• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

"ალუბლის გული" - უგემრიელესი და მარტივად გამოსაცხობი ორცხობილა

თუ თქვენ რომანტიული განწყობა დაგყვებათ ან უბრალოდ გსურთ ლამაზი და გემრიელი რამ გამოაცხოთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა! გთავაზობთ  ორცხობილა - „ალუბლის გულის“ რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

500 გ. გამზადებული ფენოვანი ცომი;

250 გ. ალუბლის მურაბა, თავისი წვენით;

1 ც. კვერცხი;

შაქარი.

მომზადება:

გაალღვეთ ცომი და გააბრტყელეთ, 3 მმ - ოპტიმალური სისქეა;

ალუბალი გადადეთ სხვა თეფშზე, ხოლო წვენი არ გადაასხათ(დაგჭირდებათ სხვა რამისთვისაც); ალუბალი დაჭერით პატარა ნაწილებათ, რათა შემდგომ ფორმირება ადვილი გახდეს;

ცომისგან გამოჭერით გულის ფორმები;

ცომის ერთ ნაჭერზე დაყარეთ ალუბლის მასა, ხოლო მეორე ნაჭერი ზემოდან დაადეთ. ზედა ფენას შეგიძლიათ ლამაზი ფორმა ამოუჭრათ ცოტათი ან უბრალოდ ჯვრის ფორმა მისცეთ;

ცომის ნაჭრების კიდეები ჩანგლის დაჭერით შეართეთ. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ შაქარი;

ორცხობილა მოათავსეთ  პერგამენტის ქაღალდით დაფენილ ფორმაზე და 20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე გამოაცხვეთ. ბოლოს ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიიღოს.

გემრიელად  მიირთვით!

 იხ. ფოტოები:



თეგები :