• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

Google-ის მოთხვოვნა ამერიკის მთავრობას

ამერიკის მთავრობასა და კომპანია HUAWEI -ს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის პარალელურად, Google-ი ცდილობს დაარწმუნოს ა.შ.შ., მისცეს UAWEI -ს Google-ის ეკოსისტემის გამოყენების შესაძლებლობა.

ცნობილია, რომ HUAWEI-ს ოპერაციული სისტემა თავდაპირველად სმარტფონებისთვის განკუთვნილი არ იყო . გარდა ამისა, Google-ის ოპერაციული სისტემა საჯაროა, შესაბამისად  კომპანიას მისი გამოყენების შესაძლებლობა გააჩნია.  „ა.შ.შ. ლიმიტირებულს ხდის ჩვენთვის Google-ის მობილური სერვისების გამოყენებას. Google-ის ეკოსისტემა ათასობით პარტნიორს მოიცავს და HUAWEI რამდენიმე დღეში მსგავს სისტემას ვერ შექმნის. თუ ამერიკის მთავრობა საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ Google- ის ეკოსისტემის გამოყენება, აშშ შეინარჩუნებს თავის დომინანტურ პოზიციას აღნიშნულ სფეროში. თუკი უარს იტყვის, ეს მათთვისაც ცუდი იქნება სამომავლოდ,“ - განმარტავს  HUAWEI-ს აღმასრულებელი დირექტორი რენ ჟენგფეი.

კომპანია HUAWEI მზად არის გამოხატოს თავისი კეთილი ნება და დასავლეთის ქვეყნებს საკუთარი ტექნოლოგიების გამოყენების ლიცენზია მისცეს.  ამით კომპანია კიდევ ერთხელ ამართლებს საკუთარ მისწრაფებას-  მოვემსახუროთ კაცობრიობას და მივაღწიოთ მეცნიერების მწვერვალს“. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


თეგები :