავებს.

გული არ მითმენს მის უტკბილესობაზე რომ არ გადავიდე. რატომ არის ეს გოზინაყი ასე ტკბილი და გემრიელი? როგორც იტალიელები იტყვიან Perché? Perché?? განა ცუდია, რომ ასეთი გემრიელია, უბრალოდ ზოგჯერ ამის გამო თავს კონტროლს ვეღარ ვუწევ, ხომ გესმით..


გოზინაყის რეცეპტი

საცივი ის კერძია, რომელსაც პირადად მე წელიწადის ნებისმიერ დროს სიამოვნებით მივირთმევ, მაგრამ ახალი წლის მხიარული განწყობა თითქოს ისევე დადებითად აისახება მის გემოზე, როგორც ჩვენს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაზე. ალბათ წელსაც არ მოიშლის ბებია და საცივს მაინც თავისებურად, გურულად გააკეთებს.


საცივის რეცეპტი
გურული საცივის რეცეპტი

ისევ ბებიის დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ოჯახში არცერთი ახალი წელი არ ჩაივლის ჩურჩხელებისა და ფელამუშის გარეშე. 


ფელამუშის რეცეპტი
ჩურჩხელის რეცეპტი

ახალ წელს ალკოჰოლიც ჯადოსნურად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. წლების მანძილზე შამპანური ჩვენი სადღესასწაულო სუფრის განუყრელი კაპიტანი გახლდათ. მას ბიძაჩემის მოთხოვნით შარშან გლინტვეინი დავუმეგობრეთ და იმედი არავის გაგვცრუებია.


გლინტვეინის რეცეპტი

მე მხოლოდ ყველაფერ იმ მთავარზე გესაუბრებით, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენლად მეჩვენება. ნუ შეიზღუდავთ ფანტაზიას და საახალწლო სუფრას ყველაფერი დანარჩენი თქვენი გემოვნებით შეჰმატეთ. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი მარხვაზეა. ეს თქვენს კულინარიულ სიამოვნებას დიდად ვერ შეუშლის ხელს. გახსოვდეთ, რომ ახალი წლის ღამეს მთავარი თქვენი დადებითი განწყობაა!

სამარხვო ნამცხვარი
სამარხვო ტორტი
სამარხვო რეცეპტები

გვერდს ვერ ავუვლი იმ კერძებსა თუ ორცხობილებს, რომელთა მთავარი დანიშნულებაც სუფრაზე განწყობის ამაღლებაა. გაამხიარულეთ ბავშვები და ისინი გაგამხიარულებენ თქვენ. ამ მისიის შესასრულებლად გამოგადგებათ:


ზეთისხილის პინგვინების რეცეპტი
პურისჩხირების რეცეპტი
შოკოლადის ბისკვიტის რეცეპტი
საახალწლო ორცხობილის რეცეპტი
დარიჩინიანი ორცხობილის რეცეპტი
კაკაოს ნამცხვრის რეცეპტი
შაქარლამას რეცეპტი

თქვენი მეგობრებიც და ნათესავებიც არცერთ მათგანზე არ იტყვიან უარს!

ყველას გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ 2016 წელს!

წყარო

თეგები :