• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

ბულგარული წიწაკები იტალიურად

ბულგარული წიწაკა 6 ცალი
ზეითუნის ზეთი 3 სკ
ნიორი 4-5 კბილი
ოხრახუში 6-7 ღერი
მარილი გემოვნებით

1.  გარეცხეთ ბულგარული  წიწაკები (სასურველია  სხვადასხვა  ფერის),  ამოსვარეთ  ზეთში  და   შეწვით  180  გრადუსზე  გახურებულ  ღუმელში.

2.  ამოალაგეთ  ჯამზე, დააფარეთ  თავი  და დატოვეთ  15 წუთი.  

3.  დრო  რომ  გავა,  გაგრილებულ წიწაკებს  მოაჭერით  ყუნწები,  გადაუწურეთ  გამოყოფილი  წვენი,  დაჭერით  მოგრძო  ნაჭრებად  ან  შუაზე,  გაასუფთავეთ  თესლიდან  და  მოასხით   ზეითუნის  ზეთი,  დაჭყლეტილი ნიორი,  მოაყარეთ  დაჭრილი ოხრახუში  და  მარილი.


თეგები :