• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

შემწვარი ღვიძლი ლიმონით და მდოგვით

საქონლის ღვიძლი1 კგ
მაწონი1 ქილა
მდოგვი4 ს.კ
ლიმონის წვენი1
მოხარშული კვერცხი 5
მარილი და პილპილი
ზეთი შესაწვავად

საქონლის ღვიძლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავაწყოთ მომინანქრებულ ან მინის ჭურჭელში, დავასხათ მაწონი და დავდგათ 2 საათით.

ღვიძლის ნაჭრებს გადავავლოთ გამდინარე წყალი, შევამშრალოთ ხელსაწმენდით, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ამოვავლოთ ლიმონისა და მდოგვის ნაზავში და შევწვათ ზეთში ძალიან გახურებულ ტაფაზე.

შეწვისას ღვიძლის ნაჭრები ხშირად ვატრიალოთ. ღვიძლი სუფრასთან მივიტანოთ მოხარშულ კვერცხთან და ბროწეულის ნარშარაბთან ერთად.


თეგები :