• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

საქონლის ხორცის რულეტი სოკოთი

ნუ შეგაშინებთ ინგრედიენტთა სიმრავლე და მომზადების პროცედურა. თუ საქონლის ხორცის მოყვარული ხართ, შრომა ნამდვილად ღირს იმ შედეგად, რაც წინ გელით!

საქონლის ხორცის რულეტი სოკოთი

    რეცეპტის ინგრედიენტები:

        1 კგ. ძროხის ხორცი
        2 ცალი  სტაფილო
        30 მლ. მდნარი კარაქი
        4 თავი ხახვი
        შავი პილპილი
        მარილი
        50 გრ. თეთრი სოკო
        ნიახურის ღერო
        15 გრ. არაჟანი
        1 ცალი ლიმონი
        720 მლ. წყალი
        50 გრ. საქონლის მოხარშულ-შებოლილი მკერდი
        15 გრ. კარაქი
        10 საფანელი
        1 ცალი კვერცხი
        ოხრახუში
        მარილი

მომზადების წესი

1 . დაჭერით ხორცი მართკუთხედის ფორმაზე და დაბეგვეთ, გამოიყენეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

2. გამხმარი სოკო დაალბეთ ცივ წყალში 2 საათით. შემდეგ ამავე წყალში მოხარშეთ და გადმოიღეთ თუშფალანგზე. ნახარში შეინახეთ. დაჭერით 2 თავი ხახვი რგოლებად და ასრისეთ ზეთში. ხორცი და სოკო ერთად გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. შემდეგ აურიეთ ხახვი, დაამატეთ კვერცხი, ორცხობილა, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

3.  დაბეგვილ ხორცზე გადმოიტანეთ ხორცისა და სოკოს შეზავებული მასა, გადაახვიეთ რულეტად, შეკარით ძაფით და შეწვით ზეთში დაბრაწვამდე. სტაფილო გრძელ, ვიწრო ზოლებად დაჭერით, ასევე, დაჭერით ნიახურის ფესვის მეოთხედი და ხახვი – რგოლებად. ეს ყველაფერი მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და ზემოდან დადეთ რულეტი. მოასხით ლიმონის წვენი, 1 ჭიქა სოკოს ნახარში და შედგით ღუმელში მომზადებამდე.

4.  რულეტს მოაცალეთ ძაფერბი და დაჭერით რგოლებად. ბოსტნეული სოკოს წვენით გახეხეთ საცერში, დაამატეთ არაჟანი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. მიღებული სოუსი მოასხით დაჭრილ რულეტს. გარნირად კი, გამოიყენეთ ბოსტნეულის კონსერვი. გემრიელი კერძი მზადაა!

მოგეწონათ რეცეპტი? დაწერეთ კომენტარი:


თეგები :