• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

ღორის ხორცი ჩინურად, ტკბილ-მჟავე სოუსში

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი350 გ

ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის 2

ანანასი, დაკონსერვებული130 გ

ბრინჯის ძმარი2 ს.კ

( ან თეთრი ღვინის ძმარი

შაქარი2 ს.კ

კეტჩუპი2 ს.კ

სოიოს სოუსი1 ს.კ

კვერცხის გული1

ჯანჯაფილი (კოჭა)1.5-2 სმ

სახამებელი 5 ს.კ

მარილი, ზეთი შესაწვავად

ყველა ინგრედიენტი წინასწარ დაჭერით და მოამზადეთ, რადგან მომზადების პროცესი ცოტა დროს მოითხოვს. 

ხორცი დაჭერით პატარა კუბებად, ანანასი და წიწაკა ტანაბარ ნაჭრებად. 

ხორცს დაამატეთ კვერცხის გული, სოიოს სოუსი, 1 ს.კ სახამებელი, მარილი და სულ ცოტა წყალი. დატოვეთ ასე მინიმუმ 30 წუთი. შემდეგ ხორცის ნაჭრები კვლავ სახამებელში ამოავლეთ, დაფერთხეთ, რომ რაც ზედმეტია მოშორდეს და შეწვით ფრიტიურში, ან ღრმა ტაფაზე, კარგად გახურებულ ზეთში. როცა ხორცის ნაჭრები მსუბუქ ოქროსფერს მიიღებს, ამოიღეთ და დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

ვოკში ან ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და სწრაფად მობრაწეთ წვრილ ჩხირებად დაჭრილი ჯანჯაფილის ფესვი. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი წიწაკა, ორიოდე წუთში დაამატეთ ანანასი.

როგორც კი ანანსი მოიბრაწება, სწრაფადვე ჩაამატეთ ძმარი და აურეთ, შემდეგ შაქარი, კეტჩუპი და კვლავ აურიეთ. ჩააამატოთ ტაფაში ხორცი, 1 ს.კ წყალში გახსნილი 1 ს.კ სახამებელი. კარგად აურიეთ და წამოდუღებისთანავე გადმოიღეთ ცეცხლიდან.

მიირთვით ასე, ან ბრინჯთან ერთად.


თეგები :