• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

5G - რას უნდა ველოდოთ ინოვაციური ტექნოლოგიისგან

5G ტექნოლოგია ჭკვიანი სამყაროს ქვაკუთხედია, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ის მომხმარებლებს აწვდის მაღალ სიჩქარეს და მაღალ გამტარუნარიანობას. 

„5G უზრუნველყოფს უსწრაფეს კავშირს თანამედროვე სამყაროშიი, ქვეყნები კი რომლებიც ირჩევენ სისწრაფეს და ტექნოლოგიურ განვითარებას, ყოველთვის წინ იქნებიან. ის ქვეყნები კი, რომლებიც უარს იტყვიან მსგავს ტექნოლოგიაზე, მზად უნდა იყვნენ, რომ მათი ეკონომიკური წინსვლა შესაძლოა შენელდეს,“ - მიაჩნია HUAWEI-ს აღმასრულებელი დირექტორს რენ ჟენგფეის.

რენ ჟენგფეი ასევე ადასტურებს ინფორმაციას  5G ტექნოლოგიის ლიცენზიის გაყიდვასთან დაკავშირებით: „სხვებისთვის ლიცენზიის მიცემა არ ნიშნავს, რომ HUAWEI არ განაგრძობს 5G-ზე მუშაობას. თანხას, რომელსაც ლიცენზიის გაყიდვებიდან მივიღებთ,  კომპანიას სამომავლოდ დასახული გეგმების განხორციელებისთვის მოხმარდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დასავლეთში ტექნოლოგიური განვითარების სიჩქარე გაიზრდება, ამიტომაც გვინდა 5G-ს ლიცენზიის გაყიდვა, რაც გააადვილებს კომპანიის განვითარების პროცესს. ვფიქრობთ, Huawei განაგრძობს პირველობას 6G-ს კვლევებშიც, თუმცა მოსალოდნელია, რომ 6G-ს კომერციული მოხმარება არ დაიწყება სულ მცირე 10 წელი“.

ოპტიკური ბოჭკოვანი ქსელები და 5G ტექნოლოგია, დააკავშირებს სუპერკომპიუტერებსა და სუპერ შენახვის სისტემებს AI- ს მხარდასაჭერად. „როდესაც ვამბობთ, რომ AI-ს შეუძლია გაზარდოს პროდუქტიულობა ათჯერ, ეს მხოლოდ შეფასებაა. რეალურად, ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში, AI- ს დახმარებით, ეფექტურობა შეიძლება გაიზარდოს 100-ჯერ ან თუნდაც 1000-ჯერ,“ - განაცხადა HUAWEI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


თეგები :