• თბილისი
  • 22°C
  • 16 სექტემბერი, 2019
article

კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში ფოტოპროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღესთან  დაკავშირებით,  ფოტოპროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართა.

ფოტოპროექტი კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების  ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების სიმპტომების ინფორმირებულობას.  ოტოპროექტის ავტორია ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი, რომელმაც  პაციენტების შეგრძნებები ფოტოებზე გადმოსცა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წევრები და წამყვანი ნევროლოგები, რომლებმასახელმწიფოსა და საზოგადოებას  პროექტში აქტიურ ჩართულობასა და ადექვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობაზეც მიანიშნეს. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ  ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა იდეის განხორციელების პროცესზე ისაუბრა და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ ადამიანებს სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.

ჩვენ ამ პროექტით გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ და ვუთხრათ, რომ გაფანტული სკლეროზი არ არის საყოველთაოდ ცნობილი სკლეროზი და მას სულ სხვა მიზეზი და სიმპტომები აქვს. მაგალითად პაციენტი გრძნობს დაახლოებით იმავე შეგრძნებას, რაც სხეულზე უამრავი ჭიანჭველის გადაადგილებაა. ეს ჩვენ ფოტოებზე ავსახეთ და გამძაფრებული სახით მივაწოდეთ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ასევე სახლმწიფოს მხირდან ამ ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა, რათა ჩვენი უყურადღებობის გამო არ გავწიროთ ისინი პასიური ცხოვრების სტილისთვის“, - აღნიშნა გოგა ჩანადირმა.

დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და მიმდინარეობაზე დამსწრე საზოგადოებას ნევროლოგი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ჯანელიძე ესაუბრა. მან გაფანტულ სკლეროზსა და ათეროსკლეროზს შორის არსებულ განსხვავებაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე აღნიშნა, რომ გაფანტული სკლეროზი პროგრესირებადი ქრონიკული დაავადებაა, თუმცა მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და შესაბამისი მკურნალობის გავლა შესაძლოა საბოლოო განკურნების წინაპირობა გახდეს.

გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომელიც ადამიანებს ძირითადად 20-40 წლის ასაკში და კიდევ უფრო ადრეც ემართებათ. შესაბამისად ამ დროს პაციენტები გონებრივად, ფიზიკურად თუ ეკონომიკურად აქტიურები არიან და სწორედ ამ დროს სჭირდებათბ მათ მხარდაჭერა, რათა შეძლონ მკურნალობა. დამტკიცებულია, რომ ადეკვატური მედიკამენტოზური და თერაპიული კურსებით დაავადების ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია სრულად განკურნება. იმედი გვაქვს, სახელმწიფო შექმნის პროგრამებს ამ ადამიანებისთვის და დააფინანსებს მათ მკურნალობა-რეაბილიტაციას“, - განმარტავ მარინა ჯანელიძე.

ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს პაციენტებმა და საკუთარ მაგალითზე საზოგადოებას დაავადების მნიშვნელობა აუხსნეს. როგორც ისინი აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მკურნალობის პროცესსში უმნიშვნელოვანესია, რადგან წინასწარ მისთვის საჭირო პერიოდის პროგნოზირება შეუძლებელია. მათივე თქმით, მკურნალობის ღირებულება იმდენად სოლიდურია,  ხელმისაწვდომი მხოლოს ერთეულებისთვის არის.

მრავლობითი (გაფანტული) სკლეროზის საქართველოს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჩიქვანიამ გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი ღონისძიებები საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების სტიგმებისგან გათავისუფლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და მომავალში საზოგადოებისგან მეტი მიმღებლობა იქნება.იმედი მაქვს, ასეთი პროექტებით ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება და სულ უფრო ნაკლებ პაციენტს ექნება კომპლექსები სოციალიზაციის პროცესში“,- ამბობს გიორგი ჩიქვანია.

ვფიქრობ, წარმოდგენილი ფოტოპროექტი საზოგადოებას ზუსტად და გასაგებად მიაწვდის ინფორმაციას გაფანტული სკლეროზის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ, პაციენტები რას ვგრძნობთ და რა განვიცდით: ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლილობა, ან თავის ტკივილი და თუნდაც თავბრუსხვევა, ეს ენით აღუწერელი განცდაა, რაც გოგამ საუკეთესოდ აღბეჭდა ფოტოებზე. ფოტოპროექტი ზედმიწევნით ასახავს ჩვენს პრობლემებს, რომელიც მჯერა სახელმწიფოს კიდევ ერთხელ დააფიქრებს და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება,“ - აღნიშნავს პაციენტი, მარკეტინგის სპეციალისტი,  მარიკა ქაჯაია.

მნიშვნელოვანია, რომ გაფანტული სკლეროზის საინფორმაციო კამპანიისერთად ერთმანეთისთვისფარგლებში, დაგეგმილია კვირეული, რომელსაც თბილისის შემდეგ, ბათუმი უმასპინძლებს (ღონისძიება გაიმართება ბათუმში, 7 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში“)

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, მსოფლიო  გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო შარშან  შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარების შეზღუდვის პროგრესირების შემცირების მიზნით. ერთი წლის თავზე, პაციენტები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან.

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში


თეგები :