• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

გურული საშობაო ღვეზელი

დღეს მინდა ტრადიციულო საშობაო ღვეზელის მომზადება გასწავლოთ. მართალია ბევრად ადვილია მაღაზიაში ჩასვლა და ყიდვა, მაგრამ მგონია საკუთარი ხელით გამოცხობილსა და ახლობლების გახარებას ნამდვილად ვერ შეედრება. ტრადიციულად, ოჯახის თითოეულ წევრზე ერთი საშობაო ღვეზელი კეთდება. ახლა გადაითვალეთ - ერთი გუნდისაგან ორი საშუალო ზომის ღვეზელი შეგიძლია მოამზადოთ. ხოდა, ვინც საქართველოში ხართ საცხობში ჩადით და საკმაროსი რაოდენობის ცომის გუნდა ამოიტანეთ. ვინც არ ხართ, მაშინ თავად მოზილეთ ცომი ერთი კილო ფქვილისაგან :)

ცომს ვზელთ შემდეგნაირად:

თასში მოათავსეთ: 25 გრამი მშრალი საფუარი დააყარეთ 1 ს.კ. შაქარი, დაასხით 200 მლ თბილი წყალი და დატოვეთ ამოსაფუებლად.

დიდ თასში მოათავსეთ 1 კგ ფქვილი, დააყარეთ 1 ს.კ.მარილი. ამოურიეთ. როცა საფუარ ამოფუვდება დაამატეთ 4 ს.კ. ზეთი. ეს ნარევი დაასხით ფქვილს და დაიწყეთ ზელვა. გვერდით თბილი წყალი (36 გრადუსი) მოიდეთ და მოზილეთ მკვრივი ცომი რომელიც ხელზე არ მიგეკრობათ, მაგრამ ხინკალივით მაგარი არ იქნება. ცომს გადააფარეთ ხელსახოცი და დადეთ სადმე თბილ ადგილას. 2-3 საათის გასვლის შემდეგ, გადაზილეთ ცომი და ისევ დადეთ თბილ ადგილას. 2 საათის შემდეგ ცომი მზადაა, შეგიძლიათ გუნდები გააკეთოთ და ისევ დატოვოთ ამოსაფუვებლად ასე 30 წუთით.

ცომის გარდა კიდევ დაგვჭირდება ხუთი კვერცხი, ოთხი წინასწარ მოხარშეთ. ჰმმმმ, ქათმის კვერცხი, და არა ის რაც თქვენ გაიფიქრეთ ... ანუ ბუს :ჵ :ჵ ყველი - რაც მეტი მით უკეთესი. მე ბევრი არ მქონდა და ოთხი საშუალო ზომის ღვეზელისათვის გამოვიყენე 2 მაცარელა და ერთი სალათის ყველი (ფეტა უკეთესი იქნებოდა). ხოდა აბა ახლა ავიფარეთ წინსაფარი და დავტრიალდეთ სამზარეულოში ჩვენი ახლობლების გულების ”გასახეთქად” :D

1.ერთი გუნდა ცომისაგან გავაკეთოთ ორი პატარა გუნდა :)2. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე! თითოეული გუნდა გააბრტყელეთ და მიეცით მრგვალი ფორმა. ზედაპირის ერთ ნახევარზე დავდოთ ყველი, მოხარშული კვერცხი და მეორე თავისუფალი ზედაპირი გადავაფაროთ. როგორც სურათზეა ნაჩვენები. გაითვალისწინეთ: უფრო ადვილია გაბრტყელებული ცომი ჟარუნაზე დადოთ, ყველი და კვერცხი ჩადოთ და იქვე გადახუროთ. 3. გამზადებულ ღვეზელს თავზე გადაუსვით კვერცხი, შედეთ ღუმელში და გამოაცხეთ 20-25 წუთის განმავლობაში. სანამ თავი დაებრაწება :)
 
გემრიელად მიირთვით :)

წყარო


თეგები :