• თბილისი
  • 34°C
  • 20 აგვისტო, 2019
article

კარტოფილი განუმეორებელი გემოთი - "ფონდანი"

ყველასთვის ცნობილია, რომ კარტოფილისგან უამრავი კერძი მზადდება. ეს უნიკალური ბოსტნეული ბევრი ადამიანისათვის საყვარელია. გთავაზობთ კარტოფილის რეცეპტს - „ფონდანს“.

გარდა იმისა, რომ იგი მარტივად მზადდება და ეფექტურად გამოიყურება, მისი გემო ენით აღუწერელია. იგი მზადდება ბეგქონდარით (ურცი), რაც კარტოფილს განუმეორებელ არომატს ანიჭებს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

3 ც. დიდი კარტოფილი;

2 ს.კ მცენარეული ზეთი;

2 ს.კ კარაქი;

4 ც. ბეგქონდარის ტოტი;

½ ჭიქა ქათმის ბულიონი;

მარილი და წიწაკა გემოვნებით.

მომზადება:

იმისათვის, რომ კარტოფილი ლამაზად გამოიყურებოდეს, გათალეთ შემდეგნაირად: თავდაპირველად მოაჭერით ზედა და ქვედა ნაწილი(იხ. ქვემოთ პირველი ფოტო);

გარეცხეთ გათლილი კარტოფილი და მოათავსეთ ხელსახოცზე, რათა გაშრეს;

მოიმარჯვეთ ღრმა ტაფა და გააცხელეთ მასში მცენარეული ზეთი. მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ კარტოფილი ყველა მხრიდან;

როდესაც კარტოფილი შეოქროსფერდება, აიღეთ ხელსახოცი და მოაშორეთ ზეთი ტაფას;

ჩააგდეთ ტაფაში კარაქი და ბეგქონდარა, მოაყარეთ მარილი და წიწაკა;

როდესაც კარტოფილი ცხიმს კარგად შეიწოვს, მოასხით ქათმის ბულიონი .

გემრიელად მიირთვით!

იხ. ფოტოები:



თეგები :