• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

როგორ მოვამზადოთ ყველიანი ღვეზელები ხუთ წუთში?

ნებისმიერი სახეობის ყველი 150 გ
ფქვილი 2 ჭიქა
შაქარი 1/2 ჩ/კ
მარილი 1/2 ჩ/კ
სოდა 1/2 ჩ/კ
ზეთი ტაფაზე წასასმელად

თბილი კეფირი ჩაასხით ღრმა ჯამში, დაუმატეთ შაქარი, მარილი და სოდა. მოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთით.

წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი, ფქვილთან ერთად დაუმატეთ კეფირის მასას და მოზილეთ ცომი ჯერ კოვზით, შემდეგ 3 წუთის განმავლობაში ხელით.

გაყავით ცომი 5 თანაბარ ნაწილად, გააბრტყელეთ თითოეული და შეწვით სათითაოდ ზეთწასმულ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, თითოეულ მხარეს 2-3 წუთით.

მიირთვით ცხელ-ცხელი!


თეგები :