• თბილისი
  • 32°C
  • 26 აგვისტო, 2019
article

ბატის ხინკალი - მესხური კერძი

ბატის ხინკალს მესხურ სოფლებში ხშირად ამზადებენ, განსაკუთრებით პოპულარული კი ასპინძაშია. ნახეთ როგორ მზადდება ბატის გამხმარი ხორცისგან ხინკალი.

რეცეპტს sknews.ge გვთავაზობს.

მომზადების წესი:

წვრილად დავჭრათ ბატის ხორცი დავასხათ 200 მგ. წყალი, დავამატოთ ხახვი, წიწაკა, ქონდარი და ერთად ჩავშუშოთ, შემდეგ მოვზილოთ ოდნავ მაგარი ცომი და გავაჩეროთ 20 წუთი, მერე გავშალოთ, დავჭრათ პატარა კუბიკებად და ჩაშუშული ხორცი დავაწყოთ, შევუკრათ თავი და მოვხარშოთ. ხინკალი შეგვიძლია მივირთვათ მაწონთან და ნიორწყალთან ერთად. 

შემადგენლობა:

ფქვილი – 300 გრ.

დაფქვილი წიწაკა – 1 ჩ.კ. 

ქონდარი – 1 ჩ.კ. 

ხახვი – ერთი თავი

მარილი – 200

გამხმარი ბატის ხორცი – 400 გრ. 

ნახეთ ვიდეო:

 


თეგები :