• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

ხრაშუნა კარტოფილის შეწვის უჩვეულო მეთოდი

მასალა:

კარტოფილი
ზეთი
მარილი
სანელებლები

საშუალო ზომის კარტოფილი გარეცხეთ, გაფცქვენით და მოათავსეთ მთელ-მთელი კარტოფილები ადუღებულ მარლიწყალში. ხარშეთ მხოლოდ 5 წუთი. 

შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და გააგრილეთ.

სილამაზისთვის შეგიძლიათ ჩაჭრათ რამდენიმე ადგილას და მოათავსეთ მოხარშული კარტოფილი 1 საათით საყინულეში.

შემდეგ გამოიღეთ და მოათავსეთ ზეთმოსხმულ ფორმაში, წაუსვით თითოეულ კარტოფილს ზეთი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით.

რამდენჯერმე გადააბრუნეთ კარტოფილი, რათა თანაბრად შეიწვას.

მზა კარტოფილს მოაყარეთ მარილი, შავი ან წითელი წიწაკა, სასურველი სანელებლები: დანაყილი ნიორი, ქორფა კამა ან მწვანე ხახვი.გემრიელად მიირთვით!


თეგები :