• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

ცხარე სკუმბრია კარტოფილით

ინგრედიენტები: სკუმბრია 1.5 კგ კარტოფილი 1.2 კგ ლიმონი 1 მწარე წიწაკა 1-2 ნიორი 2-3 კბილი ძირა 1/4 ჩ.კ ხმელი ქინძი, დაფქული 1/4 ჩ.კ ზეთი 4 ს.კ მარილი
კარტოფილი საშუალო ზომაზე დავჭრათ და მარილიან წყალში სანახევროდ მოვხარშოთ.

წიწაკას თესლი ამოვაცალოთ, ნიორთან, სუნელებთან და 2 ს.კ ზეთთან ერთად ბლენდერში დავაქუცმაცოთ. თევზს მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ ეს ცხარე ნარევი. ჩავდოთ თევზი ღუმელის ფორმაში, გარშემო შემოვუწყოთ კარტოფილი და დაჭრილი ლიმონი, მოვასხათ დარჩენილი ზეთი.

შევწვათ 200 გრადუსზე20-30 წუთი. მზა თევზს ლიმონის წვენი მოვასხათ.


თეგები :